საშობაო ზღაპარი: „ალილოს“ უძველესი ტრადიცია საქართველოში – ფოტო

გამოწერა
საქართველოს დედაქალაქში ტრადიციული საქველმოქმედო მსვლელობა „ალილო“ გაიმართა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, როგორ გაიმართა თბილისის ცენტრში ღონისძიება.

„ალილო" საშობაო მსვლელობაა სიმღერის თანხლებით, რომელიც შობის წინა ღამეს იმართებოდა. ეს სახელწოდება მიიღო ასევე ძველმა ქართულმა საქველმოქმედო ტრადიციამ, რომელიც საუკუნეების წინ გაჩნდა საქართველოში.

"ალილოს" ჩატარების ტრადიციას ყოველთვის საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა. შობას საქართველოში ხალხი აგროვებდა შემოწირულობას, რომელიც შემდეგ უპოვრებს ურიგდებოდა. მრავალი საუკუნის განმავლობაში "ალილოს" ჩატარების ტრადიციამ თავი დაიმკვიდრა. თუმცა საბჭოთა მმართველობის პერიოდში საქართველოში საშობაო საქველმოქმედო მსვლელობები აიკრძალა და მხოლოდ 90-იან წლებში აღდგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით. 

ანგელოზი ბავშვები და ბიბლიური პერსონაჟები: ალილო თბილისში - Sputnik საქართველო
ანგელოზი ბავშვები და ბიბლიური პერსონაჟები: ალილო თბილისში - ვიდეო

ტრადიციისამებრ, "ალილოს" მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან და მსვლელობას მართავენ ქალაქის ცენტრის გავლით – რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანზე და ბარათაშვილზე. მსვლელობის მონაწილეები მიემართებიან საქართველოს საპატრიარქოსკენ და პრეზიდენტის სასახლისკენ, შემდეგ კი სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც მსვლელობა სრულდება.

დღეისათვის მსვლელობას თეატრალიზებული ხასიათი აქვს და საკმაოდ სანახაობრივიცაა. "ალილოს" ესწრება ათასობით ადამიანი, მათ შორის ტურისტები და დედაქალაქის სტუმრები.

მსვლელობის მთავარი გმირები არიან "მახარობლები" – ბავშვები, რომლებსაც თეთრი სამოსი აცვიათ. ისინი გალობით ახარებენ ქრისტეშობას. გარდა ამისა, მსვლელობაში მონაწილეობენ ბიბლიური პერსონაჟების ფორმაში გამოწყობილი ადამიანებიც – ანგელოზები და მწყემსები, ასევე სასულიერო პირები. ისინი აღავლენენ ლოცვებს, მიასვენებენ ქრისტეშობის დიდ ხატს და მიაქვთ დროშები.

თბილისელები მსვლელობის მონაწილეებს საჩუქრებსა და შემოწირულობას გადასცემენ, რაც შემდგომ დაუნაწილდებათ უპოვრებს, მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს და მოხუცთა თავშესაფრების ბინადრებს.

© Sputnik / Sergey Sitnikov„ალილოში“ მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო
„ალილოში“ მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო - Sputnik საქართველო
1/17
„ალილოში“ მონაწილეობა ათასობით ადამიანმა მიიღო
© Sputnik / Sergey Sitnikov"ალილოში" მონაწილე სასულიერო პირები ქრისტეს შობის ხატს მიაბრძანებენ
ალილოში მონაწილე სასულიერო პირები ქრისტეს შობის ხატს მიაბრძანებენ - Sputnik საქართველო
2/17
"ალილოში" მონაწილე სასულიერო პირები ქრისტეს შობის ხატს მიაბრძანებენ
© photo: Sputnikთეთრებში გამოწყობილი ბავშვები "ალილოს" მთავარი გმირები არიან, მათ მახარობლებს უწოდებენ, ვინაიდან ისინი პირველები მიდიან და ქრისტეს შობის შესახებ იუწყებიან
თეთრებში გამოწყობილი ბავშვები ალილოს მთავარი გმირები არიან, მათ მახარობლებს უწოდებენ, ვინაიდან ისინი პირველები მიდიან და ქრისტეს შობის შესახებ იუწყებიან - Sputnik საქართველო
3/17
თეთრებში გამოწყობილი ბავშვები "ალილოს" მთავარი გმირები არიან, მათ მახარობლებს უწოდებენ, ვინაიდან ისინი პირველები მიდიან და ქრისტეს შობის შესახებ იუწყებიან
© Sputnik / Sergey Sitnikovმსვლელობაში მონაწილე ბავშვები სხვადასხვა ასაკის არიან
მსვლელობაში მონაწილე ბავშვები სხვადასხვა ასაკის არიან - Sputnik საქართველო
4/17
მსვლელობაში მონაწილე ბავშვები სხვადასხვა ასაკის არიან
© photo: Sputnikროდესაც პატარები იღლებიან, პროცესიის უფროსი მონაწილეები მათ ხელში აყვანილს ატარებენ
როდესაც პატარები იღლებიან, პროცესიის უფროსი მონაწილეები მათ ხელში აყვანილს ატარებენ - Sputnik საქართველო
5/17
როდესაც პატარები იღლებიან, პროცესიის უფროსი მონაწილეები მათ ხელში აყვანილს ატარებენ
© Sputnik / Sergey Sitnikovმონაწილეები სამახსოვრო ფოტოებსაც იღებდნენ
მონაწილეები სამახსოვრო ფოტოებსაც იღებდნენ - Sputnik საქართველო
6/17
მონაწილეები სამახსოვრო ფოტოებსაც იღებდნენ
© Sputnik / Sergey Sitnikovროგორც წესი, თბილისში მსვლელობა 14:00 საათზე იწყება და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გრძელდება - სწორედ ეს დროა საჭირო პირველი რესპუბლიკიდან ქალაქის ცენტრის გავლით სამებამდე მისასვლელად
როგორც წესი, თბილისში მსვლელობა 14:00 საათზე იწყება და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გრძელდება - სწორედ ეს დროა საჭირო პირველი რესპუბლიკიდან ქალაქის ცენტრის გავლით სამებამდე მისასვლელად - Sputnik საქართველო
7/17
როგორც წესი, თბილისში მსვლელობა 14:00 საათზე იწყება და დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გრძელდება - სწორედ ეს დროა საჭირო პირველი რესპუბლიკიდან ქალაქის ცენტრის გავლით სამებამდე მისასვლელად
© Sputnik / Sergey Sitnikovსამებაში მსვლელობის მონაწილეები საზეიმო ღვთისმსახურებას ესწრებიან
სამებაში მსვლელობის მონაწილეები საზეიმო ღვთისმსახურებას ესწრებიან - Sputnik საქართველო
8/17
სამებაში მსვლელობის მონაწილეები საზეიმო ღვთისმსახურებას ესწრებიან
© Sputnik / Sergey Sitnikov„ალილოს“ სიმბოლოები, ბიბლიური პერსონაჟების გარდა, ზოგიერთი ეგზოტიკური ცხოველიცაა. ყველაზე დიდი მათ შორის არის სპილო, რომელზეც ხალხი ზის
„ალილოს“ სიმბოლოები, ბიბლიური პერსონაჟების გარდა, ზოგიერთი ეგზოტიკური ცხოველიცაა. ყველაზე დიდი მათ შორის არის სპილო, რომელზეც ხალხი ზის - Sputnik საქართველო
9/17
„ალილოს“ სიმბოლოები, ბიბლიური პერსონაჟების გარდა, ზოგიერთი ეგზოტიკური ცხოველიცაა. ყველაზე დიდი მათ შორის არის სპილო, რომელზეც ხალხი ზის
© Sputnik / Sergey Sitnikovტრადიციულ „მონაწილეებს“ შორის არის კუც, რომლის ფონზეც პატარებს სურათებს უღებენ
ტრადიციულ „მონაწილეებს“ შორის არის კუც, რომლის ფონზეც პატარებს სურათებს უღებენ - Sputnik საქართველო
10/17
ტრადიციულ „მონაწილეებს“ შორის არის კუც, რომლის ფონზეც პატარებს სურათებს უღებენ
© Sputnik / Sergey Sitnikov„ალილოს“ მიზანი ქველმოქმედებაა. მსვლელობისას, მისი მონაწილეები საჩუქრებსა და შემოწირულობას აგროვებენ
„ალილოს“ მიზანი ქველმოქმედებაა. მსვლელობისას, მისი მონაწილეები საჩუქრებსა და შემოწირულობას აგროვებენ - Sputnik საქართველო
11/17
„ალილოს“ მიზანი ქველმოქმედებაა. მსვლელობისას, მისი მონაწილეები საჩუქრებსა და შემოწირულობას აგროვებენ
© Sputnik / Sergey Sitnikov„ალილოს“ მომდევნო დღეს შეგროვებული შემოწირულობა და საჩუქრები გადაეცემათ უპოვრებს, მზრუვნელობა მოკლებულ ბავშვებსა და მოხუცებულთა თავშესაფრების ბინადრებს
„ალილოს“ მომდევნო დღეს შეგროვებული შემოწირულობა და საჩუქრები გადაეცემათ უპოვრებს, მზრუვნელობა მოკლებულ ბავშვებსა და მოხუცებულთა თავშესაფრების ბინადრებს - Sputnik საქართველო
12/17
„ალილოს“ მომდევნო დღეს შეგროვებული შემოწირულობა და საჩუქრები გადაეცემათ უპოვრებს, მზრუვნელობა მოკლებულ ბავშვებსა და მოხუცებულთა თავშესაფრების ბინადრებს
© Sputnik / Sergey Sitnikovმსვლელობისას სიმბოლურად იყენებენ ხარსა და საჩუქრებით დატვირთულ უღელს, სადაც ბავშვებიც სხედან
მსვლელობისას სიმბოლურად იყენებენ ხარსა და საჩუქრებით დატვირთულ უღელს, სადაც ბავშვებიც სხედან - Sputnik საქართველო
13/17
მსვლელობისას სიმბოლურად იყენებენ ხარსა და საჩუქრებით დატვირთულ უღელს, სადაც ბავშვებიც სხედან
© Sputnik / Sergey Sitnikovპროცესია გზად რამდენჯერმე ჩერდება: პირველად პარლამენტის შენობასთან, შემდეგ თავისუფლების მოედანზე - საკრებულოს შენობასთან. საჩუქრებსა და შემოწირულობას „ალილოს“ მონაწილეებს ასევე გადასცემენ დეპუტატები და საქართველოს პრეზიდენტი
პროცესია გზად რამდენჯერმე ჩერდება: პირველად პარლამენტის შენობასთან, შემდეგ თავისუფლების მოედანზე - საკრებულოს შენობასთან. საჩუქრებსა და შემოწირულობას „ალილოს“ მონაწილეებს ასევე გადასცემენ დეპუტატები და საქართველოს პრეზიდენტი - Sputnik საქართველო
14/17
პროცესია გზად რამდენჯერმე ჩერდება: პირველად პარლამენტის შენობასთან, შემდეგ თავისუფლების მოედანზე - საკრებულოს შენობასთან. საჩუქრებსა და შემოწირულობას „ალილოს“ მონაწილეებს ასევე გადასცემენ დეპუტატები და საქართველოს პრეზიდენტი
© Sputnik / Sergey Sitnikov„ალილოს“ გამართვის ტრადიცია 15 საუკუნეზე მეტს ითვლის
„ალილოს“ გამართვის ტრადიცია 15 საუკუნეზე მეტს ითვლის - Sputnik საქართველო
15/17
„ალილოს“ გამართვის ტრადიცია 15 საუკუნეზე მეტს ითვლის
© Sputnik / Sergey Sitnikovდასახელება ტრადიციამ საშობაო სიმღერიდან დაიმკვიდრა
დასახელება ტრადიციამ საშობაო სიმღერიდან დაიმკვიდრა - Sputnik საქართველო
16/17
დასახელება ტრადიციამ საშობაო სიმღერიდან დაიმკვიდრა
© Sputnik / Sergey Sitnikovდღეისათვის მსვლელობას თეატრალიზებული ხასიათი აქვს და საკმაოდ სანახაობრივიცაა. "ალილოს" ესწრება ათასობით ადამიანი, მათ შორის ტურისტები და ქალაქის სტუმრები, ასევე თბილისის მკვიდრები
დღეისათვის მსვლელობას თეატრალიზებული ხასიათი აქვს და საკმაოდ სანახაობრივიცაა. ალილოს ესწრება ათასობით ადამიანი, მათ შორის ტურისტები და ქალაქის სტუმრები, ასევე თბილისის მკვიდრები - Sputnik საქართველო
17/17
დღეისათვის მსვლელობას თეატრალიზებული ხასიათი აქვს და საკმაოდ სანახაობრივიცაა. "ალილოს" ესწრება ათასობით ადამიანი, მათ შორის ტურისტები და ქალაქის სტუმრები, ასევე თბილისის მკვიდრები
ყველა ახალი ამბავი
0