სექსუალური და ნიჭიერი: ჯენიფერ ლოპესი თამამი სამოსით

158
(განახლებულია 13:02 14.08.2019)

დღეს ის მომღერალიცაა, მსახიობიც, მოცეკვავეც, კომპოზიტორიცა და დიზაინერიც. მრავალმხრივად ნიჭიერია და წარმატებული, ამასთან სექსუალური და სასურველი. იხილეთ შესანიშნავი ჯეი ლო Sputnik-ის ფოტოლენტაში.

ჯენიფერ ლოპესმა შემოქმედებითი კარიერა ცეკვით დაიწყო, თუმცა მსოფლიო პოპულარობა მას ვოკალურმა მონაცემებმა მოუტანა.

ღარიბი პუერტირიკოელების ოჯახში დაბადებული გოგონა ოცნებობდა დაემტკიცებინა ყველასთვის, რომ არარერთი ტალანტი ჰქონდა, მათ შორის, მუსიკისაც. და გამოუვიდა კიდეც. დღეს ის მომღერალიცაა, მსახიობიც, მოცეკვავეც, კომპოზიტორიცა და დიზაინერიც. გამოცემული აქვს 7 სტუდიური ალბომი, გადაღებულია ათობით ფილმში, არის „ოქროს გლობუსის“ მფლობელი და ასევე არაერთი მიღწევა აქვს ბიზნესის სფეროში. 

 

158
  • © AFP / Robyn Beck

    მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი Grammy 61-ე დაჯილდოებაზე ლოს-ანჯელესში

  • © AFP / Ethan Miller/Getty Images for ABA

    მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი ტურის It's My Party დროს ლას-ვეგასში

  • © AFP / Mark Ralston

    მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი Grammy 59-ე დაჯილდოებაზე ლოს-ანჯელესში

  • © AP Photo / Chris Pizzello/Invision

    მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი 2018 MTV Video Music Awards დაჯილდოების ცერემონიაზე ნიუ-იორკში

  • © AP Photo / Charles Sykes/Invision

    ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი ერთ-ერთ ღონისძიებაზე ნიუ-იორკში

  • © AFP / Getty Images/Kevork Djansezian

    ჯენიფერ ლოპესი და რეპერი პიტბული American Music Awards-ის დაჯილდოებაზე 2011 წელს

  • © AFP / Vince Bucci

    მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი გრემის რიგით 42-ე დაჯილდოებაზე ლოს-ანჯელესში, 2000 წელი

  • © AFP / Kevin Winter

    წამყვანები ჯენიფერ ლოპესი და კემერონ დიასი „ოსკარის“ რიგით 84-ე ცერემონიაზე კალიფორნიაში, 2012 წელი

  • © AFP / Dia Dipasupil

    ალექს როდრიგესი და ჯენიფერ ლოპესი ოსკარის აფთერფართიზე, 2019 წელი

  • © AFP / Kevin Winter

    ჯენიფერ ლოპესი და პიტბული Nokia LA თეატრის სცენაზე, 2014 წელი

  • © AFP / Adrian Sanchez-Gonzalez

    ჯენიფერ ლოპესი „ოსკარის“ აფთერფართიზე კალიფორნიაში, 2015 წელი

  • © AFP / Angela Weiss

    ჯენიფერ ლოპესი მეტროპოლიტენის მუზეუმის გალა-კონცერტზე ნიუ-იორკში, 2019

  • © AFP / Kevin Winter/Getty Images

    ჯენიფერ ლოპესი ვაჟ მაქსთან და ქალიშვილ ემასთან ერთად

  • © AFP / Kevin Winter/Getty Images

    ჯენიფერ ლოპესი American Music Awards 2015-ის დაჯილდოების ცერემონიაზე

  • © AFP / Jamie McCarthy/Getty Images

    ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი MTV Video Music Awards 2018 დაჯილდოებაზე

  • © AFP / David Becker/Getty Images

    ჯენიფერი ლოპესი Billboard Latin Music Awards 2018-ს დაჯილდოების ცერემონიაზე

  • © AFP / Sergi Alexander/Getty Images

    ჯენიფერი ლოპესი Billboard Latin Music Awards 2017-ს დაჯილდოების ცერემონიაზე

  • © AFP / Hector Retamal

    ჯენიფერი ლოპესი და ალექს როდრიგესი Met Gala-ზე მეტროპოლიტენის მუზეუმში, ნიუ-იორკი

საკარანტინო რეჟიმის შემსუბუქება საბერძნეთში ფოტო

97
(განახლებულია 17:00 27.05.2020)
შეზღუდვების მოხსნის ეტაპი ქვეყანაში პირველი არ არის. მაისის დასაწყისში დაწყებული პროცესი მეოთხე ფაზაში გადავიდა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, როგორ გამოიყურება საბერძნეთის სანაპიროები კარანტინის შემდეგ.

25 მაისიდან საბერძნეთში გაიხსნა ტავერნები, რესტორნები, კაფეები და ბარები. ქვეყნის მოსახლეობას უკვე შეუძლია ესტუმროს ამ დაწესებულებებსა და სანაპიროს.

მაგალითად, შაბათს, 16 მაისს 40 გრადუსი სიცხის გამო დაგეგმილთან შედარებით ორი კვირით ადრე გაიხსნა 515 პლაჟი, 17 მაისიდან მორწმუნეებს საკვირაო ლიტურგიაზე დასწრების ნებართვა მისცეს, 18 მაისიდან განახლდა არქეოლოგიური სამუშაოები, ამუშავდა ზოოპარკები და ბოტანიკური ბაღები.

შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმება 4 მაისიდან დაიწყო. გეგმა გაწერილია ორ თვეზე იმ პირობით, თუ სიტუაცია არ გართულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყნის მთავრობა ისევ კარანტინის გაძლიერებულ რეჟიმს დააწესებს.

97
  • © photo: Sputnik / Kostis Ntantamis

    საბერძნეთში შაბათს 30 გრადუსი სიცხის გამო გაიხსნა ორგანიზებული პლაჟები, რომლებიც ორი თვის განმავლობაში იყო დაკეტილი

  • © photo: Sputnik / Kostis Ntantamis

    რა თქმა უნდა, სანაპიროზე ახალი წესები მოქმედებს, ორგანიზებული პლაჟების პერსონალი ვალდებულია შეძლონგებს ყოველი კლიენტის შემდეგ დეზინფექცია ჩაუტაროს. დამსვენებლები ვალდებულები არიან შეზლონგებზე პირსახოცები დაიგონ

  • © photo: Sputnik / Kostis Ntantamis

    ზღვაში ბანაობა პირველი ივნისიდან უნდა დაშვებულიყო, თუმცა ძლიერი სიცხის გამო პლაჟები ორი კვირით ადრე გახსნეს

  • © photo: Sputnik / Kostis Ntantamis

    სანაპიროებზე მკაცრად კონტროლდება დამსვენებლების რაოდენობა, აქ ათას კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 40 ადამიანი დაიშვება

  • © photo: Sputnik / Kostis Ntantamis

    მინიმალური მანძილიქოლების სადგამებს შორის ოთხი მეტრია, ხოლო ქოლგების ჩრდილებს შორის - ერთი მეტრი. ერთი ქოლგის ქვეშ შეიძლება მხოლოდ ორი შეზლონგის დადგმა, გარდა ოჯახებისა. რომლების წევრების არასრულწლოვნები არიან

  • © photo: Sputnik / Kostis Ntantamis

    პერსონალი ვალდებულია გამოიყენოს ნიღბები. ზემოთჩამოთვლილი ერთ-ერთი პუნქტის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 5 ათასიდან 20 ათას ევრომდეა, რაც დაწესებულების მოცულობაზეა დამოკიდებული. პლაჟის საქმიანობა კი 30 დღით შეჩერდება

  • © photo: Sputnik / Kostis Ntantamis

    ვარაუდობენ, რომ ეს წესები საბერძნეთში ტურისტული სეზონის გახსნის შემთხვევაშიც იმოქმედებს

სკუტერების ქალაქი: თბილისში ელექტროსკუტერების პოპულარობა იზრდება ფოტო

189
(განახლებულია 16:17 25.05.2020)
  • თბილისის ქუჩებში, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში, ხშირად სარგებლობენ ელექტროსკუტერებით
  • სერვისი იაფი არ ღირს, თუმცა შეზღუდულ დროში თანხის დაზოგვა შესაძლებელია
  • თბილისის მერიაში მიაჩნიათ, რომ სკუტერები შესაძლოა ავტომობილის ერთგვარ ალტერნატივად იქცეს, როდესაც ქალაქის ქუჩები გადატვირთულია და საცობები იქმნება
  • გარდა ამისა, ელექტროსკუტერი ეკომეგობრული ტრანსპორტია და არ აბინძურებს გარემოს
  • მგზავრობის პირველი ათი წუთი უფასოა
  • სკუტერის გააქტიურება მობილური აპლიკაციის მეშვეობით ხდება
  • მათი რაოდენობა დღითიდღე მატულობს
  • პანდემიასთან დაკავშირებით ელექტროსკუტერებს მერიის თანამშრომლები დღეში რამდენჯერმე დეზინფექციას უკეთებენ
  • ქალაქის მერის განცხადებას, რომ თბილისში ჯანსაღი ეკოლოგიური გარემო უმნიშვნელოვანესია, საზოგადოების დიდი ნაწილი ეთანხმება
  • ელექტროსკუტერები თბილისის ისტორიულ ცენტრშიც გამოჩნდა, თუმცა, დაკეტილი საზღვრების გამო, ქალაქის ტურისტულ ნაწილში სიცარიელეა
  • სამაგიეროდ ხალხმრავალ ადგილებში მათზე დიდი მოთხოვნაა
  • თუ ეს პროექტი გაამართლებს, ელექტროსკუტერები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაჩნდება
თბილისში საზოგადოებრივ და კერძო ტრანსპორტზე დროებითი აკრძალვის დროს პოპულარული გახდა ელექტროსკუტერები.

ახალი ინიციატივა ბევრს მოეწონა, განსაკუთრებით – ახალგაზრდებს. ახლა თბილისის ქუჩებში ხშირად იხილავთ სხვადასხვა ასაკის ხალხს, რომლებიც ელექტროსკუტერებით გადაადგილდებიან. თუმცა, ძირითადად ახალგაზრდები.

თბილისის მერიაში მიაჩნიათ, რომ სკუტერები შესაძლოა ავტომობილის ერთგვარ ალტერნატივად იქცეს, ასევე ხელი შეუწყოს „საცობებისა“ და ეკოლოგიური მდგომარეობის პრობლემების გადაჭრას. ამგვარი მომსახურებით ასევე ბათუმშიც სარგებლობენ.

 

189
  • თბილისის ქუჩებში, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში, ხშირად სარგებლობენ ელექტროსკუტერებით
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    თბილისის ქუჩებში, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში, ხშირად სარგებლობენ ელექტროსკუტერებით

  • სერვისი იაფი არ ღირს, თუმცა შეზღუდულ დროში თანხის დაზოგვა შესაძლებელია
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    სერვისი იაფი არ ღირს, თუმცა შეზღუდულ დროში თანხის დაზოგვა შესაძლებელია

  • თბილისის მერიაში მიაჩნიათ, რომ სკუტერები შესაძლოა ავტომობილის ერთგვარ ალტერნატივად იქცეს, როდესაც ქალაქის ქუჩები გადატვირთულია და საცობები იქმნება
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    თბილისის მერიაში მიაჩნიათ, რომ სკუტერები შესაძლოა ავტომობილის ერთგვარ ალტერნატივად იქცეს, როდესაც ქალაქის ქუჩები გადატვირთულია და საცობები იქმნება

  • გარდა ამისა, ელექტროსკუტერი ეკომეგობრული ტრანსპორტია და არ აბინძურებს გარემოს
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    გარდა ამისა, ელექტროსკუტერი ეკომეგობრული ტრანსპორტია და არ აბინძურებს გარემოს

  • მგზავრობის პირველი ათი წუთი უფასოა
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    მგზავრობის პირველი ათი წუთი უფასოა

  • სკუტერის გააქტიურება მობილური აპლიკაციის მეშვეობით ხდება
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    სკუტერის გააქტიურება მობილური აპლიკაციის მეშვეობით ხდება

  • მათი რაოდენობა დღითიდღე მატულობს
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    მათი რაოდენობა დღითიდღე მატულობს

  • პანდემიასთან დაკავშირებით ელექტროსკუტერებს მერიის თანამშრომლები დღეში რამდენჯერმე დეზინფექციას უკეთებენ
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    პანდემიასთან დაკავშირებით ელექტროსკუტერებს მერიის თანამშრომლები დღეში რამდენჯერმე დეზინფექციას უკეთებენ

  • ქალაქის მერის განცხადებას, რომ თბილისში ჯანსაღი ეკოლოგიური გარემო უმნიშვნელოვანესია, საზოგადოების დიდი ნაწილი ეთანხმება
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    ქალაქის მერის განცხადებას, რომ თბილისში ჯანსაღი ეკოლოგიური გარემო უმნიშვნელოვანესია, საზოგადოების დიდი ნაწილი ეთანხმება

  • ელექტროსკუტერები თბილისის ისტორიულ ცენტრშიც გამოჩნდა, თუმცა, დაკეტილი საზღვრების გამო, ქალაქის ტურისტულ ნაწილში სიცარიელეა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ელექტროსკუტერები თბილისის ისტორიულ ცენტრშიც გამოჩნდა, თუმცა, დაკეტილი საზღვრების გამო, ქალაქის ტურისტულ ნაწილში სიცარიელეა

  • სამაგიეროდ ხალხმრავალ ადგილებში მათზე დიდი მოთხოვნაა
    © Sputnik / Viktor Kaminsky.

    სამაგიეროდ ხალხმრავალ ადგილებში მათზე დიდი მოთხოვნაა

  • თუ ეს პროექტი გაამართლებს, ელექტროსკუტერები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაჩნდება
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    თუ ეს პროექტი გაამართლებს, ელექტროსკუტერები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაჩნდება

სატვირთო ავტომობილი ბლოკპოსტზე

გახარია: სატრანზიტო გადაზიდვების მძღოლები ყველაზე მაღალი რისკის შემცველები არიან

0
(განახლებულია 15:21 29.05.2020)
განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევბი 746–მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 576 ადამიანი, გარდაიცვალა – 12

თბილისი, 29 მაისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  გადამზიდავი კომპანიის მფლობელებს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და საკოორდინაციო შტაბთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ პრემიერმა დღეს პარლამენტში განაცხადა, სადაც ამ წუთებში ინტერპელაციის წესით იმყოფება.

საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა>>

დღეს საქართველოში კორონავირუსი რვა ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ექვსი საკარანტინო ზონიდანაა, ორი კი სატვირთო მანქანის მძღოლია.

„მძღოლები, რომლებიც სატრანზიტო ფუნქციას ასრულებენ, არიან ყველაზე მაღალი რისკის შემცველები და მათი კონტროლი... რომ მათ შრომა არ გააჩერონ... არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.  ამიტომ  მიმაჩნია, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი დღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ასევე მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს გამოჩენილი გონიერებისთვის და თანადგომისთვის და აღნიშნა, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენის შემდეგ ჯერჯერობით პირბადის გარეშე გადაადგილების ფაქტი არ გამოვლენილა.

„ასევე, მინდა გაგახსენოთ, რომ დღეს საქართველოში გაიხსნა ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს გონიერებისთვის და თანადგომისთვის, რამეთუ დღეს მუნიციპალურ ტრანსპორტში პირბადის გარეშე გადაადგილების არც ერთი შემთხვევა ჯერჯერობით დაფიქსირებული არ არის“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 746–მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 576 ადამიანი, გარდაიცვალა – 12.

კარანტინში იმყოფება 2966 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში – 250.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში