ავსტრალიელმა მეხანძრეებმა კალენდრისთვის გაიხადეს ფოტო

156
(განახლებულია 17:39 11.10.2019)

ავსტრალიელი მეხანძრეები უკვე 25 წელია სტივ ირვინის ზოოპარკის ცხოველებთან ერთად კალენდრებისათვის ფოტოებს იღებენ, ხოლო გაყიდვებიდან შემოსული თანხები, ტრადიციისამებრ, ქველმოქმედებაში იხარჯება.

პროექტის არსებობის განმავლობაში სულ 2,8 მილიონი აშშ დოლარი შეგროვდა.

2019 წელს კალენდრების 5 ვარიანტი გამოვიდა: 2 გამოცემა მოდელ-მეხანძრეებს წარმოადგენს, დანარჩენები კი ეძღვნება მეხანძრეებს, რომლებიც ფოტოკამერის წინ ცხოველებთან ერთად პოზირებენ. ეს კალენდრები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ აშშ-სა და გერმანიაში.

156