საპროტესტო ჭიდილი თბილისში: ფოტოქრონიკა მოვლენების ადგილიდან

გამოწერა
რუსთაველის გამზირზე ღამემ მშვიდობიანად, მაგრამ მაინც დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა. ორი სხვადასხვა აქციის მონაწილეები დილამდე არ დაშლილან. იხილეთ „Sputnik საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ რა ხდებოდა პარლამენტის წინ

რუსთაველის გამზირზე ღამემ მშვიდობიანად, მაგრამ მაინც დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა. ორი სხვადასხვა აქციის მონაწილეები დილამდე არ დაშლილან. იხილეთ „Sputnik საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ რა ხდებოდა პარლამენტის წინ.

ორშაბათს, საღამოს თბილისის სხვადასხვა ნაწილში ერთდროულად რამდენიმე საპროტესტო აქცია დაიწყო — სხვადასხვა მოთხოვნებით.

პარლამენტის წინ ტრადიციული ფასეულობების დამცველები შეიკრიბნენ, რომლებიც ლგბტ–საზოგადოების მიერ დაგეგმილ „ღირსების მარშს“ აპროტესტებდნენ.

ამით მათ ფაქტობრივად წაართვეს ადგილი იმ საპროტესტო აქციას, რომლის მონაწილეებიც 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ. ამიტომ ისინი ასიოდე მეტრის მოშორებით დადგნენ.
მათ შორის იდგა პოლიცია, რომელსაც კორდონები ჰქონდა მოწყობილი.

კიდევ ერთი, რიგით მესამე აქცია ქალაქის ცენტრიდან მოშორებით მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ გაიმართა. იქ ლგბტ–საზოგადოების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. მცირე მიტინგის შემდეგ კი ისინიც რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ.

მეოთხე აქცია უკვე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოფისის წინ გაიმართა, რომლის მონაწილეებიც გიორგი გაბუნიას სკანდალურ ეთერს აპროტესტებდნენ.

 

© Sputnik / Shota Nozadzeპარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა
პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა - Sputnik საქართველო
1/10
პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა
© Sputnik / Shota Nozadzeპოლიციამ ორ განსხვავებულ აქციას შორის კორდონი მოაწყო, რათა დაპირისპირება არ დაეშვა
პოლიციამ ორ განსხვავებულ აქციას შორის კორდონი მოაწყო, რათა დაპირისპირება არ დაეშვა - Sputnik საქართველო
2/10
პოლიციამ ორ განსხვავებულ აქციას შორის კორდონი მოაწყო, რათა დაპირისპირება არ დაეშვა
© Sputnik / Shota Nozadzeაქციების მონაწილეები ტერიტორიულ პოზიციებს არ თმობდნენ
აქციების მონაწილეები ტერიტორიულ პოზიციებს არ თმობდნენ - Sputnik საქართველო
3/10
აქციების მონაწილეები ტერიტორიულ პოზიციებს არ თმობდნენ
© Sputnik / Shota Nozadzeპოლიცია, აქციის მონაწილეების მსგავსად, ასევე მთელი ღამე მორიგეობდა ადგილზე
პოლიცია, აქციის მონაწილეების მსგავსად, ასევე მთელი ღამე მორიგეობდა ადგილზე   - Sputnik საქართველო
4/10
პოლიცია, აქციის მონაწილეების მსგავსად, ასევე მთელი ღამე მორიგეობდა ადგილზე
© Sputnik / Shota Nozadzeმოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ ტერიტორია გიორგი გახარიას მოწინააღმდეგეებს ჰქონდათ დაკავებული
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ ტერიტორია გიორგი გახარიას მოწინააღმდეგეებს ჰქონდათ დაკავებული  - Sputnik საქართველო
5/10
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ ტერიტორია გიორგი გახარიას მოწინააღმდეგეებს ჰქონდათ დაკავებული
© Sputnik / Shota Nozadzeუშუალოდ პარლამენტის შენობისწინა ტერიტორია კი ტრადიციული ფასეულობების დამცველებსა და ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებს ეკავათ
უშუალოდ პარლამენტის შენობისწინა ტერიტორია კი ტრადიციული ფასეულობების დამცველებსა და ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებს ეკავათ  - Sputnik საქართველო
6/10
უშუალოდ პარლამენტის შენობისწინა ტერიტორია კი ტრადიციული ფასეულობების დამცველებსა და ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეებს ეკავათ
© Sputnik / Shota Nozadzeგართულებების თავიდან ასაცილებლად და სამი აქციის მონაწილეთა დასაშორიშორებლად, თავისუფლების მოედანზე დიდი რაოდენობით პოლიციელი და სპეცრაზმელი მორიგეობდა
გართულებების თავიდან ასაცილებლად და სამი აქციის მონაწილეთა დასაშორიშორებლად, თავისუფლების მოედანზე დიდი რაოდენობით პოლიციელი და სპეცრაზმელი მორიგეობდა - Sputnik საქართველო
7/10
გართულებების თავიდან ასაცილებლად და სამი აქციის მონაწილეთა დასაშორიშორებლად, თავისუფლების მოედანზე დიდი რაოდენობით პოლიციელი და სპეცრაზმელი მორიგეობდა
© Sputnik / Vladimir Umikashviliასე დაათენდათ თავს აქციის მონაწილეებს...
ასე დაათენდათ თავს აქციის მონაწილეებს...   - Sputnik საქართველო
8/10
ასე დაათენდათ თავს აქციის მონაწილეებს...
© Sputnik / Shota Nozadzeდა მათ მახლობლად მყოფ პოლიციელებსაც
და მათ მახლობლად მყოფ პოლიციელებსაც  - Sputnik საქართველო
9/10
და მათ მახლობლად მყოფ პოლიციელებსაც
© Sputnik / Vladimir Umikashviliსამშაბათს აქციები კვლავ გაგრძელდება
სამშაბათს აქციები კვლავ გაგრძელდება - Sputnik საქართველო
10/10
სამშაბათს აქციები კვლავ გაგრძელდება
ყველა ახალი ამბავი
0