COVID-19 იტალიაში: ფოტოკადრები გარე სამყაროსგან ჩაკეტილი ქვეყნიდან

257
(განახლებულია 21:15 13.03.2020)
  • პატიმრები მილანში მდებარე ციხე სან-ვიტორეში ამბოხის დროს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ოჯახის წევრებთან შეხვედრები კორონავირუსის გამო იკრძალებოდა
  • დუომოს უკაცრიელი მოედანი მილანში, ქვეყნის გარესამყაროსგან უპრეცედენტო ბლოკირების მეორე დღე
  • ბავშვები იშვიათად გამოჰყავთ ქუჩებში, თანაც აუცილებლად დამცავი ნიღბით - საგანგებო ზომები იტალიაში მკაცრად მოქმედებს
  • ექიმები ერთმანეთს ამოწმებენ, აქვთ თუ არა მომატებული სხეულის ტემპერატურა. სამედიცინო პერსონალი ინფიცირების დიდი რისკის ქვეშაა
  • მეტროს ვაგონებში ადამიანებს იშვიათად ნახავთ. ხალხი თავს არიდებს შინიდან ზედმეტად გამოსვლას
  • ამ ქალბატონებმა ჯერ არ იციან, რომ შესაძლოა ეს სილამაზის სალონში ბოლო ვიზიტი იყოს კარგა ხნის განმავლობაში - ამის მერე იტალია საზღვრებს ჩაკეტავს და როდემდე გაგრძელდება კარანტინი, არავინ უწყის
  • ოფიციანტი დიდი სიფრთხილით ართმევს ფულს ბოლო კლიენტს - ქვეყანა კარანტინზე მიდის
  • საქალაქო სამსახურები ყოველდღე ატარებენ ქუჩების დეზინფექციას
  • ვენეციის მუნიციპალური სამსახურის თანამშრომელი დეზინფექციას ატარებს რიალტოს ხიდზე
  • მედიკოსები კორონავირუსის შემთხვევების გამოსავლენად რეიდებს ატარებენ იტალია-სლოვენიის საზღვარზე
  • ქუჩაში იშვიათად გასული ადამიანები ერთმანეთს ხელს აღარ ართმევენ - შემოღებულია მისალმების უფრო უსაფრთხო ფორმა
კორონავირუსის ეპიდემიის გამო იტალიაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ქვეყანა მთლიანად გადავიდა საკარანტინო რეჟიმზე. რა ხდება ამ დროისთვის იტალიაში, იხილეთ ფოტოკადრები.

იტალია კორონავირუსის გამო ესოდენ მძიმე მდგომარეობაში რამდენიმე მიზეზის გამო აღმოჩნდა, მათ შორის იმის გამოც, რომ ქვეყანა ცნობილია სიცოცხლის ხანგრძლივობით და იქ ბევრი უფროსი ასაკის, ანუ დღეგრძელი ადამიანი ცხოვრობს, ვირუსი კი ყველაზე იოლად სწორედ მათ ერევა, ასეთია ექსპერტების ვარაუდი. 

იტალია იყო პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელსაც COVID-19-მა შეუტია და ის აშკარად არ იყო მზად თავდაცვისთვის. 

გარდა ამისა, ზოგი მონაცემით, ევროკავშირის ქვეყნებიდან სწორედ იტალიაშია ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ჩინური დიასპორა. ამას ემატება ისიც, რომ ქვეყანას ყოველწლიურად 5 მლნ ჩინელი ტურისტი სტუმრობს. 

ჯონ ჰოპკინსის ცენტრის სპეციალური პროექტის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 15 113 კაცს შეადგენს. აქედან გარდაცვლილია 1 015 და განკურნებულია 1 045 პაციენტი.   

257
  • პატიმრები მილანში მდებარე ციხე სან-ვიტორეში ამბოხის დროს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ოჯახის წევრებთან შეხვედრები კორონავირუსის გამო იკრძალებოდა
    © REUTERS / Flavio Lo Scalzo

    პატიმრები მილანში მდებარე ციხე სან-ვიტორეში ამბოხის დროს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ოჯახის წევრებთან შეხვედრები კორონავირუსის გამო იკრძალებოდა

  • დუომოს უკაცრიელი მოედანი მილანში, ქვეყნის გარესამყაროსგან უპრეცედენტო ბლოკირების მეორე დღე
    © REUTERS / Flavio Lo Scalzo

    დუომოს უკაცრიელი მოედანი მილანში, ქვეყნის გარესამყაროსგან უპრეცედენტო ბლოკირების მეორე დღე

  • ბავშვები იშვიათად გამოჰყავთ ქუჩებში, თანაც აუცილებლად დამცავი ნიღბით - საგანგებო ზომები იტალიაში მკაცრად მოქმედებს
    © REUTERS / REMO CASILLI

    ბავშვები იშვიათად გამოჰყავთ ქუჩებში, თანაც აუცილებლად დამცავი ნიღბით - საგანგებო ზომები იტალიაში მკაცრად მოქმედებს

  • ექიმები ერთმანეთს ამოწმებენ, აქვთ თუ არა მომატებული სხეულის ტემპერატურა. სამედიცინო პერსონალი ინფიცირების დიდი რისკის ქვეშაა
    © REUTERS / Borut Zivulovic

    ექიმები ერთმანეთს ამოწმებენ, აქვთ თუ არა მომატებული სხეულის ტემპერატურა. სამედიცინო პერსონალი ინფიცირების დიდი რისკის ქვეშაა

  • მეტროს ვაგონებში ადამიანებს იშვიათად ნახავთ. ხალხი თავს არიდებს შინიდან ზედმეტად გამოსვლას
    © REUTERS / REMO CASILLI

    მეტროს ვაგონებში ადამიანებს იშვიათად ნახავთ. ხალხი თავს არიდებს შინიდან ზედმეტად გამოსვლას

  • ამ ქალბატონებმა ჯერ არ იციან, რომ შესაძლოა ეს სილამაზის სალონში ბოლო ვიზიტი იყოს კარგა ხნის განმავლობაში - ამის მერე იტალია საზღვრებს ჩაკეტავს და როდემდე გაგრძელდება კარანტინი, არავინ უწყის
    © AFP / ALBERTO PIZZOLI

    ამ ქალბატონებმა ჯერ არ იციან, რომ შესაძლოა ეს სილამაზის სალონში ბოლო ვიზიტი იყოს კარგა ხნის განმავლობაში - ამის მერე იტალია საზღვრებს ჩაკეტავს და როდემდე გაგრძელდება კარანტინი, არავინ უწყის

  • ოფიციანტი დიდი სიფრთხილით ართმევს ფულს ბოლო კლიენტს - ქვეყანა კარანტინზე მიდის
    © REUTERS / REMO CASILLI

    ოფიციანტი დიდი სიფრთხილით ართმევს ფულს ბოლო კლიენტს - ქვეყანა კარანტინზე მიდის

  • საქალაქო სამსახურები ყოველდღე ატარებენ ქუჩების დეზინფექციას
    © REUTERS / DANIELE MASCOLO

    საქალაქო სამსახურები ყოველდღე ატარებენ ქუჩების დეზინფექციას

  • ვენეციის მუნიციპალური სამსახურის თანამშრომელი დეზინფექციას ატარებს რიალტოს ხიდზე
    © photo: AFP 2019 / MARCO SABADIN

    ვენეციის მუნიციპალური სამსახურის თანამშრომელი დეზინფექციას ატარებს რიალტოს ხიდზე

  • მედიკოსები კორონავირუსის შემთხვევების გამოსავლენად რეიდებს ატარებენ იტალია-სლოვენიის საზღვარზე
    © AFP / JURE MAKOVEC

    მედიკოსები კორონავირუსის შემთხვევების გამოსავლენად რეიდებს ატარებენ იტალია-სლოვენიის საზღვარზე

  • ქუჩაში იშვიათად გასული ადამიანები ერთმანეთს ხელს აღარ ართმევენ - შემოღებულია მისალმების უფრო უსაფრთხო ფორმა
    © REUTERS / GUGLIELMO MANGIAPANE

    ქუჩაში იშვიათად გასული ადამიანები ერთმანეთს ხელს აღარ ართმევენ - შემოღებულია მისალმების უფრო უსაფრთხო ფორმა

თემები:
ახალი კორონავირუსი COVID-2019 (503)