Victoria’s Secret (ინგლისურიდან - ვიქტორიას საიდუმლო) - ქალის თეთრეულის, საცურაო კოსტიუმების, ტანსაცმლის, კოსმეტიკის, პარფიუმერიისა და აქსესუარების მწარმოებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია. მდებარეობს აშშ-ის შტატ ოჰაიოში, ქალაქ კოლუმბუსში
სუპერმოდელების ერაში, 1995 წლიდან, Victoria’s Secret-მა ჩვენებებში მონაწილეობისათვის ცნობილი გოგონების მოწვევა დაიწყო. გარდა თეთრეულისა, მათ ეკეთათ პეპლის, ჩიტისა და ფერიის ფრთები, ამიტომ მალე ბრენდის ამბასადორებს „ანგელოზების“ ტიტული მიენიჭათ. მათ შორის პირველები იყვნენ რებეკა რომეინი (მოგვიანებით მან X-ადამიანებში მისტიკის როლი შეასრულა), იასმინ გაური (მონიკა ბელუჩის კანადელი ორეული), ჰელენა კრისტენსენი (ჟურნალი Elle-ს ფავორიტი მოდელი), ასევე სტეფანი სეიმური, კარენ მიულდერი და ტაირა ბენკსი.
დღეისათვის „ანგელოზები“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი და სახელგანთქმული მოდელები არიან, მათ ჩვენებებს კი უამრავი თავყვანისმცემელი ყავს.