დაახლოებით 800 ათასი მეომარი ქალი იბრძოდა წითელ არმიაში მამაკაცებთან ერთად დიდი სამამულო ომის დროს ფრონტის წინა ხაზზე. მათგან დაახლოებით 150 ათასი ორდენებითა და მედლებით დაჯილდოვდა, 90-ზე მეტს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.
დიდ სამამულო ომში ქალები იყვნენ სანინსტრუქტორები, სნაიპერები, მფრინავები, მარეგულირებლები, პარტიზანები, უზრუნველყოფდნენ კავშირგაბმულობას და მუშაობდნენ ქარხნებში - ისინი ჩეხავდნენ ტყეებს, თხრიდნენ ტანკსაწინააღმდეგო სანგრებს და ტრანშეებს ფრონტის ტერიტორიაზე.
586 საავიაციო გამანადგურებელი პოლკის ტექნიკოსები თვითმფრინავს გასაფრენად ამზადებენ
სანინსტრუქტორ ვალია გრიბკოვას ბრძოლის ველიდან გაყავს დაჭრილი ჯარისკაცი
ქალები მოსკოვის ქარხანაში მინებს ამზადებენ
ევგენია ჟიგულენკო, ღამის ბომბდამშენი 46-ე ტამანის საავიაციო ქალთა პოლკის მფრინავი. 1945 წლის თებერვალში მას საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა
წითელი არმიის მოხალისე ქალ-სნაიპერთა ჯგუფი
სნაიპერი გოგონა ლუბა მაკაროვა კალინინის ფრონტის მე -3 შემტევი არმიის სნაიპერების შეკრებაზე
586-ე გამანადგურებელი საავიაციო პოლკის ოპერატორი და ნავიგატორი სახელმძღვანელოს შტაბში
სერჟანტი ლიზა ტერეხოვა საბრძოლო მასალის შევსებისას
გოგონა სატელეფონო კავშირგაბმულობას უზრუნველყოფს
საბჭოთა კავშირის გმირი, ქალთა 125-ე საავიაციო ესკადრილიის მეთაურის მოადგილე მარია დოლინა
სანიტარები დიდი სამამულო ომის დროს
მებრძოლი ქალები სამხრეთ ფრონტზე ომის ბროშურას ამზადებენ
მედდა დაჭრილი ჯარისკაცის კარნახით მის ნათესავებს წერილს წერს
პარტიზანთა კავშირის მედდა ლიდა ფერაპონტი
მებრძოლები მოსკოვის ქუჩაზე, სტადიონი „ავტომობილისტის“ მახლობლად
სამხედრო მარეგულირებელი მარია შალნევა ალექსანდერპლაცზე ბერლინში
საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი, მოიერიშე პოლკის ესკადრილიის მეთაური ლეონიდ ბედა საავიაციო ბომბარდირების მფრინავებთან ერთად
ისინი, ვინც ვალდებულები არიან კარანტინი ლონდონის სასტუმროებში გაიარონ, უკმაყოფილოები არიან - ამის შესახებ მეტყველებს მათი გზავნილები გარესამყაროსთან.
გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შავ სიაში შეყვანილი ქვეყნებიდან შესული ყველა პირი ათდღიან სავალდებულო კარანტინს გადის.
ბრიტანეთის შავ სიაშია სამხრეთ ამერიკის და სამხრეთ აფრიკის სახელმწიფოები პორტუგალია. ამ ტერიტორიებიდან ბრიტანეთში ჩასულები ვალდებულები არიან დაფარონ სასტუმროს ხარჯები და გაიარონ სავალდებულო „პისიარ-ტესტები“, რაც 1750 ფუნტი დაუჯდებათ.
კარანტინზე უარის თქმის გამო ჯარიმა 10 ათას ფუნტს შეადგენს. ყველა, ვინც ეცდება დამალოს შავ სიაში შეყვანილ ქვეყნებში მოგზაურობის შესახებ დიდ ბრიტანეთში ჩასვლამდე, ხელისუფლება 10 წლით დააპატიმრებს.
ფოტოზე გამოსახული ქალის თქმით, მას აქვს საკუთარი საცხოვრებელი თვითიზოლაციისათვის, კორონავირუსის ტესტზე კი მას უარყოფითი პასუხი აქვს
ბირმინგემის აეროპორტიდან მგზავრები საკარანტინო სასტუმროში გადაყავთ
მგზავრი ბავშვთან ერთად გადაყავთ სასტუმრო Holiday Inn-ში ჰითროუს აეროპორტში
მამაკაცი სასტუმროს ფანჯარაში წერილით, რომელზეც ამბობს, რომ სამსახური დაკარგა. „ბორის, ვინ გადაიხდის ამ თანხებს?“ - ამით ის ბრიტანეთის პრემიერ ბორის ჯონსონს მიმართავს
უკმაყოფილო ადამიანები სასტუმროს ფანჯრებში
ბრიტანეთის შავ სიაში შესულია პორტუგალია, სამხრეთ ამერიკისა და სამხრეთ აფრიკის სახელმწიფოები
ქალი იყურება სასტუმროს ფანჯრიდან ჰითროუს აეროპორტში
ჟურნალისტები სასტუმროს ბინადრებს ინფორმაციას უცვლიან
სასტუმროს ხარჯები და სავალდებულო „პისიარ-ტესტირება“ 1750 ფუნტი ჯდება
კარანტინზე უარის მთქმელი პირები 10 ათასი ფუნტით დაჯარიმდებიან
სასტუმროს ბინადრები გარესამყაროს სასტუმროს ფანჯრებიდან ეკონტაქტებიან
ყველა, ვინც ეცდება დამალოს შავ სიაში შეყვანილ ქვეყნებში მოგზაურობის შესახებ დიდ ბრიტანეთში ჩასვლამდე, ხელისუფლება 10 წლით დააპატიმრებს
კოსმოსურმა სააგენტო NASA-მ გამოაქვეყნა რამდენიმე ფოტო და ვიდეო, რომლებიც მარსმავალი Perseverance-ის კამერებმა პლანეტაზე დაჯდომისას გადაიღო. ასევე გამოჩნდა მისი მიკროფონის პირველი ჩანაწერები. ეს ბოლო დროის მთავარი კოსმოსური სენსაციაა.
მარსმავალი Perseverance 18 თებერვალს წარმატებით დაჯდა წითელი პლანეტის ზედაპირზე. ამ პროცესს ერთდროულად რამდენიმე კამერა იღებდა.
Perseverance 18 თებერვალს წარმატებით დაჯდა მარსზე
დაჯდომიდან სამ წუთში მან დედამიწაზე პირველი შავ-თეთრი ფოტო გამოგზავნა
მარსმავალმა ფერადი სურათებიც გადაიღო, თუმცა დიდი ფაილების გადმოგზავნას რამდენიმე დღე დაჭირდა
ერთ-ერთი სურათი აპარატმა დაჯდომის წინ ჰაერიდან გადაიღო
მეორე ფოტოზე კი მარსის პეიზაჟი მოჩანს
Perseverance - მეხუთე როვერია, რომელიც ნასამ წითელ პლანეტაზე გაუშვა
მარსმავალმა უნდა მოიპოვოს გრუნტის ნიმუშები და 2031 წელს დედამიწაზე დაბრუნდეს
დაახლოებით 2 თვის შემდეგ Perseverance იპოვის სწორ ზედაპირს, რათა გამოუშვას პატარა დრონი Ingenuity. ის მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყებს მარსზე პირველი ნიმუშების აღებას
პლანეტა საკმაოდ იდუმალებით მოცულია
Perseverance Mars Rover-ის მიერ გადაღებული ფოტო
ასე გამოიყურება მარსის ზედაპირი მარსმავალის ქვეშ
Perseverance-ს წყალობით NASA-ში იმედოვნებენ, რომ პასუხს გასცემენ მნიშვნელოვან საკითხვა - არის თუ არა სიცოცხლე მარსზე
თბილისი, 1 მარტი – Sputnik. რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, უკრაინისა და ყაზახეთის მოქალაქეებს 1 მარტიდან საქართველოში ჩამოსვლა ვაქცინაციის გარეშე შეუძლიათ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ქვეყნების მოქალაქეებმა საქართველოში ჩამოფრენისას თან უნდა იქონიონ PCR-ტესტი უარყოფითი პასუხით.
საქართველოს ხელისუფლებამ საჰაერო საზღვრები უცხოელებისთვის 1 თებერვლიდან გახსნა. სახმელეთო და საზღვაო საზღვრები კვლავ დაკეტილია.
აქამდე კორონავირუსზე უარყოფითი შედეგის ამსახველი ცნობით საქართველოში შემოსვლა შეეძლოთ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, აშშ–ის, დიდი ბრიტანეთის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინისა და თურქეთის მოქალაქეებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მოგზაურებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი:
იმ პირებმა, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ დიდ ბრიტანეთში, აუცილებლად უნდა გაიარონ 12 დღიანი კარანტინი. ამ შემთხვევაში აღარ არის აუცილებელი PCR–ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა საზღვარზე, ასევე ტესტის გამეორებით ჩატარება მესამე დღეს.