მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა 21 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. სამშაბათს გახდება ცნობილი, გაუქმდება თუ გახანგრძლივდება ეს აკრძალვა. სამაგიეროდ ახლა თბილისის ქუჩებში უამრავი ადამიანი გადაადგილდება ველოსიპედით, მოტოციკლით და მოპედით.
სულ ცოტა ხნის წინ თბილისში ველოსიპედისტს იშვიათად შენიშნავდით, თუმცა ახლა მათი რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. კანონის დამრღვევებს კი პოლიცია აჯარიმებს. როგორც აღმოჩნდა, ბევრმა მათგანმა არ იცოდა, რომ ველოსიპედით ქუჩაში გადაადგილებისას აუცილებელია ჩაფხუტი, მოძრაობა კი მხოლოდ უკიდურეს მარჯვენა ზოლში შეიძლება, სხვა ტრანსპორტის შეფერხების თავიდან ასაცილებლად.
© Sputnik / Alex Shlamovშთაბეჭდილება ჩნდება, თითქოს გზებზე მხოლოდ ველოსიპედისტები და პოლიცია დადის
შთაბეჭდილება ჩნდება, თითქოს გზებზე მხოლოდ ველოსიპედისტები და პოლიცია დადის
© Sputnik / Alex Shlamovალბათ ადრე არავის შეეძლო მსგავსი სურათის წარმოდგენა - ქალაქის ყველაზე დატვირთული ქუჩები და გამზირები ცარიელია
ალბათ ადრე არავის შეეძლო მსგავსი სურათის წარმოდგენა - ქალაქის ყველაზე დატვირთული ქუჩები და გამზირები ცარიელია
© Sputnik / Alex Shlamovხანდახან გზებზე ჩნდებიან ავტომობილები, თუმცა ეს ან სასწრაფოა, ან პოლიცია, ან სპეციალური საშვის მქონე ავტომობილები
ხანდახან გზებზე ჩნდებიან ავტომობილები, თუმცა ეს ან სასწრაფოა, ან პოლიცია, ან სპეციალური საშვის მქონე ავტომობილები
© Sputnik / Alex Shlamovმათ გამოჩენამდე კი ცარიელ ქუჩებს ველოსიპედისტები და ბაიკერები იკავებენ
მათ გამოჩენამდე კი ცარიელ ქუჩებს ველოსიპედისტები და ბაიკერები იკავებენ
© Sputnik / Alex Shlamovქალაქის ზოგიერთ უბანში ბაიკერები ჯგუფებად გადაადგილდებიან
ქალაქის ზოგიერთ უბანში ბაიკერები ჯგუფებად გადაადგილდებიან
© Sputnik / Alex Shlamovპარლამენტის შენობასთანაც კი სიცარიელეა - აქ ბაიკერები თავისუფლად გადაადგილდებიან
პარლამენტის შენობასთანაც კი სიცარიელეა - აქ ბაიკერები თავისუფლად გადაადგილდებიან
© Sputnik / Alex Shlamovალბათ მარტის დასაწყისშიც კი ვერავინ იფიქრებდა, რომ თავისუფლების მოედანზე ასეთი სიცარიელე დაისადგურებდა
ალბათ მარტის დასაწყისშიც კი ვერავინ იფიქრებდა, რომ თავისუფლების მოედანზე ასეთი სიცარიელე დაისადგურებდა
© Sputnik / Alex Shlamovმარტო სეირნობა უინტერესოა, ამიტომ ქუჩებში ხშირად შენიშნავთ წყვილად მოსიარულე ბაიკერებს
მარტო სეირნობა უინტერესოა, ამიტომ ქუჩებში ხშირად შენიშნავთ წყვილად მოსიარულე ბაიკერებს
© Sputnik / Alex Shlamovზოგიერთი ველოსიპედისტი გართობისათვის ქალაქის ქუჩებში რთულ ოინებს ასრულებს
ზოგიერთი ველოსიპედისტი გართობისათვის ქალაქის ქუჩებში რთულ ოინებს ასრულებს
© Sputnik / Alex Shlamovთუმცა წესების დაუცველოს გამო ველოსიპედისტებს პოლიციამ აჯარიმებს
თუმცა წესების დაუცველოს გამო ველოსიპედისტებს პოლიციამ აჯარიმებს
© Sputnik / Alex Shlamovროგორც აღმოჩნდა, ყველამ არ იცოდა, რომ მოპედით ან ველოსიპედით გადაადგილებისას აუცილებელია ჩაფხუტის ტარება. ასევე, ველოსიპედით გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ უკიდურეს მარჯვენა სამოძრაო ზოლში და ტროტუართან ახლოს, რათა არ მოხდეს სხვა ტრანსპორტის შეფერხება
როგორც აღმოჩნდა, ყველამ არ იცოდა, რომ მოპედით ან ველოსიპედით გადაადგილებისას აუცილებელია ჩაფხუტის ტარება. ასევე, ველოსიპედით გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ უკიდურეს მარჯვენა სამოძრაო ზოლში და ტროტუართან ახლოს, რათა არ მოხდეს სხვა ტრანსპორტის შეფერხება
© Sputnik / Alex Shlamovცარიელი ქუჩებისგან გამოწვეული თავისუფლების შეგრძნება მაცდურია
ცარიელი ქუჩებისგან გამოწვეული თავისუფლების შეგრძნება მაცდურია
© Sputnik / Alex Shlamovქალაქში გადაადგილდებიან სპეციალური სამსახურების მანქანები, ასევე სპეციალური საშვების მქონე ავტომობილები და მიტანის სერვისის ფურგონები
ქალაქში გადაადგილდებიან სპეციალური სამსახურების მანქანები, ასევე სპეციალური საშვების მქონე ავტომობილები და მიტანის სერვისის ფურგონები
© Sputnik / Alex Shlamovთუ ველოსიპედისტი უხეშად დაარღვევს წესებს, ივლის საპირისპირო მიმართულებით ჩაფხუტის გარეშე და გარისკავს - შესაძლოა მოხდეს ავტოსაგზაო შემთხვევა საკმაოდ მძიმე შედეგებით
თუ ველოსიპედისტი უხეშად დაარღვევს წესებს, ივლის საპირისპირო მიმართულებით ჩაფხუტის გარეშე და გარისკავს - შესაძლოა მოხდეს ავტოსაგზაო შემთხვევა საკმაოდ მძიმე შედეგებით
© Sputnik / Alex Shlamovქუჩებში ასევე გამოჩნდა თანამედროვეობისათვის უჩვეულო მოტოციკლები
ქუჩებში ასევე გამოჩნდა თანამედროვეობისათვის უჩვეულო მოტოციკლები
© Sputnik / Alex Shlamovზოგიერთი აგრეგატი იმდენად იშვიათი და საინტერესოა, რომ გამვლელების ყურადღების ცენტრში ექცევა
ზოგიერთი აგრეგატი იმდენად იშვიათი და საინტერესოა, რომ გამვლელების ყურადღების ცენტრში ექცევა
© Sputnik / Alex Shlamovმაღაზიის რიგები კი მოტოტექნიკის გამოფენას მოგაგონებთ
მაღაზიის რიგები კი მოტოტექნიკის გამოფენას მოგაგონებთ
© Sputnik / Alex Shlamovხოლო ასეთ სურათს ხშირად წააწყდებით თბილისის ნებისმიერ უბანში
ხოლო ასეთ სურათს ხშირად წააწყდებით თბილისის ნებისმიერ უბანში
© Sputnik / Alex Shlamovავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა 21 აპრილის ჩათვლით მოქმედებს. გახანგრძილვდება თუ არა შეზღუდვა - ამის შესახებ მალე გახდება ცნობილი
ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა 21 აპრილის ჩათვლით მოქმედებს. გახანგრძილვდება თუ არა შეზღუდვა - ამის შესახებ მალე გახდება ცნობილი
© Sputnik / Alex Shlamovმანამდე კი ველოსიპედისტებს სიფრთხილის გამოჩენა მოუწევთ. ისეთი დარღვევისათვის, როგორიც ფოტოზე ჩანს, საპატრულო პოლიცია აჯარიმებს
მანამდე კი ველოსიპედისტებს სიფრთხილის გამოჩენა მოუწევთ. ისეთი დარღვევისათვის, როგორიც ფოტოზე ჩანს, საპატრულო პოლიცია აჯარიმებს
© Sputnik / Alex Shlamovამბობენ, თბილისში მოთხოვნა გაიზარდა ველოსიპედებზე
ამბობენ, თბილისში მოთხოვნა გაიზარდა ველოსიპედებზე
© Sputnik / Alex Shlamovდარჩებათ თუ არა თბილისელებს ველოსიპედით გადაადგილების ჩვევა, თუ ეს მხოლოდ იძულებული ზომებია - ამას დრო გვიჩვენებს
დარჩებათ თუ არა თბილისელებს ველოსიპედით გადაადგილების ჩვევა, თუ ეს მხოლოდ იძულებული ზომებია - ამას დრო გვიჩვენებს
© Sputnik / Alex Shlamovმანამდე კი ქალაქის ქუჩები ბაიკერებისა და ველოსიპედისტების განკარგულებაში რჩება. თუმცა, ალბათ ცოტა ხნით
მანამდე კი ქალაქის ქუჩები ბაიკერებისა და ველოსიპედისტების განკარგულებაში რჩება. თუმცა, ალბათ ცოტა ხნით