კორონავირუსი საქართველოში: ცარიელი აეროპორტი და ტრანსპორტის დეზინფექცია - ფოტო

156
(განახლებულია 16:08 08.03.2020)
  • თბილისის აეროპორტის მოსაცდელი დარბაზი თითქმის დაცარიელდა მას შემდეგ, რაც რისკის ქვეყნებში ფრენები შეწყდა
  • ჩინეთში, ირანსა და იტალიაში ფრენების შეწყვეტამდე, მთავრობამ მოუწოდა მოქალაქეებს თავი შეეკავებინათ კორონავირუსის გამო მაღალი რისკის ქვეყნებში მოგზაურობისგან, მაგრამ ეს გაფრთხილება ყველამ არ გაითვალისწინა
  • ფრენების შეწყვეტის შემდეგ ქვეყანაში ვიზიტორთა რაოდენობამ კლება დაიწყო, რაც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს როგორც ავიაკომპანიების შემოსავლებზე, ისე ტურიზმის სფეროზე
  • თბილისის აეროპორტის უკლებლივ ყველა თანამშრომელი დამცავ სამედიცინო ნიღაბს ატარებს
  • სწორედ აეროპორტის თანამშრომლებს უწევთ უცხოეთიდან შემოსული მგზავრების მომსახურება
  • ადამიანები ცდილობენ, თავი აარიდონ რეგისტრაციის რიგებში დგომას და ქუჩაში მოცდას ამჯობინებენ
  • აეროპორტთან სასწრაფო დახმარების ბრიგადები მორიგეობენ, რათა იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მგზავრს კორონავირუსი გამოუვლინდა, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ კლინიკაში
  • თუმცა აეროპორტში მგზავრების შემოწმება არც ისე ეფექტურია, ვინაიდან იქ მათ მხოლოდ სხეულის ტემპერატურას უზომავენ. თუ გრიპისა და გაცივების ნიშნები არ აღმოუჩნდა, მგზავრს დაუბრკოლებლად ატარებენ
  • კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდმა კი შესაძლოა 24 დღესაც კი მიაღწიოს და თანაც ისე, რომ გარეგნულად არ გამოვლინდეს. თუმცა ამ დროს ადამიანი უკვე გადამდებია
  • საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის უკვე 13 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. მედიკოსების ვარაუდით, ციფრი უახლოეს მომავალში შესაძლოა გაიზარდოს
  • ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი ყველაფერს აკეთებს, ყველა რეკომენდაციას იცავს კორონავირუსი ასაცილებლად
  • თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთან, სადაც კორონავირუსით დაავადებულები გადაჰყავთ, პოლიცია მორიგეობს
  • გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსი ინფიცირებულ ზედაპირთან შეხებით გადადის, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია
  • ამ რისკის შესამცირებლად საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეგულარულად ტარდება დეზინფექცია
  • მეტროს ყველა სამგზავრო შემადგენლობა სპეციალურად დამუშავდა
  • სანიტარულად რეგულარულად მუშავდება სამგზავრო ავტობუსებიც
  • თუმცა, რამდენად ეფექტური გამოდგენა ეს ზომები და დასწევს თუ არა დეზინფექცია კორონავირუსის გავრცელების რისკს, ძნელი სათქმელია
  • საქმე ისაა, რომ თუ ტრანსპორტში ინფიცირებული მგზავრი მოხვდა, მისგან დატოვებული ვირუსი შესაძლოა მანამ გადაედოს რომელიმე სხვა მგზავრს, სანამ იქ დეზინფექცია ჩატარდება
  • სწორედ ამიტომაა აუცილებელი გასათვალისწინებლად ჯანმოს რეკომენდაციები: ხშირად დაიბანეთ ხელები და არ შეეხოთ თვალებს, ცხვირსა და ყურებს
საქართველოში კორონავირუსის 13 შემთხვევა დადასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ „რისკის ქვეყნებში“ ფრენები შეწყდა, აეროპორტებისა და საკონტროლო-გამშვები პუნქტების გავლით, ინფიცირებულებმა მაინც შემოაღწიეს ქვეყანაში

საქართველოში სულ უფრო მეტ ორგანიზაციას შეაქვს კორექტივები მუშაობაში, რათა შეზღუდონ კონტაქტები და თავიდან აირიდონ ინფიცირება.  ამასთან, ქუჩებში სულ უფრო მეტი ადამიანი დადის ნიღბით, რათა კორონავირუსისგან თავი დაიცვან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, უპირველესად ხშირად და თითო ჯერზე დაახლოებით 20 წამის განმავლობაში მაინც უნდა იბანოთ ხელები, ვინაიდან ვირუსი ინფიცირებულ ზედაპირთან შეხებით გადადის. ამასთან ჯანმო აღნიშნავს, რომ ფულის კუპიურებიდან ვირუსის გადადების შანსი უკიდურესად მცირეა.

 ნიღბის ტარება ადამიანის სურვილზეა დამოკიდებული, თუმცა ამ შემთხვევაშიც გარკვეული წესების დაცვაა საჭირო: ნიღაბი ხშირად უნდა გამოიცვალოთ, ოღონდ ამ დროს თასმებზე უნდა მოკიდოთ ხელი ფრთხილად და არა პირდაპირ დამცავ ზედაპირს, სადაც ასევე შეიძლება არსებობდეს ვირუსი. ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღაბი უნდა გამოიცვალოთ ერთი, ან მაქსიმუმ ორი საათის შემდეგ და ხელმეორედ აღარ გამოიყენოთ.

ქუჩაში ნიღბით სიარული ეფექტური არ არის, ვინაიდან ვირუსი დაახლოებით ნახევარი მეტრის მანძილზე შეიძლება გადაეცეს. ამიტომ თავი უნდა შეიკავოთ შეხვედრისას ხელის ჩამორთმევის, გადაკოცნისა თუ ჩახუტებისგან. ნიღბის ტარება რეკომენდებულია დახურულ შენობაში ან ტრანსპორტში, რათა თავიდან აიცილოთ ვირუსის შესუნთქვა ცხვირით ან პირით.

156
  • თბილისის აეროპორტის მოსაცდელი დარბაზი თითქმის დაცარიელდა მას შემდეგ, რაც რისკის ქვეყნებში ფრენები შეწყდა
    © Sputnik / STRINGER

    თბილისის აეროპორტის მოსაცდელი დარბაზი თითქმის დაცარიელდა მას შემდეგ, რაც რისკის ქვეყნებში ფრენები შეწყდა

  • ჩინეთში, ირანსა და იტალიაში ფრენების შეწყვეტამდე, მთავრობამ მოუწოდა მოქალაქეებს თავი შეეკავებინათ კორონავირუსის გამო მაღალი რისკის ქვეყნებში მოგზაურობისგან, მაგრამ ეს გაფრთხილება ყველამ არ გაითვალისწინა
    © Sputnik / STRINGER

    ჩინეთში, ირანსა და იტალიაში ფრენების შეწყვეტამდე, მთავრობამ მოუწოდა მოქალაქეებს თავი შეეკავებინათ კორონავირუსის გამო მაღალი რისკის ქვეყნებში მოგზაურობისგან, მაგრამ ეს გაფრთხილება ყველამ არ გაითვალისწინა

  • ფრენების შეწყვეტის შემდეგ ქვეყანაში ვიზიტორთა რაოდენობამ კლება დაიწყო, რაც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს როგორც ავიაკომპანიების შემოსავლებზე, ისე ტურიზმის სფეროზე

    ფრენების შეწყვეტის შემდეგ ქვეყანაში ვიზიტორთა რაოდენობამ კლება დაიწყო, რაც შესაძლოა ნეგატიურად აისახოს როგორც ავიაკომპანიების შემოსავლებზე, ისე ტურიზმის სფეროზე

  • თბილისის აეროპორტის უკლებლივ ყველა თანამშრომელი დამცავ სამედიცინო ნიღაბს ატარებს
    © Sputnik / STRINGER

    თბილისის აეროპორტის უკლებლივ ყველა თანამშრომელი დამცავ სამედიცინო ნიღაბს ატარებს

  • სწორედ აეროპორტის თანამშრომლებს უწევთ უცხოეთიდან შემოსული მგზავრების მომსახურება
    © Sputnik / STRINGER

    სწორედ აეროპორტის თანამშრომლებს უწევთ უცხოეთიდან შემოსული მგზავრების მომსახურება

  • ადამიანები ცდილობენ, თავი აარიდონ რეგისტრაციის რიგებში დგომას და ქუჩაში მოცდას ამჯობინებენ
    © Sputnik / STRINGER

    ადამიანები ცდილობენ, თავი აარიდონ რეგისტრაციის რიგებში დგომას და ქუჩაში მოცდას ამჯობინებენ

  • აეროპორტთან სასწრაფო დახმარების ბრიგადები მორიგეობენ, რათა იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მგზავრს კორონავირუსი გამოუვლინდა, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ კლინიკაში

    აეროპორტთან სასწრაფო დახმარების ბრიგადები მორიგეობენ, რათა იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მგზავრს კორონავირუსი გამოუვლინდა, დაუყოვნებლივ გადაიყვანონ კლინიკაში

  • თუმცა აეროპორტში მგზავრების შემოწმება არც ისე ეფექტურია, ვინაიდან იქ მათ მხოლოდ სხეულის ტემპერატურას უზომავენ. თუ გრიპისა და გაცივების ნიშნები არ აღმოუჩნდა, მგზავრს დაუბრკოლებლად ატარებენ
    © Sputnik / STRINGER

    თუმცა აეროპორტში მგზავრების შემოწმება არც ისე ეფექტურია, ვინაიდან იქ მათ მხოლოდ სხეულის ტემპერატურას უზომავენ. თუ გრიპისა და გაცივების ნიშნები არ აღმოუჩნდა, მგზავრს დაუბრკოლებლად ატარებენ

  • კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდმა კი შესაძლოა 24 დღესაც კი მიაღწიოს და თანაც ისე, რომ გარეგნულად არ გამოვლინდეს. თუმცა ამ დროს ადამიანი უკვე გადამდებია
    © Sputnik / STRINGER

    კორონავირუსის ინკუბაციის პერიოდმა კი შესაძლოა 24 დღესაც კი მიაღწიოს და თანაც ისე, რომ გარეგნულად არ გამოვლინდეს. თუმცა ამ დროს ადამიანი უკვე გადამდებია

  • საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის უკვე 13 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. მედიკოსების ვარაუდით, ციფრი უახლოეს მომავალში შესაძლოა გაიზარდოს
    © Sputnik / STRINGER

    საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის უკვე 13 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. მედიკოსების ვარაუდით, ციფრი უახლოეს მომავალში შესაძლოა გაიზარდოს

  • ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი ყველაფერს აკეთებს, ყველა რეკომენდაციას იცავს კორონავირუსი ასაცილებლად
    © Sputnik / STRINGER

    ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი ყველაფერს აკეთებს, ყველა რეკომენდაციას იცავს კორონავირუსი ასაცილებლად

  • თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთან, სადაც კორონავირუსით დაავადებულები გადაჰყავთ, პოლიცია მორიგეობს
    © Sputnik / STRINGER

    თბილისის ინფექციურ საავადმყოფოსთან, სადაც კორონავირუსით დაავადებულები გადაჰყავთ, პოლიცია მორიგეობს

  • გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსი ინფიცირებულ ზედაპირთან შეხებით გადადის, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია
    © Sputnik / STRINGER

    გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსი ინფიცირებულ ზედაპირთან შეხებით გადადის, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაავადების რისკი საკმაოდ მაღალია

  • ამ რისკის შესამცირებლად საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეგულარულად ტარდება დეზინფექცია
    © Sputnik / STRINGER

    ამ რისკის შესამცირებლად საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეგულარულად ტარდება დეზინფექცია

  • მეტროს ყველა სამგზავრო შემადგენლობა სპეციალურად დამუშავდა
    © Sputnik / STRINGER

    მეტროს ყველა სამგზავრო შემადგენლობა სპეციალურად დამუშავდა

  • სანიტარულად რეგულარულად მუშავდება სამგზავრო ავტობუსებიც
    © Sputnik / STRINGER

    სანიტარულად რეგულარულად მუშავდება სამგზავრო ავტობუსებიც

  • თუმცა, რამდენად ეფექტური გამოდგენა ეს ზომები და დასწევს თუ არა დეზინფექცია კორონავირუსის გავრცელების რისკს, ძნელი სათქმელია
    © Sputnik / STRINGER

    თუმცა, რამდენად ეფექტური გამოდგენა ეს ზომები და დასწევს თუ არა დეზინფექცია კორონავირუსის გავრცელების რისკს, ძნელი სათქმელია

  • საქმე ისაა, რომ თუ ტრანსპორტში ინფიცირებული მგზავრი მოხვდა, მისგან დატოვებული ვირუსი შესაძლოა მანამ გადაედოს რომელიმე სხვა მგზავრს, სანამ იქ დეზინფექცია ჩატარდება
    © Sputnik / STRINGER

    საქმე ისაა, რომ თუ ტრანსპორტში ინფიცირებული მგზავრი მოხვდა, მისგან დატოვებული ვირუსი შესაძლოა მანამ გადაედოს რომელიმე სხვა მგზავრს, სანამ იქ დეზინფექცია ჩატარდება

  • სწორედ ამიტომაა აუცილებელი გასათვალისწინებლად ჯანმოს რეკომენდაციები: ხშირად დაიბანეთ ხელები და არ შეეხოთ თვალებს, ცხვირსა და ყურებს
    © Sputnik / STRINGER

    სწორედ ამიტომაა აუცილებელი გასათვალისწინებლად ჯანმოს რეკომენდაციები: ხშირად დაიბანეთ ხელები და არ შეეხოთ თვალებს, ცხვირსა და ყურებს

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (787)