„პანიკის გარეშე“, „დარჩი სახლში“: მოწოდებები ქალაქების ქუჩებში COVID-19-ის დროს

195
(განახლებულია 18:15 30.03.2020)
თვითიზოლაცია – უსაფრთხო და მარტივი გზაა პანდემიის მომდევნო გავრცელების თავიდან ასაცილებლად. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ადამიანების სურათები, რომლებიც ნებაყოფლობით რჩებიან სახლში.

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელებასთან ბრძოლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად სპეციალისტები სოციალურ იზოლაციას მიიჩნევენ, რაც ადამიანებს შორის კონტაქტის მინიმიზაციას მოიაზრებს.

სახლში დარჩენას და გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას ქალაქების მკვიდრებს სთხოვენ ხელისუფლების წარმომადგენლები და მოხალისეები.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

195
  • © AP Photo / Nardus Engelbrecht

    კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად სპეციალისტები ეფექტურ გზად სოციალურ იზოლაციას მიიჩნევენ

  • © AP Photo / Michael Probst

    ეს ადამიანებს შორის კონტაქტის მინიმიზაციას მოიაზრებს

  • © AP Photo / Oded Balilty

    სახლში დარჩენას და გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას ქალაქების მკვიდრებს თხოვენ ხელისუფლების წარმომადგენლები

  • © AFP / Nicolas Tucat

    ამ ინიციატივას მხარი დაუჭირეს მოხალისეებმაც. პლაკატი წარწერით „ჩვენ ვრჩებით სახლში, თქვენც დარჩით“ საფრანგეთში საცხოვრებელი სახლის აივანზე

  • © REUTERS / Carlo Allegri

    საგანგებო მდგომარეობის წესების დაცვას პოლიცია აკონტროლებს

  • © AFP / Oli Scarff

    ნიშანი, რომელიც ჩრდილოეთ ინგლისში შესვლას კრძალავს

  • © AP Photo / Liam McBurney / PA

    სიფრთხილის შესახებ მოწოდებები სხვადასხვა ქალაქებში განსხვავებულად გამოიყურება. ფოტოზე მამაკაცი ძაღლთან ერთად სეირნობს ხელების დაბანის მოწოდების ფონზე ჩრდილოეთ ირლანდიაში

  • © AP Photo / Michael Conroy

    არანაკლებ მნიშნელოვანი მოწოდებები გვხვდება სოციალური დისტანციის დაცვასთან დაკავშირებით

  • © REUTERS / Shannon Stapleton

    მაგალითად, თავდაცვის საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით

  • © AFP / Jonathan Daniel/Getty Images

    დაკეტილი „რიგლი-ფილდის“ სტადიონი ჩიგაკოში

  • © REUTERS / Phil Noble

    ზოგ ქვეყანაში კომენდანტის საათიც დაწესდა

  • © AFP / Pascal Guyot

    საფრანგეთში გამოჩნდა ბანერები, რომლებიც კომენდანტის საათის განმავლობაშ სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ

  • © AFP / Maddie Meyer/Getty Images

    Paramount Theatre-ის შენობა ბოსტონში

  • © REUTERS / Fabrizio Bensch

    მოწოდება დისტანციის დაცვისკენ ბერლინის ბაზარში

  • © REUTERS / Mike Blake

    მოწოდებები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში, მიუხედავად მათი მრავალფეროვნებისა, ერთ მიზანს ემსახურება - აუცილებელია დავრჩეთ სახლში

საკარანტინო რეჟიმის შემსუბუქება საბერძნეთში ფოტო

117
(განახლებულია 17:00 27.05.2020)
შეზღუდვების მოხსნის ეტაპი ქვეყანაში პირველი არ არის. მაისის დასაწყისში დაწყებული პროცესი მეოთხე ფაზაში გადავიდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, როგორ გამოიყურება საბერძნეთის სანაპიროები კარანტინის შემდეგ.

25 მაისიდან საბერძნეთში გაიხსნა ტავერნები, რესტორნები, კაფეები და ბარები. ქვეყნის მოსახლეობას უკვე შეუძლია ესტუმროს ამ დაწესებულებებსა და სანაპიროს.

მაგალითად, შაბათს, 16 მაისს 40 გრადუსი სიცხის გამო დაგეგმილთან შედარებით ორი კვირით ადრე გაიხსნა 515 პლაჟი, 17 მაისიდან მორწმუნეებს საკვირაო ლიტურგიაზე დასწრების ნებართვა მისცეს, 18 მაისიდან განახლდა არქეოლოგიური სამუშაოები, ამუშავდა ზოოპარკები და ბოტანიკური ბაღები.

შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმება 4 მაისიდან დაიწყო. გეგმა გაწერილია ორ თვეზე იმ პირობით, თუ სიტუაცია არ გართულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის მთავრობა ისევ კარანტინის გაძლიერებულ რეჟიმს დააწესებს.

117
  • © photo: Sputnik / Kostis Ntantamis

    საბერძნეთში შაბათს 30 გრადუსი სიცხის გამო გაიხსნა ორგანიზებული პლაჟები, რომლებიც ორი თვის განმავლობაში იყო დაკეტილი

  • © photo: Sputnik / Kostis Ntantamis

    რა თქმა უნდა, სანაპიროზე ახალი წესები მოქმედებს, ორგანიზებული პლაჟების პერსონალი ვალდებულია შეძლონგებს ყოველი კლიენტის შემდეგ დეზინფექცია ჩაუტაროს. დამსვენებლები ვალდებულები არიან შეზლონგებზე პირსახოცები დაიგონ

  • © photo: Sputnik / Kostis Ntantamis

    ზღვაში ბანაობა პირველი ივნისიდან უნდა დაშვებულიყო, თუმცა ძლიერი სიცხის გამო პლაჟები ორი კვირით ადრე გახსნეს

  • © photo: Sputnik / Kostis Ntantamis

    სანაპიროებზე მკაცრად კონტროლდება დამსვენებლების რაოდენობა, აქ ათას კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 40 ადამიანი დაიშვება

  • © photo: Sputnik / Kostis Ntantamis

    მინიმალური მანძილიქოლების სადგამებს შორის ოთხი მეტრია, ხოლო ქოლგების ჩრდილებს შორის - ერთი მეტრი. ერთი ქოლგის ქვეშ შეიძლება მხოლოდ ორი შეზლონგის დადგმა, გარდა ოჯახებისა. რომლების წევრების არასრულწლოვნები არიან

  • © photo: Sputnik / Kostis Ntantamis

    პერსონალი ვალდებულია გამოიყენოს ნიღბები. ზემოთჩამოთვლილი ერთ-ერთი პუნქტის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 5 ათასიდან 20 ათას ევრომდეა, რაც დაწესებულების მოცულობაზეა დამოკიდებული. პლაჟის საქმიანობა კი 30 დღით შეჩერდება

  • © photo: Sputnik / Kostis Ntantamis

    ვარაუდობენ, რომ ეს წესები საბერძნეთში ტურისტული სეზონის გახსნის შემთხვევაშიც იმოქმედებს

სკუტერების ქალაქი: თბილისში ელექტროსკუტერების პოპულარობა იზრდება ფოტო

207
(განახლებულია 16:17 25.05.2020)
  • თბილისის ქუჩებში, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში, ხშირად სარგებლობენ ელექტროსკუტერებით
  • სერვისი იაფი არ ღირს, თუმცა შეზღუდულ დროში თანხის დაზოგვა შესაძლებელია
  • თბილისის მერიაში მიაჩნიათ, რომ სკუტერები შესაძლოა ავტომობილის ერთგვარ ალტერნატივად იქცეს, როდესაც ქალაქის ქუჩები გადატვირთულია და საცობები იქმნება
  • გარდა ამისა, ელექტროსკუტერი ეკომეგობრული ტრანსპორტია და არ აბინძურებს გარემოს
  • მგზავრობის პირველი ათი წუთი უფასოა
  • სკუტერის გააქტიურება მობილური აპლიკაციის მეშვეობით ხდება
  • მათი რაოდენობა დღითიდღე მატულობს
  • პანდემიასთან დაკავშირებით ელექტროსკუტერებს მერიის თანამშრომლები დღეში რამდენჯერმე დეზინფექციას უკეთებენ
  • ქალაქის მერის განცხადებას, რომ თბილისში ჯანსაღი ეკოლოგიური გარემო უმნიშვნელოვანესია, საზოგადოების დიდი ნაწილი ეთანხმება
  • ელექტროსკუტერები თბილისის ისტორიულ ცენტრშიც გამოჩნდა, თუმცა, დაკეტილი საზღვრების გამო, ქალაქის ტურისტულ ნაწილში სიცარიელეა
  • სამაგიეროდ ხალხმრავალ ადგილებში მათზე დიდი მოთხოვნაა
  • თუ ეს პროექტი გაამართლებს, ელექტროსკუტერები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაჩნდება
თბილისში საზოგადოებრივ და კერძო ტრანსპორტზე დროებითი აკრძალვის დროს პოპულარული გახდა ელექტროსკუტერები.

ახალი ინიციატივა ბევრს მოეწონა, განსაკუთრებით – ახალგაზრდებს. ახლა თბილისის ქუჩებში ხშირად იხილავთ სხვადასხვა ასაკის ხალხს, რომლებიც ელექტროსკუტერებით გადაადგილდებიან. თუმცა, ძირითადად ახალგაზრდები.

თბილისის მერიაში მიაჩნიათ, რომ სკუტერები შესაძლოა ავტომობილის ერთგვარ ალტერნატივად იქცეს, ასევე ხელი შეუწყოს „საცობებისა“ და ეკოლოგიური მდგომარეობის პრობლემების გადაჭრას. ამგვარი მომსახურებით ასევე ბათუმშიც სარგებლობენ.

 

207
  • თბილისის ქუჩებში, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში, ხშირად სარგებლობენ ელექტროსკუტერებით
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    თბილისის ქუჩებში, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში, ხშირად სარგებლობენ ელექტროსკუტერებით

  • სერვისი იაფი არ ღირს, თუმცა შეზღუდულ დროში თანხის დაზოგვა შესაძლებელია
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    სერვისი იაფი არ ღირს, თუმცა შეზღუდულ დროში თანხის დაზოგვა შესაძლებელია

  • თბილისის მერიაში მიაჩნიათ, რომ სკუტერები შესაძლოა ავტომობილის ერთგვარ ალტერნატივად იქცეს, როდესაც ქალაქის ქუჩები გადატვირთულია და საცობები იქმნება
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    თბილისის მერიაში მიაჩნიათ, რომ სკუტერები შესაძლოა ავტომობილის ერთგვარ ალტერნატივად იქცეს, როდესაც ქალაქის ქუჩები გადატვირთულია და საცობები იქმნება

  • გარდა ამისა, ელექტროსკუტერი ეკომეგობრული ტრანსპორტია და არ აბინძურებს გარემოს
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    გარდა ამისა, ელექტროსკუტერი ეკომეგობრული ტრანსპორტია და არ აბინძურებს გარემოს

  • მგზავრობის პირველი ათი წუთი უფასოა
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    მგზავრობის პირველი ათი წუთი უფასოა

  • სკუტერის გააქტიურება მობილური აპლიკაციის მეშვეობით ხდება
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    სკუტერის გააქტიურება მობილური აპლიკაციის მეშვეობით ხდება

  • მათი რაოდენობა დღითიდღე მატულობს
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    მათი რაოდენობა დღითიდღე მატულობს

  • პანდემიასთან დაკავშირებით ელექტროსკუტერებს მერიის თანამშრომლები დღეში რამდენჯერმე დეზინფექციას უკეთებენ
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    პანდემიასთან დაკავშირებით ელექტროსკუტერებს მერიის თანამშრომლები დღეში რამდენჯერმე დეზინფექციას უკეთებენ

  • ქალაქის მერის განცხადებას, რომ თბილისში ჯანსაღი ეკოლოგიური გარემო უმნიშვნელოვანესია, საზოგადოების დიდი ნაწილი ეთანხმება
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    ქალაქის მერის განცხადებას, რომ თბილისში ჯანსაღი ეკოლოგიური გარემო უმნიშვნელოვანესია, საზოგადოების დიდი ნაწილი ეთანხმება

  • ელექტროსკუტერები თბილისის ისტორიულ ცენტრშიც გამოჩნდა, თუმცა, დაკეტილი საზღვრების გამო, ქალაქის ტურისტულ ნაწილში სიცარიელეა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ელექტროსკუტერები თბილისის ისტორიულ ცენტრშიც გამოჩნდა, თუმცა, დაკეტილი საზღვრების გამო, ქალაქის ტურისტულ ნაწილში სიცარიელეა

  • სამაგიეროდ ხალხმრავალ ადგილებში მათზე დიდი მოთხოვნაა
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    სამაგიეროდ ხალხმრავალ ადგილებში მათზე დიდი მოთხოვნაა

  • თუ ეს პროექტი გაამართლებს, ელექტროსკუტერები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაჩნდება
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    თუ ეს პროექტი გაამართლებს, ელექტროსკუტერები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაჩნდება

პოლიციის ლენტი

სისხლიანი გარჩევა თბილისში: პოლიციამ ორი პირი დააკავა

0
თბილისში ქუჩური გარჩევის დროს ბოროტმოქმედებმა ცივი იარაღი და ხელკეტები გამოიყენეს. ეჭვმიტანილები დააკავეს

თბილისი, 30 მაისი - Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ წერეთლის გამზირზე პარასკევს საღამოს ბრალდებულებმა ცივი იარაღით დაჭრეს ერთი პირი, ხოლო მეორეს ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენეს.

დაშავებულების გადარჩენა მოხერხდა: ერთი კლინიკაში გადაიყვანეს, მეორეს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

სამართალდამცველებმა იმ ავტომობილის ჩხრეკისას, რომლითაც ბრალდებულები გადაადგილდებოდნენ, დანაშაულის ჩადენის იარაღები - ორი ხელკეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-მუხლის მე-5 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ორი ან მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ბრალდებულებს 9-დან 13 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში