ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

ლეგენდებით მოცული ცნობილი ადგილები მოსკოვში - ფოტო

გამოწერა
მსოფლიო ყველა ქალაქს აქვს საკუთარი, იდუმალებით მოცული ადგილები, რომლებიც განსაკუთრებით აინტერესებთ არა მხოლოდ ადგილობრივებს, არამედ ტურისტებსაც. ასეთი ადგილები მრავლადაა მოსკოვშიც

მსოფლიო ყველა ქალაქს აქვს საკუთარი, იდუმალებით მოცული ადგილები, რომლებიც განსაკუთრებით აინტერესებთ არა მხოლოდ ადგილობრივებს, არამედ ტურისტებსაც. ასეთი ადგილები მრავლადაა მოსკოვშიც, ქალაქში, რომელიც დაარსებიდან 872 წელს აღნიშნავს. 

ტრეტიაკოვის გალერეა

არსებობს ლეგენდა, რომ ტრეტიაკოვის გალერეაში გამოფენილი ექსპონატის, მარია ლოპუხინას პორტრეტის დიდხანს ცქერა გასათხოვარი ქალებისთვის არ შეიძლება.

ეს ხმები დიდგვაროვანი ქალბატონების წყალობით გაჩნდა, რომლებსაც მიჩნდათ, რომ მარიას მამამ, ცნობილმა მისტიკოსმა და მასონთა ლოჟის მაგისტრმა ივან ლოპუხინმა ამ პორტრეტში საკუთარი ქალიშვილის სული გამოამწყვდია.

თავის ქალების ადგილი წითელ მოედანზე

გადმოცემით, თავის ქალების ადგილი, ანუ Лобное место მოსკოვში ხან მეჰმედ გირეის მიერ განადგურებული ქალაქის აღდგენის დროს აიგო.

ამ ადგილას რუსეთის მეფეები ხალხს საკუთარ მემკვიდრეებს წარუდგენდნენ ხოლმე, როდესაც მათ 16 წელი უსრულდებოდათ.

არსებობს ლეგენდა, რომ სწორედ აქ, ლობნოეზე უნდა მიხვიდე სანუკვარი სურვილის ჩასაფიქრებლად, თუ გინდა, რომ აგისრულდეს. თანაც მონეტა უნდა გადააგდო მის ცენტრში.

ცარიცინოს მუზეუმი

დაახლოებით 500 წლის წინ მოსკოვის ტერიტორიაზე, უღრან ტყეში პატარა სოფელი იდგა, სახელად Черная грязь. ასე მას ახლომდებარე სამკურნალო ტალახისა და წყაროების გამოუწოდეს.

მოგვიანებით ეს წყაროები აკურთხეს და იქ მომლოცველებმა დაიწყეს სიარული, მათ შორის, დიდგვაროვნებმაც.  

ხევი კოლომენსკის პარკში

„გოლოსოვ ოვრაგ“ ასე ჰქვია ადგილს, სადაც, გადმოცემის თანახმად, ძველი სლავები მიწისქვეშეთისა და იმიერსამყაროს ღმერთ ვოლოსს სწირავდნენ მსხვერპლს.   

ეს ადგილი „მოსკოვის ბერმუდის სამკუთხედად“ მიიჩნევა. ამბობენ, რომ IX−XX  საუკუნეებში იქ უცნაურად უჩინარდებოდნენ ადამიანები.

დანილოვის მონასტერი

ლეგენდა გვამცნობს, რომ ტამპლიერების ცნობილი საგანძური პარიზიდან მოსკოვში ჩაიტანეს საიდუმლოდ მას შემდეგ, რაც ორდენი გაანადგურეს.

ტამპლიერების მოსკოვში ყოფნას სწორედ დანილოვის მონასტრის კედლები ადასტურებს, რომლებიც ორდენის გერბის ფორმის ორნამენტებითაა შემკული.

ნაპოლეონის ყორღანები პერედელკინოში

მოსკოვში, პერედელნიკოს სადგურის მახლობლად ანომალური ზონა მდებარეობს, რომლის პოვნაც საკმაოდ რთულია, თუ გიდი არ გახლავს. ძველი მოსკოველები ამბობენ, რომ გადმოცემით, სწორედ ამ ადგილას შეეჯახნენ ერთმანეთს რუსული და ნაპოლეონის არმიები 1812 წელს.

ახლომახლო მცხოვრებლები ამბობენ, რომ ამ მისტიკით მოცული ადგილიდან ხშირად ისმის ვიღაცის კვნესა დღის 12−დან 18 საათამდე.

იმასაც ამბობენ, რომ ტყე მიწაში იწოვს ყველას, ვინც ანომალურ ზონაში ხვდება. ელექტრომოწყობილობები კი ყორღანებზე ძალიან ცუდად მუშაობს.

ზოდიაქოს წრე

რუსმა მეცნიერმა, გრაფმა იაკოვ ბრიუსმა მე-18 საუკუნეში მოსკოვის ასტროლოგიური რუკა შექმნა. მან ქალაქი 12 სექტორად დაჰყო, რომელთაგან და თითოეული გარკვეულ ზოდიაქოს შეესაბამებოდა.

სწორედ ეს პრინციპი გამოიყენეს მოსკოვის მეტროპოლიტენის პროექტირებისა და მშენებლობის დროს, კერძოდ, წრიული ხაზის, „კოლცევოის“ აგებისას.

ჯადოქრის კოშკი

ეს 60 მეტრიანი კოშკი მე−17 საუკუნის ბოლოს ააგეს და იქ მათემატიკური და სანავიგაციო მეცნიერებების სკოლა განათავსეს. სასწავლო დაწესებულებას პეტრე პირველის უახლოესი თანამებრძოლი, დიპლომატი და ინჟინერი, გრაფი იაკოვ ბრიუსი ჩაუდგა.

მოსკოველებს სწამდათ, რომ ბრიუსი ნამდვილი ჯადოქარი იყო, რომელიც უკვდავების ელექსირს ამზადებდა და ვარსკვლავების მიხედვით ბედისწერას წინასწარმეტყველებდა.

1934 წელს, მიუხედავად ბევრი არქიტექტორის პროტესტისა, კოშკი დაანგრიეს. მის დემონტაჟს პირადად სტალინი ხელმძღვანელობდა. ბელადის ცხოვრების ისტორიკოსები ირწმუნებიან, რომ სტალინმა ხელქვეითებს იქ ბრიუსის „შავი წიგნის“ მოძებნა დაავალა, რომელიც თითქოს სამყაროს ყველა საიდუმლოსა და დღეგრძელობის რეცეპტს შეიცავდა.

კუზნეცკის ხიდის აჩრდილი

ამბობენ, რომ ამ ხიდზე რუსი მეცენატისა და ქველმოქმედის, სავა მოროზოვის საყვარლის აჩრდილი დადის, რომელიც სწორედ აქ დაიღუპა ეკიპაჟის ბორბლებქვეშ.

გადმოცემით, ახალგაზრდა ქალებს აჩრდილთან შეხვედრა საყვარელ ადამიანთან განშორებას უქადის. ამიტომ ღამით, განსაკუთრებით ზაფხულში, ხიდზე გავლას არავის ურჩევენ.

ვვედენის სასაფლაო

ეს ისტორიული სასაფლაო 1771 წელს დაარსდა, შავი ჭირის მძვინვარების დროს.

ამბობენ, რომ იქ არსებული აკლდამებიდან  პერიოდულად ფლეიტისა და ბორკილების ჟღრიალის ხმა ისმის.

© photo: Sputnik / Sergei Pyatakov / გადასვლა მედიაბანკშიარსებობს ლეგენდა, რომ ტრეტიაკოვის გალერეაში გამოფენილი ექსპონატის, მარია ლოპუხინას პორტრეტის დიდხანს ცქერა გასათხოვარი ქალებისთვის არ შეიძლება.
არსებობს ლეგენდა, რომ ტრეტიაკოვის გალერეაში გამოფენილი ექსპონატის, მარია ლოპუხინას პორტრეტის დიდხანს ცქერა გასათხოვარი ქალებისთვის არ შეიძლება.  - Sputnik საქართველო
1/10
არსებობს ლეგენდა, რომ ტრეტიაკოვის გალერეაში გამოფენილი ექსპონატის, მარია ლოპუხინას პორტრეტის დიდხანს ცქერა გასათხოვარი ქალებისთვის არ შეიძლება.
© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიდაახლოებით 500 წლის წინ მოსკოვის ტერიტორიაზე, უღრან ტყეში პატარა სოფელი იდგა, სახელად Черная грязь. ასე მას ახლომდებარე სამკურნალო ტალახისა და წყაროების გამოუწოდეს.
დაახლოებით 500 წლის წინ მოსკოვის ტერიტორიაზე, უღრან ტყეში პატარა სოფელი იდგა, სახელად Черная грязь. ასე მას ახლომდებარე სამკურნალო ტალახისა და წყაროების გამოუწოდეს.  - Sputnik საქართველო
2/10
დაახლოებით 500 წლის წინ მოსკოვის ტერიტორიაზე, უღრან ტყეში პატარა სოფელი იდგა, სახელად Черная грязь. ასე მას ახლომდებარე სამკურნალო ტალახისა და წყაროების გამოუწოდეს.
© photo : Public domain/Khakhalin „გოლოსოვ ოვრაგ“ ასე ჰქვია ადგილს, სადაც, გადმოცემის თანახმად, ძველი სლავები მიწისქვეშეთისა და იმიერსამყაროს ღმერთ ვოლოსს სწირავდნენ მსხვერპლს.
„გოლოსოვ ოვრაგ“ ასე ჰქვია ადგილს, სადაც, გადმოცემის თანახმად, ძველი სლავები მიწისქვეშეთისა და იმიერსამყაროს ღმერთ ვოლოსს სწირავდნენ მსხვერპლს.    - Sputnik საქართველო
3/10
„გოლოსოვ ოვრაგ“ ასე ჰქვია ადგილს, სადაც, გადმოცემის თანახმად, ძველი სლავები მიწისქვეშეთისა და იმიერსამყაროს ღმერთ ვოლოსს სწირავდნენ მსხვერპლს.
CC BY-SA 3.0 / Valeri965 / Cultural heritage object in Russiaტამპლიერების მოსკოვში ყოფნას სწორედ დანილოვის მონასტრის კედლები ადასტურებს, რომლებიც ორდენის გერბის ფორმის ორნამენტებითაა შემკული.
ტამპლიერების მოსკოვში ყოფნას სწორედ დანილოვის მონასტრის კედლები ადასტურებს, რომლებიც ორდენის გერბის ფორმის ორნამენტებითაა შემკული.  - Sputnik საქართველო
4/10
ტამპლიერების მოსკოვში ყოფნას სწორედ დანილოვის მონასტრის კედლები ადასტურებს, რომლებიც ორდენის გერბის ფორმის ორნამენტებითაა შემკული.
© photo: Sputnik / Valeriy Shustov / გადასვლა მედიაბანკშიარსებობს ლეგენდა, რომ სწორედ აქ, ლობნოეზე უნდა მიხვიდე სანუკვარი სურვილის ჩასაფიქრებლად, თუ გინდა, რომ აგისრულდეს.
არსებობს ლეგენდა, რომ სწორედ აქ, ლობნოეზე უნდა მიხვიდე სანუკვარი სურვილის ჩასაფიქრებლად, თუ გინდა, რომ აგისრულდეს.  - Sputnik საქართველო
5/10
არსებობს ლეგენდა, რომ სწორედ აქ, ლობნოეზე უნდა მიხვიდე სანუკვარი სურვილის ჩასაფიქრებლად, თუ გინდა, რომ აგისრულდეს.
© photo: Sputnik / Sergei Subbotin / გადასვლა მედიაბანკშიმოსკოვში, პერედელნიკოს სადგურის მახლობლად ანომალური ზონა მდებარეობს, რომლის პოვნაც საკმაოდ რთულია, თუ გიდი არ გახლავს.
მოსკოვში, პერედელნიკოს სადგურის მახლობლად ანომალური ზონა მდებარეობს, რომლის პოვნაც საკმაოდ რთულია, თუ გიდი არ გახლავს.  - Sputnik საქართველო
6/10
მოსკოვში, პერედელნიკოს სადგურის მახლობლად ანომალური ზონა მდებარეობს, რომლის პოვნაც საკმაოდ რთულია, თუ გიდი არ გახლავს.
CC BY-SA 4.0 / Ludvig14 / MoscowMetro Krasnopresnenskaya (cropped image)მოსკოვის მეტროპოლიტენის პროექტირებისა და მშენებლობის დროს, კერძოდ, წრიული ხაზის, „კოლცევოის“ აგებისას, „ზოდიაქოს წრით“ იხელმძღვანელეს
მოსკოვის მეტროპოლიტენის პროექტირებისა და მშენებლობის დროს, კერძოდ, წრიული ხაზის, „კოლცევოის“ აგებისას, „ზოდიაქოს წრით“ იხელმძღვანელეს - Sputnik საქართველო
7/10
მოსკოვის მეტროპოლიტენის პროექტირებისა და მშენებლობის დროს, კერძოდ, წრიული ხაზის, „კოლცევოის“ აგებისას, „ზოდიაქოს წრით“ იხელმძღვანელეს
© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკში1934 წელს, მიუხედავად ბევრი არქიტექტორის პროტესტისა, „ჯადოქრის კოშკი“ დაანგრიეს. მის დემონტაჟს პირადად სტალინი ხელმძღვანელობდა.
1934 წელს, მიუხედავად ბევრი არქიტექტორის პროტესტისა, „ჯადოქრის კოშკი“ დაანგრიეს. მის დემონტაჟს პირადად სტალინი ხელმძღვანელობდა.  - Sputnik საქართველო
8/10
1934 წელს, მიუხედავად ბევრი არქიტექტორის პროტესტისა, „ჯადოქრის კოშკი“ დაანგრიეს. მის დემონტაჟს პირადად სტალინი ხელმძღვანელობდა.
© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიამბობენ, რომ კუზნეცკის ხიდზე რუსი მეცენატისა და ქველმოქმედის, სავა მოროზოვის საყვარლის აჩრდილი დადის, რომელიც სწორედ აქ დაიღუპა ეკიპაჟის ბორბლებქვეშ.
ამბობენ, რომ კუზნეცკის ხიდზე რუსი მეცენატისა და ქველმოქმედის, სავა მოროზოვის საყვარლის აჩრდილი დადის, რომელიც სწორედ აქ დაიღუპა ეკიპაჟის ბორბლებქვეშ. - Sputnik საქართველო
9/10
ამბობენ, რომ კუზნეცკის ხიდზე რუსი მეცენატისა და ქველმოქმედის, სავა მოროზოვის საყვარლის აჩრდილი დადის, რომელიც სწორედ აქ დაიღუპა ეკიპაჟის ბორბლებქვეშ.
CC BY-SA 4.0 / Cons Ph / Sculpture of Vvedenskoye Cemetery (cropped image)ამბობენ, რომ ვვედენის სასაფლაოს აკლდამებიდან პერიოდულად ფლეიტისა და ბორკილების ჟღრიალის ხმა ისმის.
ამბობენ, რომ ვვედენის სასაფლაოს აკლდამებიდან  პერიოდულად ფლეიტისა და ბორკილების ჟღრიალის ხმა ისმის.  - Sputnik საქართველო
10/10
ამბობენ, რომ ვვედენის სასაფლაოს აკლდამებიდან პერიოდულად ფლეიტისა და ბორკილების ჟღრიალის ხმა ისმის.
ყველა ახალი ამბავი
0