იაპონიის იმპერატორის ინტრონიზაციისადმი მიძღვნილი საზეიმო აღლუმი საუკეთესო ფოტოები

210
(განახლებულია 20:45 12.11.2019)
იაპონიაში ტახტზე ავიდა ახალი იმპერატორი ნარუჰიტო. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ინტრონიზაციის საზეიმო ცერემონიის სურათები.

იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა. ამჯერად ღონისძებას 2 ათასი სტუმარი ესწრებოდა, მათგან 400 – სხვადასხვა სახელმწიფოების მეთაურები და უმაღლესი წრეების წარმომადგენლები.

ნარუჰიტო მონარქი 1 მაისს გახდა, მას შემდეგ, რაც მისმა მამამ – აკიჰიტომ ტახტზე უარი თქვა ასაკის გამო. მაშინ ნარუჰიტოს სიმბოლურად გადასცეს იმპერატორის რეგალიები: კუსანაგის ხმალი, მაგატამას იასპერი, საიმპერატორო და სახელმწიფო ბეჭდები. რეგალიები ცერემონიის დროს სამეფო ტახტთან განათავსეს.

 

210
  • © REUTERS / Kim Kyung-Hoon

    ცერემონიაზე იმპერატორი აღლუმში მიიღო მონაწილეობა

  • © AP Photo / Eugene Hoshiko

    ესკორტი მთავარი სასახლიდან აკასაკას რეზიდენციის მხარეს გაემართა, 400 მეტრის დაშორებით

  • © REUTERS / Kim Hong-Ji

    ესკორტის სათავეში წარმომადგენლობითი კლასის კაბრიოლეტი Toyota Century იდგა, რომლითაც იაპონელი მონარქი ნარუჰიტო და მისი მეუღლე მასაკო მგზავრობდნენ

  • © REUTERS / Issei Kato

    მაყურებლებისთვის მკაცრი წესები იყო დადგენილი

  • © REUTERS / Issei Kato

    აკრძალული იყო სელფის ჯოხებისა და კვადროკოპტერების გამოყენება, ასევე არ შეიძლებოდა დიდი დროშების მიტანა

  • © REUTERS / Kim Kyung-hoon

    აკრძალულ ნივთებზე სტუმრებს სპეციალურად მოწყობილ ზონაში ამოწმებდნენ

  • © REUTERS / Kim Hong-ji

    გზის გასწვრივ დილიდან იკრიბებოდა ათასობით ადამიანი, რომლებსაც ცერემონიაზე დასწრება სურდათ

  • © AFP / Charly Triballeau

    იმპერატორის ესკორტის გზაზე გავლის დროს, ქუჩიდან მილოცვის შეძახილები ისმოდა

  • © REUTERS / Koji Sasahara

    ნარუჰიტოს ეცვა შავი ფრაკი, მასაკოს კი გრძელი თეთრი კაბა ემოსა

  • © REUTERS / Issei Kato

    ღონისძიებაზე უსაფრთხოებას დაახლოებით 26 ათასი პოლიციელი უზრუნველყოფდა

  • © AFP / Charly Triballeau

    იმპერატორის ინტრონიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაულია

  • © AFP / Charly Triballeau

    ამჯერად ღონისძებას 2 ათასი სტუმარი ესწრებოდა, მათგან 400 - სხვადასხვა სახელმწიფოების მეთაურები და წარმომადგენლები

  • © AFP / Charly Triballeau

    ნარუჰიტო მონარქი 1 მაისს გახდა, მას შემდეგ, რაც მისმა მამამ - აკიჰიტომ ტახტზე უარი თქვა ასაკის გამო

  • © REUTERS / Kim Kyung-hoon

    მაშინ ნარუჰიტოს სიმბოლურად გადასცეს იმპერატორის რეგალიები: კუსანაგის ხმალი, მაგატამას იასპერი, საიმპერატორო და სახელმწიფო ბეჭდები

  • © AFP / Farzaneh Khademian

    საზეიმო ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრები

ამაზონში კვლავ ხანძარია ალმოდებული ტროპიკული ტყეები ფოტოებში

115
(განახლებულია 19:47 13.08.2020)
ამაზონის ტროპიკულ ტყეებში კვლავ ძლიერი ხანძარია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ცეცხლოვანი სტიქიის შედეგების შემაძრწუნებელი სურათები.

ამაზონის ტყეებში ხანძრის კერები დღეს უფრო მეტია, ვიდრე 2019 წლის ამავე პერიოდში, როდესაც ხანძარმა 1,86 მილიონ ჰექტარ ტყეზე მეტი გაანადგურა. ბრაზილიის კოსმოსური კვლევების ეროვნული ინსტიტუტის (INPE) მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ ეს ბოლო 13 წლის განმავლობაში მაქსიმალური მაჩვენებელია.

ამაზონის ტყეებს „პლანეტის ფილტვებს“ უწოდებენ. მისი მოცულობა სამჯერ აღემატება ციმბირის ტაიგას. დაახლოებით 20% ჰაერისა, რომელსაც ჩვენ ვსუნთქავთ, სწორედ ამ ტყეების გამომუშავებულია. გარდა ამისა, ამაზონის ტყეები პლანეტაზე გამომუშავებული ნახშირორჟანგის 25%-ს შთანთქავს.

 

115
  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    ხანძრების რაოდენობა ბრაზილიის ამაზონის ტყეებში 20%-ით გაიზარდა - ეს ბოლო 13 წლის განმავლობაში უმაღლესი მაჩვენებელია

  • © AP Photo / Edmar Barros

    ამაზონის ტყეების 60% ბრაზილიაში მდებარეობს, 13% - პერუში, 10% - კოლუმბიაში, დანარჩენი 17% გადანაწილებულია სამხრეთ ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებში

  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    მიიჩნევა, ეს ტყეები ჩვენს ატმოსფეროში გამოყოფილი ნახშირორჟანგის 25%-ს შთანთქავენ

  • © AFP / Chico Batata

    მაგრამ ხანძრის ჩაქრობა ვერც მეხანძრეებმა შეძლეს და ვერც წვიმამ

  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ტყეებს მხოლოდ შემოდგომის წვიმა გადაარჩენს

  • © AP Photo / Edmar Barros

    მიუხედავად ამისა, ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ამაზონის ტყეებში ხანძრის გაჩენა უარყო

  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    თუმცა მთავრობის მონაცემები, რომლებშიც ათასობით ხანძრის კერაზეა საუბარი, საპირისპიროზე მეტყველებს

  • © AFP / Carl De Souza

    2019 წელს, როდესაც მსოფლიოს ეკოლოგიურმა საზოგადოებამ განგაში ატეხა მასშტაბური ტყის ხანძრების გამო, ბოლსონარუ ასევე უარყოფდა პრობლემის არსებობის

  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    ამან დაძაბულობა გამოიწვია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანასთან, განსაკუთრებით საფრანგეთთან

  • © REUTERS / Ueslei Marcelino

    ექსპერტების მონაცემებით, ხანძრები ნამდვილად არ არის ბუნებრივი მოვლენა, მათი გაჩენა ადამიანების ბრალია, რომლებიც ანადგურებენ ტყეებს სოფლის მეურნეობისათვის ადგილის გასათავისუფლებლად

მინსკის არეულობები ფოტოებში

329
(განახლებულია 18:01 11.08.2020)
  • ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მომიტინგეები იყენებდნენ სკამებს, ჯოხებს, ქვებს, შუშის ბოთლებსა და აალებად სითხეებს
მინსკში არჩევნების შედეგების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები გრძელდება, მილიციამ მომიტინგეთა დასაშლელად სპეცტექნიკა და სპეცსაშუალებები გამოიყენა. იხილეთ Sputnik-ის ფოტოლენტაში დემონსტრაციის სურათები

გუშინ საღამოს ადამიანები მიზანმიმართულად გავიდნენ დედაქალაქის ქუჩებში, რათა უკმაყოფილება გამოეთქვათ არჩევნების შედეგების მიმართ. ძალოვნები ამ დროისათვის მზად იყვნენ და დაიწყეს სპეცტექნიკის გამოყენება.

ყველაზე მასობრივი აქციები სავაჭრო ცენტრი „რიგას“ მახლობლად იმართებოდა. ავტომობილისტებმა დემონსტრაციის ადგილისკენ მიმავალი გზა გადაუკეტეს სატრანსპორტო საშუალებებს, მომიტინგეებმა კი ბარიკადები აღმართეს. ისინი იყენებდნენ ლითონის ჯებირებს, ხის პალეტებს, სანაგვე ურნებსა და სასურსათო კალათებს.

დემონსტრანტები სკანდირებდნენ ანტისამთავრობო ლოზუნგებს, ტაშს უკრავდნენ და კვამლს აფრქვევდნენ. თავის მხრივ, სამართალდამცველებმა გამოიყენეს შუქბგერითი ყუმბარები, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, დააკავეს აქციის მონაწილეები.

საპროტესტო აქციის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების რეანომობილებიც.

329
  • © REUTERS / Vasily Fedosenko

    ბელარუსში ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები დაიწყო

  • © AP Photo / Sergei Grits

    შეკრებილთა დასაშლელად გამოვიდნენ ძალოვნები

  • © photo: Sputnik / Viktor Tolochko

    მომიტინგეთა დასაშლელად იყენებდნენ შუქბგერით ყუმბარებს, წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ტყვიებს

  • © AFP / Sergei Gapon

    ჯამში დაახლოებით სამი ათასი ადამიანია დაკავებული

  • © REUTERS / Vasily Fedosenko

    საპროტესტო აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში გაიმართა, თუმცა განსაკუთრებით ბევრი მომიტინგე მინსკში შეიკრიბა

  • © AFP / Sergei Gapon

    არეულობებში ათობით ადამიანი დაშავდა

  • © REUTERS / Vasily Fedosenko

    უფლებადამცველმა ცენტრმა „ვესნამ“ სპეცტექნიკის შეტევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაცვალების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია

  • © photo: Sputnik / Viktor Tolochko

    რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო. „აუცილებელია აღინიშნოს, რომ კანონდამრღვევთა წინააღმდეგ საბრძოლო იარაღი არ გამოყენებულა. დაღუპულები არ არიან“, - განაცხადეს სამინისტროში

  • ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მომიტინგეები იყენებდნენ სკამებს, ჯოხებს, ქვებს, შუშის ბოთლებსა და აალებად სითხეებს
    © photo: Sputnik / Viktor Tolochko

    ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მომიტინგეები იყენებდნენ სკამებს, ჯოხებს, ქვებს, შუშის ბოთლებსა და აალებად სითხეებს

  • © AP Photo / Sergei Grits

    მომიტინგეების წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მასობრივი არეულობის მოწყობისა და მილიციელებზე ძალადობის მუხლებით

  • © REUTERS / Vasily Fedosenko

    დაკავებულებს რვიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

  • © REUTERS / Vasily Fedosenko

    საპროტესტო აქციები და არეულობები მინსკში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია

მოსწავლეები სკოლებში პირბადეს არ გამოიყენებენ

0
უსაფრთხო სასწავლო გარემოსთვის რა წესების დაცვა მოუწევთ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სკოლებში ახალ სასწავლო წელს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განმარტა.
მოსწავლეები სკოლებში პირბადეს არ გამოიყენებენ
„მთავარი პრინციპები უსაფრთხო სასკოლო გარემოსთვის არის პირბადეების გამოყენება შესაფერისი წესით, დისტანციის შენარჩუნება და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. დისტანცია ერთი მეტრი, ეს არის მინიმალური უსაფრთხო დისტანცია, რომელიც სკოლაში აუცილებლად უნდა იქნას დაცული. პირბადის გამოყენება სასკოლო გარემოში სავალდებულო იქნება ყველა ვიზიტორისთვის, თანამშრომლისთვის, მასწავლებლებისთვის და სხვა პირებისთვის გარდა მოსწავლეებისა“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში  მიმდინარე წლის 15 სექტემბერს  განახლდება.

0