თბილისის წყალდიდობა: ტრაგიკული ღამის ათი სიმბოლო ფოტოებში

155
  • ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დილა თბილისის ისტორიაში. იმ დღეს ბევრმა შეიტყო, რომ ახლობელი დაკარგა
  • პირველი დარტყმა. წყალდიდობამ ჯერ სვანიძის ქუჩას შეუტია. ხალხი უკვე დასაძინებლად ემზადებოდა, როდესაც წყალმა მომენტალურად დაფარა მათი სახლები
  • იმღამეს წყალი ბავშვის სათამაშოებივით ამსხვრევდა ადამიანების სიცოცხლეს
  • ზოოპარკი განადგურდა. ცხოველების ნაწილი დაიღუპა, ნაწილმა კი ვოლიერებიდან გაქცევით უშველა თავს და თბილისის ქუჩებში გაიჭრა
  • მერე კიდევ ბევრი დღის განმავლობაში პოულობდნენ ქუჩებში დაღუპულ ცხოველებსა და ადამიანებს
  • ყველა ცდილობდა სიცოცხლე გადაერჩინა - ადამიანებისა და ცხოველების ნაკვალევი ერთმანეთში ირეოდა
  • უბედურება აერთიანებს. საკუთარი დედაქალაქის გასაწმენდად უამრავი ადამიანი გამოვიდა  - ჯერ კიდევ იყო იმედი, რომ ცოცხლად გადარჩენილებს იპოვიდნენ
  • ქანცგამოცლილი მაშველი - არა იმდენად დაღლილობისგან, რამენადაც სასოწარკვეთისგან
  • ქალაქმა მსხვერპლი ღირსეულად დაიტირა - 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა იმ ღამით სტიქიას
  • ბეჰემოთი ბეგი ღამით კოშმარს გაექცა ზოოპარკიდან, დილით კი მშვიდად სეირნობდა გმირთა მოედანზე. უბედურებით შეძრულ ხალხს გულწრფელად ეღიმებოდა მის დანახვაზე
წყალდიდობამ თბილისში არა მარტო გაანადგურა ქალაქის ცენტრი, არამედ მსხვერპლიც გამოიწვია. იხილეთ ტრაგიკული მოვლენის ამსახველი ფოტოლენტა Sputnik საქართველოსგან.

უკვე მეხუთე წელია, თბილისელები ზაფხულის წვიმას შიშით ხვდებიან. 2015 წლის 13-14 ივნისის ღამით ქალაქმა საშინელი წყალდიდობა გადაიტანა. 

გადაუღებელმა წვიმამ წყნეთი-ბეთანიის გზაზე მთის ნაწილი ჩამოშალა და მდინარე ვერეში ჩაიტანა. წყლის დონემ იმდენად აიწია, რომ ნაპირებიდან გადმოვიდა და გზად ყველაფერი წალეკა - საცხოვრებელი სახლები, ზოოპარკი, ძაღლების თავშესაფარი, ქუჩები... 

იმ ღამით 21 ადამიანი დაიღუპა. 

155
  • ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დილა თბილისის ისტორიაში. იმ დღეს ბევრმა შეიტყო, რომ ახლობელი დაკარგა
    © AP Photo / Pavel Golovkin

    ერთ-ერთი ყველაზე საშინელი დილა თბილისის ისტორიაში. იმ დღეს ბევრმა შეიტყო, რომ ახლობელი დაკარგა

  • პირველი დარტყმა. წყალდიდობამ ჯერ სვანიძის ქუჩას შეუტია. ხალხი უკვე დასაძინებლად ემზადებოდა, როდესაც წყალმა მომენტალურად დაფარა მათი სახლები
    photo : courtesy of Tbilisi City Hall

    პირველი დარტყმა. წყალდიდობამ ჯერ სვანიძის ქუჩას შეუტია. ხალხი უკვე დასაძინებლად ემზადებოდა, როდესაც წყალმა მომენტალურად დაფარა მათი სახლები

  • იმღამეს წყალი ბავშვის სათამაშოებივით ამსხვრევდა ადამიანების სიცოცხლეს
    © AP Photo / Pavel Golovkin

    იმღამეს წყალი ბავშვის სათამაშოებივით ამსხვრევდა ადამიანების სიცოცხლეს

  • ზოოპარკი განადგურდა. ცხოველების ნაწილი დაიღუპა, ნაწილმა კი ვოლიერებიდან გაქცევით უშველა თავს და თბილისის ქუჩებში გაიჭრა
    © AP Photo / Pavel Golovkin

    ზოოპარკი განადგურდა. ცხოველების ნაწილი დაიღუპა, ნაწილმა კი ვოლიერებიდან გაქცევით უშველა თავს და თბილისის ქუჩებში გაიჭრა

  • მერე კიდევ ბევრი დღის განმავლობაში პოულობდნენ ქუჩებში დაღუპულ ცხოველებსა და ადამიანებს
    © AP Photo / Pavel Golovkin

    მერე კიდევ ბევრი დღის განმავლობაში პოულობდნენ ქუჩებში დაღუპულ ცხოველებსა და ადამიანებს

  • ყველა ცდილობდა სიცოცხლე გადაერჩინა - ადამიანებისა და ცხოველების ნაკვალევი ერთმანეთში ირეოდა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ყველა ცდილობდა სიცოცხლე გადაერჩინა - ადამიანებისა და ცხოველების ნაკვალევი ერთმანეთში ირეოდა

  • უბედურება აერთიანებს. საკუთარი დედაქალაქის გასაწმენდად უამრავი ადამიანი გამოვიდა  - ჯერ კიდევ იყო იმედი, რომ ცოცხლად გადარჩენილებს იპოვიდნენ
    photo: Sputnik / Kakhi Bilanishvili

    უბედურება აერთიანებს. საკუთარი დედაქალაქის გასაწმენდად უამრავი ადამიანი გამოვიდა - ჯერ კიდევ იყო იმედი, რომ ცოცხლად გადარჩენილებს იპოვიდნენ

  • ქანცგამოცლილი მაშველი - არა იმდენად დაღლილობისგან, რამენადაც სასოწარკვეთისგან
    © AP Photo / Pavel Golovkin

    ქანცგამოცლილი მაშველი - არა იმდენად დაღლილობისგან, რამენადაც სასოწარკვეთისგან

  • ქალაქმა მსხვერპლი ღირსეულად დაიტირა - 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა იმ ღამით სტიქიას
    © AP Photo / Pavel Golovkin

    ქალაქმა მსხვერპლი ღირსეულად დაიტირა - 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა იმ ღამით სტიქიას

  • ბეჰემოთი ბეგი ღამით კოშმარს გაექცა ზოოპარკიდან, დილით კი მშვიდად სეირნობდა გმირთა მოედანზე. უბედურებით შეძრულ ხალხს გულწრფელად ეღიმებოდა მის დანახვაზე
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ბეჰემოთი ბეგი ღამით კოშმარს გაექცა ზოოპარკიდან, დილით კი მშვიდად სეირნობდა გმირთა მოედანზე. უბედურებით შეძრულ ხალხს გულწრფელად ეღიმებოდა მის დანახვაზე

ამაზონში კვლავ ხანძარია ალმოდებული ტროპიკული ტყეები ფოტოებში

159
(განახლებულია 19:47 13.08.2020)
ამაზონის ტროპიკულ ტყეებში კვლავ ძლიერი ხანძარია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ცეცხლოვანი სტიქიის შედეგების შემაძრწუნებელი სურათები.

ამაზონის ტყეებში ხანძრის კერები დღეს უფრო მეტია, ვიდრე 2019 წლის ამავე პერიოდში, როდესაც ხანძარმა 1,86 მილიონ ჰექტარ ტყეზე მეტი გაანადგურა. ბრაზილიის კოსმოსური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INPE) მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ ეს ბოლო 13 წლის განმავლობაში მაქსიმალური მაჩვენებელია.

ამაზონის ტყეებს „პლანეტის ფილტვებს“ უწოდებენ. მისი მოცულობა სამჯერ აღემატება ციმბირის ტაიგას. დაახლოებით 20% ჰაერისა, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ, სწორედ ამ ტყეების გამომუშავებულია. გარდა ამისა, ამაზონის ტყეები პლანეტაზე გამომუშავებული ნახშირორჟანგის 25%-ს შთანთქავს.

 

159
  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    ხანძრების რაოდენობა ბრაზილიის ამაზონის ტყეებში 20%-ით გაიზარდა - ეს ბოლო 13 წლის განმავლობაში უმაღლესი მაჩვენებელია

  • © AP Photo / Edmar Barros

    ამაზონის ტყეების 60% ბრაზილიაში მდებარეობს, 13% - პერუში, 10% - კოლუმბიაში, დანარჩენი 17% გადანაწილებულია სამხრეთ ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებში

  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    მიიჩნევა, ეს ტყეები ჩვენს ატმოსფეროში გამოყოფილი ნახშირორჟანგის 25%-ს შთანთქავენ

  • © AFP / Chico Batata

    მაგრამ ხანძრის ჩაქრობა ვერც მეხანძრეებმა შეძლეს და ვერც წვიმამ

  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ტყეებს მხოლოდ შემოდგომის წვიმა გადაარჩენს

  • © AP Photo / Edmar Barros

    მიუხედავად ამისა, ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ამაზონის ტყეებში ხანძრის გაჩენა უარყო

  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    თუმცა მთავრობის მონაცემები, რომლებშიც ათასობით ხანძრის კერაზეა საუბარი, საპირისპიროზე მეტყველებს

  • © AFP / Carl De Souza

    2019 წელს, როდესაც მსოფლიოს ეკოლოგიურმა საზოგადოებამ განგაში ატეხა მასშტაბური ტყის ხანძრების გამო, ბოლსონარუ ასევე უარყოფდა პრობლემის არსებობის

  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    ამან დაძაბულობა გამოიწვია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან, განსაკუთრებით საფრანგეთთან

  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    ექსპერტების მონაცემებით, ხანძრები ნამდვილად არ არის ბუნებრივი მოვლენა, მათი გაჩენა ადამიანების ბრალია, რომლებიც ანადგურებენ ტყეებს სოფლის მეურნეობისათვის ადგილის გასათავისუფლებლად

მინსკის არეულობები ფოტოებში

350
(განახლებულია 18:01 11.08.2020)
  • ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მომიტინგეები იყენებდნენ სკამებს, ჯოხებს, ქვებს, შუშის ბოთლებსა და აალებად სითხეებს
მინსკში არჩევნების შედეგების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები გრძელდება, მილიციამ მომიტინგეთა დასაშლელად სპეცტექნიკა და სპეცსაშუალებები გამოიყენა. იხილეთ Sputnik-ის ფოტოლენტაში დემონსტრაციის სურათები

გუშინ საღამოს ადამიანები მიზანმიმართულად გავიდნენ დედაქალაქის ქუჩებში, რათა უკმაყოფილება გამოეთქვათ არჩევნების შედეგების მიმართ. ძალოვნები ამ დროისათვის მზად იყვნენ და დაიწყეს სპეცტექნიკის გამოყენება.

ყველაზე მასობრივი აქციები სავაჭრო ცენტრი „რიგას“ მახლობლად იმართებოდა. ავტომობილისტებმა დემონსტრაციის ადგილისკენ მიმავალი გზა გადაუკეტეს სატრანსპორტო საშუალებებს, მომიტინგეებმა კი ბარიკადები აღმართეს. ისინი იყენებდნენ ლითონის ჯებირებს, ხის პალეტებს, სანაგვე ურნებსა და სასურსათო კალათებს.

დემონსტრანტები სკანდირებდნენ ანტისამთავრობო ლოზუნგებს, ტაშს უკრავდნენ და კვამლს აფრქვევდნენ. თავის მხრივ, სამართალდამცველებმა გამოიყენეს შუქბგერითი ყუმბარები, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, დააკავეს აქციის მონაწილეები.

საპროტესტო აქციის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების რეანომობილებიც.

350
  • © REUTERS / Vasily Fedosenko

    ბელარუსში ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები დაიწყო

  • © AP Photo / Sergei Grits

    შეკრებილთა დასაშლელად გამოვიდნენ ძალოვნები

  • © photo: Sputnik / Viktor Tolochko

    მომიტინგეთა დასაშლელად იყენებდნენ შუქბგერით ყუმბარებს, წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ტყვიებს

  • © AFP / Sergei Gapon

    ჯამში დაახლოებით სამი ათასი ადამიანია დაკავებული

  • © REUTERS / Vasily Fedosenko

    საპროტესტო აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში გაიმართა, თუმცა განსაკუთრებით ბევრი მომიტინგე მინსკში შეიკრიბა

  • © AFP / Sergei Gapon

    არეულობებში ათობით ადამიანი დაშავდა

  • © REUTERS / Vasily Fedosenko

    უფლებადამცველმა ცენტრმა „ვესნამ“ სპეცტექნიკის შეტევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია

  • © photo: Sputnik / Viktor Tolochko

    რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო. „აუცილებელია აღინიშნოს, რომ კანონდამრღვევთა წინააღმდეგ საბრძოლო იარაღი არ გამოყენებულა. დაღუპულები არ არიან“, - განაცხადეს სამინისტროში

  • ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მომიტინგეები იყენებდნენ სკამებს, ჯოხებს, ქვებს, შუშის ბოთლებსა და აალებად სითხეებს
    © photo: Sputnik / Viktor Tolochko

    ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მომიტინგეები იყენებდნენ სკამებს, ჯოხებს, ქვებს, შუშის ბოთლებსა და აალებად სითხეებს

  • © AP Photo / Sergei Grits

    მომიტინგეების წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მასობრივი არეულობის მოწყობისა და მილიციელებზე ძალადობის მუხლებით

  • © REUTERS / Vasily Fedosenko

    დაკავებულებს რვიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

  • © REUTERS / Vasily Fedosenko

    საპროტესტო აქციები და არეულობები მინსკში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ

მაგიდა კაფეში

იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს: რა ხდება ქობულეთში

0
(განახლებულია 17:18 15.08.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 15-ით გაიზარდა და 1321-ს მიაღწია

თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. ყველა იმ მოქალაქემ, რომლებიც ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ 9, 10 და 11 აგვისტოს იმყოფებოდნენ,  სიმპტომების გამოჩენისთანავე ცხელების ცენტრებს უნდა მიმართოს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

დღეს საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 15-ით გაიზარდა და 1321-ს მიაღწია. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ინფიცირებულია ქალი, რომელიც ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ მუშაობს.

„ეს ქალბატონი თბილისიდან ქობულეთში სამუშაოდ არის ჩასული. ის ქობულეთში კაფე „ჰავანაში“ მუშაობდა. აქ მომუშავე პერსონალი, ყველა, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, ყველა მოკვლეულია და იზოლაციაშია გადაყვანილი. მათ გამოიკვლევენ, მაგრამ მინდა, მაქსიმალურად გავაფრთხილო ისინი, ვინც 9, 10 და 11 აგვისტოს ამ კაფეში იმყოფებოდა, რომ ფრთხილად იყვნენ და თუ ოდნავ მაინც გამოუვლინდებათ სიმპტომები, აუცილებლად მიმართონ ცხელების ცენტრებს“, – განაცხადა  იმნაძემ.

რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს, იმნაძის თქმით, ცხრა ინფიცირებული იმყოფებოდა მესტიაში, ერთი - ყაზბეგში ინფიცირებულის ოჯახის წევრია, სამი - ადრე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, ხოლო ერთი - სომხეთიდან ჩამოსული მძღოლია.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1088 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7597, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 261 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში