Sputnik-ის საუკეთესო სურათები 2019 წელს

302
(განახლებულია 16:15 31.12.2019)
იხილეთ ფოტომასალაში მსოფლიოში მომხდარი მოვლენების საუკეთესო ფოტოები, რომლებიც საინფორმაციო სააგენტო Sputnik-ის მიერ გამოქვეყნდა.
302
  • © photo: Sputnik / Artur Lebedev

    დამსვენებლები სოჭის სანაპიროზე

  • © photo: Sputnik / Vladimir Astapkovich

    მორწმუნეები წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას აღნიშნავენ

  • © photo: Sputnik / Vladimir Astapkovich

    ბიჭი ავტომობილთან მინდორში, მონღოლეთი

  • © photo: Sputnik / Vladimir Astapkovich

    ხალხი გზაზე გადადის კიევის რკინიგზის სადგურთან

  • © photo: Sputnik / Stringer

    პრეზიდენტობის კანდიდატი ვოლოდიმირ ზელენსი საკუთარ შტაბში უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოცხადების დროს

  • © photo: Sputnik / Alexandr Kryazhev

    ბრაიან არეგი და ბობოუსმონ ბატუროვი კრივის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში

  • © photo: Sputnik / Eugene Odinokov

    აქცია „უკვდავი პოლკის“ მონაწილეები მოსკოვში

  • © photo: Sputnik / Asatur Yesayants

    კანადელი ფოტომოდელი ვინი ჰჯარლოუ წითელ ხალიჩაზე

  • © photo: Sputnik / Natalya Seliverstova

    პანდა, რომელიც ჩინეთმა მოსკოვის ზოოპარკს აჩუქა

  • © photo: Sputnik / Aleksei Danichev

    გემი „ალისფერი იალქნებით“ სანკტ-პეტერბურგში

  • © photo: Sputnik / Alexei Druzhinin

    რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბუნებაში გასეირნების დროს

  • © photo: Sputnik / Ilya Timin

    კუნძული კამენნი კარელიაში

  • © photo: Sputnik / Alejandro Martinez Velez

    ვენესუელის ლეგიტიმური პრეზიდენტი ნიკოლას მადუროს მხარდამჭერი მადრიდში

  • © photo: Sputnik / Vladimir Smirnov

    ირმის ნახტომი მდინარე ანგის ნაპირიდან, რომელიც ბაიკალის ტბაში ჩაედინება

  • © photo: Sputnik / Alexandr Kryazhev

    არყის ხეები წყალში, ნოვოსიბირსკი

  • © photo: Sputnik / Natalia Seliverstova

    მოსკოვის ზოოპარკში 20 მაისს დაბადებული ფოცხვერის ნაშიერი

  • © photo: Sputnik / Alexander Kryazhev

    ღია ჩემპიონატი ბოდიბილდინში, ბოდიფიტნესსა და ფიტნეს-ბიკინიში, ნოვოსიბირსკი

  • © photo: Sputnik / Vladimir Astapkovich

    მორწმუნეები მონასტერში, სომხეთი

  • © photo: Sputnik / Anton Denisov

    დაივერები წყალქვეშ, ტვერის ოლქი

  • © photo: Sputnik / Ilya Pitalev

    ოლიმპიური კომპლექსი „ლუჟნიკის“ ტერიტორიის გარშემო გამართული გარბენის მონაწილეები, მოსკოვი

  • © photo: Sputnik / Ekaterina Shtukina

    რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი თურქმენეთის პრეზიდენტის მიერ ნაჩუქარ ალაბაის ლეკვთან ერთად

  • © photo: Sputnik / Ramil Sitdikov

    ფოიერვერკი საერტაშორისო სამხედრო-მუსიკალური ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე წითელ მოედანზე

  • © photo: Sputnik / Vladimir Astapkovich

    დიდი სამამულო ომის ვეტერანი როსტისლავ დმიტრიევიჩ ბიტიანოვი რაიხსტაგის კედელზე წარწერას ტოვებს

  • © photo: Sputnik / Alexandr Kryazhev

    ძველი ავტომობილების საერთაშორისო რალის მონაწილეები ალტაიში

  • © photo: Sputnik / Justin Griffiths-Williams

    დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი დაუნინგ-სთრითის რეზიდენციას ტოვებს

  • © photo: Sputnik / Artur Lebedev

    მეთევზეები შავ ზღვაში დაჭერილ თევზებს ტვირთავენ

  • © photo: Sputnik / Ilya Naymushin

    კომბაინი მოსავლის აღების დროს, კრასნოიარსკის მხარე

  • © photo: Sputnik / Maksim Bogodvid

    გიმნაზისტი დინა ავერინა ინდივიდუალურ ვარჯიშებს ატარებს 2019 წლის ფინალურ ეტაპზე, კაზანი

  • © photo: Sputnik / Alexandr Kryazhev

    ბარჟები და კაფე მდინარე ობის ნავსადგომთან, ნოვოსიბირსკი

  • © photo: Sputnik / Vladimir Astapkovich

    მოდელები Mercedes-Benz Fashion Week Russia-ზე ჩვენების დროს, მოსკოვი

  • © photo: Sputnik / Ilya Timin

    იახტა „პეტრე პირველი“ აისბერგის მახლობლად გრენლანდიის კუნძულის აკვატორიაში

  • © photo: Sputnik / Vladimir Vyatkin

    ანარეკლი მაღაზიის ვიტრინაში, ვენეცია

  • © photo: Sputnik / Ilya Pitalev

    2019 წლის საპრეზიდენტო პოლკის გუშაგის ცვლის უკანასკნელი ცერემონია

  • © photo: Sputnik / Alejandro Martinez Velez

    მხედარი ცეცხლში ხტება ფესტივალზე Las Luminarias ესპანეთის სოფელ სან-ბართოლომე-დე-პინარეში

  • © photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova

    მამაკაცი ხელს თხოვს გოგონას წითელ ხალიჩაზე

საკარანტინო რეჟიმის შემსუბუქება საბერძნეთში ფოტო

131
(განახლებულია 17:00 27.05.2020)
შეზღუდვების მოხსნის ეტაპი ქვეყანაში პირველი არ არის. მაისის დასაწყისში დაწყებული პროცესი მეოთხე ფაზაში გადავიდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, როგორ გამოიყურება საბერძნეთის სანაპიროები კარანტინის შემდეგ.

25 მაისიდან საბერძნეთში გაიხსნა ტავერნები, რესტორნები, კაფეები და ბარები. ქვეყნის მოსახლეობას უკვე შეუძლია ესტუმროს ამ დაწესებულებებსა და სანაპიროს.

მაგალითად, შაბათს, 16 მაისს 40 გრადუსი სიცხის გამო დაგეგმილთან შედარებით ორი კვირით ადრე გაიხსნა 515 პლაჟი, 17 მაისიდან მორწმუნეებს საკვირაო ლიტურგიაზე დასწრების ნებართვა მისცეს, 18 მაისიდან განახლდა არქეოლოგიური სამუშაოები, ამუშავდა ზოოპარკები და ბოტანიკური ბაღები.

შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმება 4 მაისიდან დაიწყო. გეგმა გაწერილია ორ თვეზე იმ პირობით, თუ სიტუაცია არ გართულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის მთავრობა ისევ კარანტინის გაძლიერებულ რეჟიმს დააწესებს.

131
  • © photo: Sputnik / Kostis Ntantamis

    საბერძნეთში შაბათს 30 გრადუსი სიცხის გამო გაიხსნა ორგანიზებული პლაჟები, რომლებიც ორი თვის განმავლობაში იყო დაკეტილი

  • © photo: Sputnik / Kostis Ntantamis

    რა თქმა უნდა, სანაპიროზე ახალი წესები მოქმედებს, ორგანიზებული პლაჟების პერსონალი ვალდებულია შეძლონგებს ყოველი კლიენტის შემდეგ დეზინფექცია ჩაუტაროს. დამსვენებლები ვალდებულები არიან შეზლონგებზე პირსახოცები დაიგონ

  • © photo: Sputnik / Kostis Ntantamis

    ზღვაში ბანაობა პირველი ივნისიდან უნდა დაშვებულიყო, თუმცა ძლიერი სიცხის გამო პლაჟები ორი კვირით ადრე გახსნეს

  • © photo: Sputnik / Kostis Ntantamis

    სანაპიროებზე მკაცრად კონტროლდება დამსვენებლების რაოდენობა, აქ ათას კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 40 ადამიანი დაიშვება

  • © photo: Sputnik / Kostis Ntantamis

    მინიმალური მანძილიქოლების სადგამებს შორის ოთხი მეტრია, ხოლო ქოლგების ჩრდილებს შორის - ერთი მეტრი. ერთი ქოლგის ქვეშ შეიძლება მხოლოდ ორი შეზლონგის დადგმა, გარდა ოჯახებისა. რომლების წევრების არასრულწლოვნები არიან

  • © photo: Sputnik / Kostis Ntantamis

    პერსონალი ვალდებულია გამოიყენოს ნიღბები. ზემოთჩამოთვლილი ერთ-ერთი პუნქტის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 5 ათასიდან 20 ათას ევრომდეა, რაც დაწესებულების მოცულობაზეა დამოკიდებული. პლაჟის საქმიანობა კი 30 დღით შეჩერდება

  • © photo: Sputnik / Kostis Ntantamis

    ვარაუდობენ, რომ ეს წესები საბერძნეთში ტურისტული სეზონის გახსნის შემთხვევაშიც იმოქმედებს

სკუტერების ქალაქი: თბილისში ელექტროსკუტერების პოპულარობა იზრდება ფოტო

221
(განახლებულია 16:17 25.05.2020)
  • თბილისის ქუჩებში, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში, ხშირად სარგებლობენ ელექტროსკუტერებით
  • სერვისი იაფი არ ღირს, თუმცა შეზღუდულ დროში თანხის დაზოგვა შესაძლებელია
  • თბილისის მერიაში მიაჩნიათ, რომ სკუტერები შესაძლოა ავტომობილის ერთგვარ ალტერნატივად იქცეს, როდესაც ქალაქის ქუჩები გადატვირთულია და საცობები იქმნება
  • გარდა ამისა, ელექტროსკუტერი ეკომეგობრული ტრანსპორტია და არ აბინძურებს გარემოს
  • მგზავრობის პირველი ათი წუთი უფასოა
  • სკუტერის გააქტიურება მობილური აპლიკაციის მეშვეობით ხდება
  • მათი რაოდენობა დღითიდღე მატულობს
  • პანდემიასთან დაკავშირებით ელექტროსკუტერებს მერიის თანამშრომლები დღეში რამდენჯერმე დეზინფექციას უკეთებენ
  • ქალაქის მერის განცხადებას, რომ თბილისში ჯანსაღი ეკოლოგიური გარემო უმნიშვნელოვანესია, საზოგადოების დიდი ნაწილი ეთანხმება
  • ელექტროსკუტერები თბილისის ისტორიულ ცენტრშიც გამოჩნდა, თუმცა, დაკეტილი საზღვრების გამო, ქალაქის ტურისტულ ნაწილში სიცარიელეა
  • სამაგიეროდ ხალხმრავალ ადგილებში მათზე დიდი მოთხოვნაა
  • თუ ეს პროექტი გაამართლებს, ელექტროსკუტერები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაჩნდება
თბილისში საზოგადოებრივ და კერძო ტრანსპორტზე დროებითი აკრძალვის დროს პოპულარული გახდა ელექტროსკუტერები.

ახალი ინიციატივა ბევრს მოეწონა, განსაკუთრებით – ახალგაზრდებს. ახლა თბილისის ქუჩებში ხშირად იხილავთ სხვადასხვა ასაკის ხალხს, რომლებიც ელექტროსკუტერებით გადაადგილდებიან. თუმცა, ძირითადად ახალგაზრდები.

თბილისის მერიაში მიაჩნიათ, რომ სკუტერები შესაძლოა ავტომობილის ერთგვარ ალტერნატივად იქცეს, ასევე ხელი შეუწყოს „საცობებისა“ და ეკოლოგიური მდგომარეობის პრობლემების გადაჭრას. ამგვარი მომსახურებით ასევე ბათუმშიც სარგებლობენ.

 

221
  • თბილისის ქუჩებში, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში, ხშირად სარგებლობენ ელექტროსკუტერებით
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    თბილისის ქუჩებში, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში, ხშირად სარგებლობენ ელექტროსკუტერებით

  • სერვისი იაფი არ ღირს, თუმცა შეზღუდულ დროში თანხის დაზოგვა შესაძლებელია
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    სერვისი იაფი არ ღირს, თუმცა შეზღუდულ დროში თანხის დაზოგვა შესაძლებელია

  • თბილისის მერიაში მიაჩნიათ, რომ სკუტერები შესაძლოა ავტომობილის ერთგვარ ალტერნატივად იქცეს, როდესაც ქალაქის ქუჩები გადატვირთულია და საცობები იქმნება
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    თბილისის მერიაში მიაჩნიათ, რომ სკუტერები შესაძლოა ავტომობილის ერთგვარ ალტერნატივად იქცეს, როდესაც ქალაქის ქუჩები გადატვირთულია და საცობები იქმნება

  • გარდა ამისა, ელექტროსკუტერი ეკომეგობრული ტრანსპორტია და არ აბინძურებს გარემოს
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    გარდა ამისა, ელექტროსკუტერი ეკომეგობრული ტრანსპორტია და არ აბინძურებს გარემოს

  • მგზავრობის პირველი ათი წუთი უფასოა
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    მგზავრობის პირველი ათი წუთი უფასოა

  • სკუტერის გააქტიურება მობილური აპლიკაციის მეშვეობით ხდება
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    სკუტერის გააქტიურება მობილური აპლიკაციის მეშვეობით ხდება

  • მათი რაოდენობა დღითიდღე მატულობს
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    მათი რაოდენობა დღითიდღე მატულობს

  • პანდემიასთან დაკავშირებით ელექტროსკუტერებს მერიის თანამშრომლები დღეში რამდენჯერმე დეზინფექციას უკეთებენ
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    პანდემიასთან დაკავშირებით ელექტროსკუტერებს მერიის თანამშრომლები დღეში რამდენჯერმე დეზინფექციას უკეთებენ

  • ქალაქის მერის განცხადებას, რომ თბილისში ჯანსაღი ეკოლოგიური გარემო უმნიშვნელოვანესია, საზოგადოების დიდი ნაწილი ეთანხმება
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    ქალაქის მერის განცხადებას, რომ თბილისში ჯანსაღი ეკოლოგიური გარემო უმნიშვნელოვანესია, საზოგადოების დიდი ნაწილი ეთანხმება

  • ელექტროსკუტერები თბილისის ისტორიულ ცენტრშიც გამოჩნდა, თუმცა, დაკეტილი საზღვრების გამო, ქალაქის ტურისტულ ნაწილში სიცარიელეა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ელექტროსკუტერები თბილისის ისტორიულ ცენტრშიც გამოჩნდა, თუმცა, დაკეტილი საზღვრების გამო, ქალაქის ტურისტულ ნაწილში სიცარიელეა

  • სამაგიეროდ ხალხმრავალ ადგილებში მათზე დიდი მოთხოვნაა
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    სამაგიეროდ ხალხმრავალ ადგილებში მათზე დიდი მოთხოვნაა

  • თუ ეს პროექტი გაამართლებს, ელექტროსკუტერები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაჩნდება
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    თუ ეს პროექტი გაამართლებს, ელექტროსკუტერები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაჩნდება

გვიანი შემოდგომა სამების ბაღში

საეკლესიო კალენდარი: 1 ივნისი

0
(განახლებულია 08:33 01.06.2020)
მართლმადიდებელი ეკლესია 1 ივნისს, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს.

ეს დღე საეკლესიო კალენდარში ასევე არის მღვდელმოწამე პატრიკიოსის და  მასთან სამი ხუცესის, მოწამე კალუთა ეგვიპტელის,  წმიდა იოანე გუთელი ეპისკოპოსის და დიმიტრი დონელის ხსენების დღე.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოციქულთასწორის ნინოს შემოსვლა საქართველოში 

მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.

წმიდა ნინოს ქადაგებით საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა, როდესაც სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.

საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმიდა მოციქულთასწორის ნინოს საქართველოში შემოსვლას დიდი ზეიმით აღნიშნავს. ტაძრებში სრულდება  სადღესასწაულო წირვა-ლოცვა.

წმიდა ნინოს ხსენება საქართველოში წელიწადში ორჯერ აღნიშნება: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა, ხოლო  27 იანვარს - გარდაცვალება.

მღვდელმოწამე პატრიკიოსი, მასთან სამი ხუცესი: აკაკი, მენანდრი და პოლიენოსი

წმიდა პატრიკიოსი იყო ბითვინიის პრუსიის ეპისკოპოსი. მღვდელმთავარი სამ მღვდელთან: აკაკისთან, მენანდრესა და პოლიენოსთან ერთად შეიპყრეს და ქალაქის მთავარს იულიუსს წარუდგინეს.

იულიუსმა მსხვერპლი შესწირა კერპებს და წმიდა პატრიკიოსს და სხვა პყრობილებსაც იგივე უბრძანა.წმიდა პატრიკიოსმა უპასუხა: მე ქრისტიანი ვარ და ვემორჩილები ერთ ჭეშმარიტ ღმერთს, იესო ქრისტესო.

განრისხებულმა იულიუსმა ბრძანა, თავი მოეკვეთათ ქრისტიანებისთვის.

 მოწამენი აღესრულნენ 100 წელს.

მოწამე კალუთა ეგვიპტელი 

წმიდა მოწამე კალუთა ეგვიპტელი (284-308) ქალაქ თებედან იყო. ქრისტეს აღსარებისათვის იგი შეიპყრეს და ქალაქის მთავარს მიჰგვარეს. მისი ბრძანებით წმიდანი თავდაღმა დაკიდეს, მძიმე ქვა გამოაბეს ყელზე და სასტიკად ცემეს. ქრისტეს ტარიგი ღვთის სადიდებლად ითმენდა სატანჯველს. შემდგომ კალუთა ჩამოხსნეს და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, გამძვინვარებულმა წარმართებმა იგი ცეცხლში დაწვეს. წმიდა კალუთა ეწამა იმპერატორ მაქსიმიანე ჰერკულესის, დიოკლეტიანეს თანამმართველის დროს.

იოანე გუთელი ეპისკოპოსი

წმიდა იოანე გუთელი ეპისკოპოსი (VIII) სიყრმეშივე აღიკვეცა ბერად. ღირსმა მამამ იერუსალიმის წმიდა ადგილები მოილოცა და სამი წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. ამასობაში ხატმბრძოლ იმპერატორს კონსტანტინე კოპრონიმს (741-775) განედევნა გუთელი ეპისკოპოსი. ქრისტიანები შეევედრნენ წმიდა იოანეს, შესდგომოდა მღვდელმთავრის მძიმე უღელს. წმიდა მამა მწვალებლობისაგან დაცულ საქართველოში გამოემგზავრა. აქ დაასხეს მას ხელი ეპისკოპოსად. გუთეთს დაბრუნებული მღვდელმთავარი მალე იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა სამწყსო, ხაზართა დევნას გაერიდა და 4 წელი გაატარა ამასტრიდაში. წმიდა იოანემ 40 დღით ადრე იწინასწარმეტყველა საკუთარი სიკვდილი, გარდაიცვალა 790 წელს და დაკრძალეს პართენიტის მონასტერში.

დიმიტრი დონელი

დიმიტრი დონელი იყო მოსკოვის დიდი მთავარი 1359-1389 წლებში. ივანე II-ის და ალექსანდრა ივანეს ასული ველიამიანოვას შვილი. 

დიმიტრი დონელმა  მრავალი ომი გადაიხადა შინაურ და გარეშე მტრებთან, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის იყო კულიკოვის ბრძოლა 1380 წელს, სადაც რუსეთის ლაშქარი დაუპირისპირდა თათართა ურდოს მამაის წინამძღოლობით.

კულიკოვოს ბრძოლაში თათრებმა სამარცხვინო დამარცხება იგემეს, რითაც საფუძველი შეერყა მათ ბატონობას რუსეთში.

ბრძოლის შემდეგ დიმიტრი დონელი ჭრილობებით დასერილი ცოცხალ-მკვდარი იპოვეს, მაგრამ ცნობამ გამარჯვების შესახებ სასიცოცხლო ძალები დაუბრუნა მას.

ხალხმა მას დონის პირას მოპოვებული დიდი გამარჯვებისათვის „დონელი“ უწოდა.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

 

0
თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019