ნათელი ფერების მაგია: ინდოეთში „ჰოლი„ აღნიშნეს - ფოტო

108
„ჰოლი“ ანუ ფერების ფესტივალი - ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და ფერადი დღესასწაული ინდოეთსა და მთელ სამყაროში. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში სურათები, თუ როგორ აღნიშნეს დღესასწაული სხვადასხვა ქვეყნებში

ინდურ დღესასწაულ ჰოლისთან კავშირში უამრავი ლამაზი ლეგენდაა. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში ის განსხვავებულია, თუმცა ერთი რამ უცვლელი რჩება: ჰოლი - ეს ბუნების გამოღვიძებაა.

დღესასწაულში მონაწილეობა ადამიანებს ჩუქნის ნაყოფიერებას, ოჯახურ ბედნიერებასა და კეთილდღეობას. ის მჭიდრო კავშირშია ღვთიურ სიყვარულთან, ამიტომ ადამიანებს უბიძგებს წყენის დავიწყებისა და ერთმანეთის მიმართ დადებითი და ხალისიანი დამოკიდებულებისკენ.

ჰოლი ყოველთვის სავსემთვარეობისას იმართება. წელს ფესტივალის თარიღი 9 და 10 მარტს დაემთხვა.

დღესასწაულის მთავარი და ყველაზე ცნობილი ნაწილი ფერების ფესტივალია. მისი მონაწილეები ერთმანეთს აყრიან ნეონის ფხვნილს და სხვადასხვა ფერის წყლით წუწაობენ. ტრადიციის თანახმად, მსგავსი სიცელქე - ბედნიერებისა და ნაყოფიერების სურვილია.

 

108
  • © photo : Anupam Nath

    ჰოლი მზის სხივებითა და აყვავებული ბუნების მხიარული ფერებით გაჟღენთილი გაზაფხულის დღესასწაულია

  • © REUTERS / Amit Dave

    პოპულარული ინდური ფესტივალი სავსემთვარეობისას იმართება, ინდოეთში მას ფჰალგუნა პურნიმას უწოდებენ

  • © AFP / Indranil Mukherjee

    ფერების დღესასწაული ძველ მატიანეებში დეტალურად არის აღწერილი

  • © REUTERS / Hemanshi Kamani

    მის გამოჩენას მოასწავებდა რამდენიმე ლეგენდა, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა ასობით წლის განმავლობაში

  • © AFP / Diptendu Dutta

    ჰოლი ინდოეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელსაც მთელ ქვეყანაში აღნიშნავენ

  • © AP Photo / Channi Anand

    ინდოეთის ყველა რეგიონში დღესასწაულს თავისებურად მართავენ

  • © REUTERS / Rupak De Chowdhuri

    დღესასწაულისათვის მზადება რამდენიმე კვირით ადრე იწყება - შენობების კედლებს ნათელ ფერებში ღებავენ, რთავენ ყვავილებით, იმარაგებენ ფერად პუდრას, საღებავებსა და წყლის სპეციალურ მისასხურებლებს

  • © REUTERS / Amit Dave

    ტრადიციისამებრ, ვისაც შეუძლია, თავად აკეთებს ფხვნილსაც და წყლის თოფსაც

  • © AFP / Asif Hassan

    დღესასწაულზე კი უამრავ სმაახსოვრო ფოტოს იღებენ

  • © AFP / Sam Panthaky

    დღესასწაულამდე ორი კვირის განმავლობაში სოფლებში ზეიმი იმართება - პატარა ჰოლი, რომლის დროსაც მუსიკოსები სადღესასწაულო კონცერტებს მართავენ

  • © REUTERS / Rupak De Chowdhuri

    მორწმუნეები მართავენ სარიტუალო თამაშებს, აგროვებენ ფულს და ემზადებიან დიდი დღესასწაულისათვის

  • © REUTERS / Amit Dave

    კერძოდ, აგროვებენ შეშას, ფიჩხებს, ნაგავს და ნაჭრებს, რომლებსაც დღესასწაულის პირველ დღეს კოცონზე დაწვავენ

  • © REUTERS / Monika Deupala

    ჰოლის მონაწილეები ერთმანეთს ფერად ფხვნილს აყრიან, რომელსაც სიმინდის ფქვილისგან ამზადებენ და ღებავენ

  • © AFP / Himanshu Sharma

    დღესასწაულში მონაწილეობს ყველა - მიუხედავად კლასის, ასაკისა და სქესისა

  • © AFP / Indranil Mukherjee

    მიიჩნევა, რომ საღებავის ერთი ფერი ადამიანის მიმართ ერთ კარგ სურვილს ნიშნავს, ამიტომ ყველა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ფერის ანაბეჭდი მოაგროვოს საკუთარ სამოსზე