როგორ ერთობიან კარანტინში მყოფი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები - ფოტო

239
კორონავირუსმა სხვადასხვა ქვეყნების მკვიდრები სახლებში გამოკეტა. ინფექციის გავრცელების ეპიცენტრმა ევროპაში გადაინაცვლა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, როგორ ერთობიან და ინარჩუნებენ ამაღლებულ განწყობას კარანტინში მყოფი ადამიანები

იტალიელებმა სოციალური ქსელების საშუალებით დაგეგმეს მუსიკალური ფლეშმობი, რომელიც კარანტინის ფონზე სხვადასხვა ქალაქების მოსახლეობის გაერთიანებისათვის ჩაიფიქრეს

ფლეშმობში, იტალიელების გარდა, მონაწილეობა მიიღეს ესპანელებმა, გერმანელებმა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუსი COVID-19-ის პანდემიის შესახებ გააკეთა განცხადება. ჯანმოს გენერალური დირექტორი თედროს ადანომ გებრეიესუსის თქმით, ინფექციის გავრცელების ეპიცენტრმა ჩინეთიდან ევროპაში გადაინაცვლა.

იტალიის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო ზომები მიიღო. მოქალაქეებს აკრძალული აქვთ გადაადგილება დასახლებულ პუნქტებს შორის და ქუჩაში გადაადგილება განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე. დაკეტილია ყველა სკოლა და სასწავლო დაწესებულება, კინოები, თეატრები, მუზეუმები, სპორტული კომპლექსები, აკრძალულია ქვეყანაში ტურისტების შესვლა.

239
  • © REUTERS / Daniele Mascolo

    ევროპაში მუსიკალური ფლეშმობი გაიმართა, რომლის მიზანიც კარანტინის ფონზე სხვადასხვა ქალაქების მკვიდრების გაერთიანება იყო

  • © AFP / Andreas Solaro

    „გავაღოთ ფანჯრები, გამოვიდეთ აივნებზე და ერთად დავუკრათ, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან შორს ვართ“, - მოუწოდეს ორგანიზატორებმა

  • © REUTERS / Yara Nardi

    უჩვეულო ფლეშმობი ბევრს მოეწონა. მართლაც, რატომაც არა?!

  • © REUTERS / Pawel Kopczynski

    აქციას შეუერთდა მამაკაცი ბერლინიდან, რომელმაც ვიოლინოზე დაუკრა საკუთრ აივანზე

  • © REUTERS / Daniele Mascolo

    მუსიკის ხმა ყველა მხრიდან ისმოდა: ბიჭი უკრავს საქსაფონზე კარანტინის დროს მილანში

  • © AFP / Mazen Mahdi

    თუმცა მილანის ყველა მკვიდრი მუსიკალური არ აღმოჩნდა

  • © REUTERS / Daniele Mascolo

    ზოგიერთი მათგანი უბრალოდ ღვინოს მიირთმევდა აივანზე

  • © REUTERS / Sergio Perez

    მადრიდის პლასა-მაიორის მოედანზე, ერთ-ერთი შენობის სახურავზე მარტოდმარტო მჯდომი გოგონა

  • © REUTERS / Azad Lashkari

    ხოლო ერაყელმა ოსამა ჰუსეინმა ვარჯიში გადაწყვიტა

  • © REUTERS / Jonathan Bachman

    ახალ ორლეანში ტურისტები კოქტეილებს მიირთმევენ

  • © REUTERS / Yara Nardi

    გასაკვირია, რომ ასეთ რთულ დროსაც კი ადამიანები ცდილობენ პოზიტიური განწყობა შეინარჩუნონ და შექმნილი ვითარება სასიკეთოდ გამოიყენონ

  • © REUTERS / Alberto Lingria

    ქალი მღერის აივანზე რომში