Sony World Photography Awards 2020-ის ნაციონალური პრემიის ლაურეატები

51
(განახლებულია 15:00 04.03.2020)
ფოტოგრაფიის მსოფლიო ორგანიზაციამ Sony World Photography Awards 2020-ის ნაციონალური პრემიის ლაურეატები დაასახელა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში კონკურსის მონაწილე სურათები.

Sony World Photography Awards 2020-ს ნაციონალური პრემიის ნომინაცია რამდენიმე წლის წინ დაწესდა და საკმაოდ წარმატებით იმართება არა მხოლოდ 63 ქვეყანაში, არამედ რეგიონებშიც. გლობალური ფოტოკონკურსი ყველგან არჩევს გამარჯვებულს.

ნაციონალური გამარჯვებულები ყველა ქვეყანაში ირჩევიან ნამუშევრებიდან, რომლებიც ღია კონკურსისათვის შეირჩა. გამარჯვებულების სურათები წარდგება ლონდონის შემაჯამებელ გამოფენაზე 17 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით. ჯილდოს სახით ლაურეატებს გადაეცემათ Sony A7 III კამერები.

51