თვალახვეული ბიუსტი და ანთებული ფაიერები: 10 საუკეთესო ფოტო საპროტესტო აქციებიდან

გამოწერა
თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება. მომიტინგეები კვლავ ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ფოტოკადრები, თუ როგორ მიმდინარეობდა აქციის მეხუთე დღე

თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება. მომიტინგეები კვლავ ითხოვენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ფოტოკადრები, თუ როგორ მიმდინარეობდა აქციის მეხუთე დღე.

ყველა წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ და საზოგადოებამ, რომელიც მიტინგში იღებს მონაწილეობას, გამარჯვებად დაასახელა 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება, თუმცა მათ აღნიშნეს, რომ ეს არ არის საკმარისი და უნდა გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

სამშაბათს, საღამოს საპროტესტო აქცია გაგრძელდება. ეს საპროტესტო აქციების მეექვსე დღე იქნება.

პროტესტის ტალღა, რომელიც საქართველოში რუსი პოლიტიკოსის ჩამოსვლას და საქართველოს პარლამენტში თავმჯდომარის სავარძლიდან სესიის წაყვანას მოჰყვა, ხუთშაბათს არეულობაში გადაიზარდა. მომიტინგეები ცდილობდნენ პარლამენტში შეღწევას, პოლიციამ საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობის შედეგად დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი.

პროტესტი ამით არ დასრულებულა. მომიტინგეები ყოველდღე 19:00 საათზე იკრიბებიან პარლამენტის წინ და მრავალრიცხოვან აქციებს მართავენ. ისინი მოითხოვენ არეულობის დროს დაკავებულების გათავისუფლებას, მათ დასჯას, ვინც ძალას გადაამეტა მიტინგის დაშლის დროს და მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას. ამ დროისათვის დაკავებულთა ნახევარზე მეტი, კონკრეტულად 180 ადამიანი უკვე გათავისუფლებულია.

© Sputnik / Vladimir Umikashviliორშაბათს ღამით საპროტესტო აქცია კვლავ გაგრძელდა
ორშაბათს ღამით საპროტესტო აქცია კვლავ გაგრძელდა - Sputnik საქართველო
1/9
ორშაბათს ღამით საპროტესტო აქცია კვლავ გაგრძელდა
© Sputnik / Vladimir Umikashviliაქციის მონაწილეებმა „ცოცხალი ჯაჭვი“ აღმართეს რუსთაველის გამზირზე
აქციის მონაწილეებმა „ცოცხალი ჯაჭვი“ აღმართეს რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო
2/9
აქციის მონაწილეებმა „ცოცხალი ჯაჭვი“ აღმართეს რუსთაველის გამზირზე
© Sputnik / Vladimir Umikashvili„ეს რუსთა ველი არ არის, ეს რუსთაველია!“
„ეს რუსთა ველი არ არის, ეს რუსთაველია!“ - Sputnik საქართველო
3/9
„ეს რუსთა ველი არ არის, ეს რუსთაველია!“
© Sputnik / Vladimir Umikashviliღამით მომიტინგეები პლაკატებით, დროშებითა და ანთებული ფაიერებით მივიდნენ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, რომელიც პარლამენტთან ახლოს მდებარეობს
ღამით მომიტინგეები პლაკატებით, დროშებითა და ანთებული ფაიერებით მივიდნენ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, რომელიც პარლამენტთან ახლოს მდებარეობს - Sputnik საქართველო
4/9
ღამით მომიტინგეები პლაკატებით, დროშებითა და ანთებული ფაიერებით მივიდნენ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, რომელიც პარლამენტთან ახლოს მდებარეობს
© Sputnik / Vladimir Umikashviliმომიტინგეები არ აპირებენ გამოსვლების შეწყვეტას მანამ, სანამ არ შესრულდება მათი მოთხოვნები
მომიტინგეები არ აპირებენ გამოსვლების შეწყვეტას მანამ, სანამ არ შესრულდება მათი მოთხოვნები - Sputnik საქართველო
5/9
მომიტინგეები არ აპირებენ გამოსვლების შეწყვეტას მანამ, სანამ არ შესრულდება მათი მოთხოვნები
© Sputnik / Vladimir Umikashviliსამშაბათს საპროტესტო აქცია კვლავ გაგრძელდება
სამშაბათს საპროტესტო აქცია კვლავ გაგრძელდება - Sputnik საქართველო
6/9
სამშაბათს საპროტესტო აქცია კვლავ გაგრძელდება
© Sputnik / Vladimir Umikashviliცალი თვალის ახვევა გახდა 21 ივნისს მიტინგის რეზინის ტყვიებით დაშლის სიმბოლო, როდესაც რამდენიმე მოქალაქემ თვალი დაკარგა
ცალი თვალის ახვევა გახდა 21 ივნისს მიტინგის რეზინის ტყვიებით დაშლის სიმბოლო, როდესაც რამდენიმე მოქალაქემ თვალი დაკარგა - Sputnik საქართველო
7/9
ცალი თვალის ახვევა გახდა 21 ივნისს მიტინგის რეზინის ტყვიებით დაშლის სიმბოლო, როდესაც რამდენიმე მოქალაქემ თვალი დაკარგა
© Sputnik / Vladimir Umikashviliთუმცა 21 ივნისის ღამის შემდეგ პოლიცია არანაირად არ უშლის ხელს საპროტესტო აქციების გამართვას, რომლებიც მშვიდობიანად მიმდინარეობს თბილისის ცენტრში
თუმცა 21 ივნისის ღამის შემდეგ პოლიცია არანაირად არ უშლის ხელს საპროტესტო აქციების გამართვას, რომლებიც მშვიდობიანად მიმდინარეობს თბილისის ცენტრში - Sputnik საქართველო
8/9
თუმცა 21 ივნისის ღამის შემდეგ პოლიცია არანაირად არ უშლის ხელს საპროტესტო აქციების გამართვას, რომლებიც მშვიდობიანად მიმდინარეობს თბილისის ცენტრში
© Sputnik / Vladimir Umikashviliგვიან ღამით აქციის მონაწილეები ღამით იშლებიან, თუმცა მომდევნო დღეს ისინი კვლავ განაგრძობენ საპროტესტო აქციას
გვიან ღამით აქციის მონაწილეები ღამით იშლებიან, თუმცა მომდევნო დღეს ისინი კვლავ  განაგრძობენ საპროტესტო აქციას - Sputnik საქართველო
9/9
გვიან ღამით აქციის მონაწილეები ღამით იშლებიან, თუმცა მომდევნო დღეს ისინი კვლავ განაგრძობენ საპროტესტო აქციას
ყველა ახალი ამბავი
0