ჟურნალმა Forbes-მა გამოაქვეყნა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების რეიტინგი 2019 წელს

200
(განახლებულია 16:57 22.08.2019)

ამერიკულმა Forbes-მა გამოაქვეყნა მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების ყოველწლიური რეიტინგი. ტოპ-10 ადგილიდან ნახევარი „შურისმაძიებლების“ მსახიობებმა დაიკავეს, ხოლო მის სათავეში დუეინ „კლდე“ ჯონსონი მოხვდა.

მამაკაცების მთავარი როლები ჯერ კიდევ მომგებიანი ამპლუაა ჰოლივუდში. უკვე იშვიათია ჰონორარის 20-20 სქემით გაცემა (20 მილიონი დოლარი თავიდან და 20% მოგებიდან), რაც ხშირი მოვლენა იყო ჰარისონ ფორდისა და ტომ კრუზისათვის. თუმცა ჰოლივუდში კვლავ არიან მსახიობები, რომელთა აუდიტორიაც ძალიან დიდია, მათ კი შვიდნიშნა ჰონორარზე დამატებით ფილმის შემოსავლიდან დამატებით უხდიან.

შემოსავლები დათვლილია Nielsen-ის, ComScore-ის, Box Office Mojo-ს და IMDB-ს მონაცემებზე და ინდუსტრიის ექსპერტების მოსაზრებებზე დაყრდნობით. ყველა თანხა მითითებულია გადასახადების გადახდამდე.

200
  • დუეინ ჯონსონის შემოსავალი 89,4 მილიონი დოლარია

  • © AFP / Valerie Macon

    კრის ჰემსუორთის ქონება 76,4 მილიონი დოლარით განისაზღვრა

  • © AP Photo / Invision / Willy Sanjuan

    მსახიობი რობერტ დაუნი უმცროსის ქონება 66 მილიონი დოლარით განისაზღვრა

  • © AFP / Sujit Jaiswal

    ინდოელი მსახიობი აკშაი კუმარი 65 მილიონი დოლარის მფლობელია

  • მსახიობი ჯეკი ჩანის ქონება 58 მილიონ დოლარს შეადგენს

  • © AFP / A.M.P.A.S/Matt Sayles

    ბრედლი კუპერის შემოსავლები კი 57 მილიონ დოლარს უტოლდება

  • © AP Photo / Invision/Vianney Le Caer

    ამერიკელი კომიკოსი ადამ სენდლერის ქონება ასევე 57 მილიონ დოლარად შემცირდა

  • მსახიობი კრის ევანსი 43,5 მილიონი დოლარის მფლობელია

  • © AFP / Getty Images for Maui Film Festival/Rich Fury

    პოლ რადი მეცხრე ადგილს 41 მილიონი დოლარით იკავებს

  • ათეულის ბოლოში კი მოხვდა უილ სმიტი 35 მილიონი დოლარით