ძლიერი წვიმა, მეწყერი და წყალდიდობა ბრაზილიაში: ათობით დაღუპული და დაკარგული

97
(განახლებულია 17:15 05.03.2020)
გადაუღებელმა წვიმამ რიო-დე-ჟანეიროში მეწყრები და წყალდიდობა გამოიწვია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში საშინელი უამინდობის შედეგების სურათები.

ძლიერი წვიმები ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთში მეწყრების მიზეზი გახდა. წყალდიდობამ გაანადგურა ავტომობილები, დატბორა გზები და საცხოვრებელი სახლები, დიდი ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას.

უამინდობის გამო დაიღუპა მინიმუმ 23 ადამიანი, დაახლოებით 50 უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

გასული წლის ბოლოს ბრაზილიაში მეწყრის ჩამოწოლას შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. იანვარში ძლიერი წვიმის მსხვერპლი ქვეყანაში 60-ზე მეტი ადამიანი გახდა. სტიქიის გამო საცხოვრებლის დატოვება მოუწია 11,4 ათას ადამიანს. მაშინ ბელუ-ორიზონტის შტატის დედაქალაქში 110 წლის მანძილზე რეკორდული რაოდენობის ნალექი მოვიდა.

97
  • © AP Photo / Silvia Izquierdo

    ბრაზილიაში ძლიერი წვიმა არ წყდება

  • © AP Photo / Nelson Antoine

    რიო-დე-ჟანეიროში სტიქიამ მეწყრები გამოიწვია

  • © REUTERS / Ricardo Moraes

    წყალდიდობამ დააზიანა ავტომობილები, დატბორა გზები

  • © AP Photo / Silvia Izquierdo

    სტიქიამ დიდი ზიანი მიაყენა საცხოვრებელ სახლებსა და ინფრასტრუქტურას

  • © AP Photo / Silvia Izquierdo

    ხუთი ათასზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა

  • © AP Photo / Silvia Izquierdo

    ჯამში წვიმის გამო გარდაიცვალა 23 ადამიანი, დაახლოებით 50 კი დაკარგულად მიიჩნევა

  • © AFP / Mauro Pimentel

    მსხვერპლებს შორის არიან - დედა-შვილი, ასევე ორი მეხანძრე, რომლებიც ბავშვის ნანგრევებიდან ამოყვანას ცდილობდნენ

  • © AP Photo / Nelson Antoine

    მაშველები დაკარგულების ძიებას განაგრძობენ

  • © AP Photo / Silvia Izquierdo

    რიო-დე-ჟანეიროს ხელისუფლემა აცხადებს, რომ წვიმის ამ რაოდენობას მარტის პირველ ნაწილში ელოდნენ

  • © AP Photo / Silvia Izquierdo

    ზოგიერთ რაიონში ნალექის ერთი თვის ნორმაც კი მოვიდა