საყვარელი გოგონადან თვალისმომჭრელ შურისმაძიებლამდე: სკარლეტ იოჰანსონი 35 წლის ხდება

101
(განახლებულია 18:35 22.11.2019)
ჰოლივუდის ვარსკვლავი სკარლეტ იოჰანსონი, რომელმაც კინოს მოყვარულებს ათობით შესანიშნავი ფილმი აჩუქა, დაბადების დღეს აღნიშნავს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ვარსკვლავის სურათები.

დღეს ჰოლივუდის ყველაზე ქარიზმატული ქერა წარმომადგენელი სკარლეტ იოჰანსონი 35 წლის ხდება. ვარსკვლავმა კარიერა საყვარელი გოგონას როლებით დაიწყო, რომლებსაც სერიოზულად არავინ იღებდა, თუმცა შემდეგ დრამატული როლები მოირგო. 2010 წელი კი მსახიობისთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა – მომხიბვლელმა გოგონამ „რკინის კაცი 2“-ში მიიღო მონაწილეობა და ყველაზე მაგარი და სექსუალური სუპერგმირი ქალის ნიშაც დაიკავა.

 

101
  • © AFP / Gregg DeGuire / Getty Images

    სკარლეტ იოჰანსონი 1984 წელს დაიბადა ნიო-იორკში, დანიელი არქიტექტორი კარსტენ იოჰანსონისა და დიასახლისი მელანი სლოუნის ოჯახში

  • © photo: Sputnik / Екатерина Чеснокова

    გოგონას მშობლებმა „ქარწაღებულნის“ გმირის - სკარლეტ ოჰარას სახელი დაარქვეს

  • © AFP / Lawrence Lucier

    როდესაც სკარლეტი 8 წლის გახდა, დედამ ის მანჰეტენზე წაიყვანა, ლი სტრასბერგის ცნობილ თეატრალურ უნივერსიტეტში, სადაც გოგონას ნიჭიერებით მოიხიბლნენ და ჯგუფში აიყვანეს

  • © REUTERS / Mario Anzuoni

    შრომისმოყვარე იოჰანსონი აღმოჩნდა არამხოლოდ კარგი მსახიობი, არამედ მოდელი და ნიჭერი მომღერალიც

  • © AFP / Dimitrios Kambouris

    მისი მსახიობური შრომა დადებითაც შეაფასეს მაყურებლებმაც და კრიტიკოსებმაც

  • © AFP / Kevin Winter

    მსახიობის საუკეთესო ნამუშევრები 2000-იან წლებში გახდა როლები ფილმებიდან „მოჩვენებათა სამყარო“ და „თარგმანში დაკარგულები“

  • © AFP / John Macdougall

    „თარგმანში დაკარგულებში“ შარლოტას როლისათვის იოჰანსონმა მიიღო ჯილდო BAFTA და „ოქროს გლობუსის“ ნომინაცია კომედიურ-მიუზუკლში საუკეთესო ქალი შემსრულებლისათვის

  • განსაკუთრებით წარმატებულ იაღმოჩნდა მისი „შურისმაძიებელთა“ გუნდში მოხვედრა. სკარლეტ იოჰანსონი, იგივე ნატაშა რომანოვა (შავი ქვრივი) - განსაკუთრებით საშიში და წარმოუდგენლად მომხიბვლელია. პირველად ის „რკინის კაცის“ მეორე ნაწილში ჩნდება

  • © AFP / Jason Merritt / Getty Images

    2012 წელს იოჰანსონს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

  • © AFP / Kevin Winter

    ფილმების გადაღებების გარდა, მსახიობი აქტიურად ტანამშრომლობს სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებთან

  • მას დღეისათვის 40 ფილმში აქვს როლი შესრულებული

  • © AP Photo / Vianney Le Caer

    „ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ ჯილდოების არქონის მიუხედავად, მსახიობი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავია და ყველაზე სასურველი და სექსუალური მსახიობების რეიტინგებშიც ყოველწლიურად მოწინავე პოზიციას იკავებს