პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მიდიან ოჯახებთან ერთად, ზოგიც ადგილზე ქმნის ოჯახს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ მიმდინარეობს აქცია.
საპროტესტო ტალღა საქართველოში რუსი დეპუტატის ჩამოსვლას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სესიის წაყვანას მოჰყვა. გვიან ღამით მშვიდობიანი ანტირუსული აქცია არეულობაში გადაიზარდა. არეულობის შედეგად დაშავდა 240 ადამიანი, აქედან 80 პოლიციელი.
საპროტესტო აქციები გრძელდება. ერთადერთი დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომაა, რომელსაც მომიტინგეები აქციის დაშლისას ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ.
გახარიას თქმით, იმ ღამით იყო სახელმწიფო ინსტიტუტისა და ხელისუფლების ძალადობრივად დაუფლების მცდელობა, რაც პოლიციამ თავიდან აირიდა. მინისტრმა განაცხადა, რომ 20-21 ივნისის მოვლენებზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.