პარასკევს ღამით საქართველოს პარლამენტთან მასობრივი საპროტესტო აქცია გაგრძელდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს სურათები აქციიდან
პარლამენტის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქციის მსვლელობის დროს რუსთაველზე გადაიკეტა გზა - მომიტინგეებმა დაიკავეს მთავარი საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარედ მთლიანი ტერიტორია.
საზოგადოება პროტესტს გამოთქვამდა რუსეთის პოლიტიკის მიმართ და უნდობლობას უცხადებდა საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას. ისმოდა მოწოდებები მთავრობის, შს მინისტრისა და სხვა მაღალჩინოსნების გადადგომასთან დაკავშირებით. ქართველ პოლიტიკოსებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს აქციაზე სიტყვით გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ - მომიტინგეებმა განაცხადეს, რომ არ არიან არცერთი პარტიისა თუ პოლიტიკური ძალის მომხრეები.
აქცია, რომელიც ათობით საათის განმავლობაშ გრძელდებოდა, მშვიდობიანად ჩატარდა. სპეცრაზმი აღარ გამოჩენილა, ხელისუფლებას მშვიდობიანი აქციის დაშლის მცდელობა არ ჰქონია. რუსთაველის გამზირზე მორიგეობდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. მომიტინგეთა შორის ძირითადად იყვნენ სტუდენტები და ახალგაზრდები.
პარასკევს საღამოს საქართველოს პარლამენტთან ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი
აქცია მშვიდობიანად ჩატარდა, ბევრ მომიტინგეს ხელში საქართველოს დროშა ეჭირა - როგორც ქვეყნის სიმბოლო
ზოგიერთი მონაწილე, წინა ღამით მიტინგის რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაშლის გამო, აქციაზე ნიღბებითა და ჩაფხუტებით მივიდა
ხუთშაბათს აქციის დაშლამ ახალგაზრდები ვერ შეაჩერა და პარასკევს პარლამენტთან კიდევ უფრო მეტი ადამიანი მივიდა
ზოგიერთ მომიტინგეს ხელში ეჭირა ტრანსფარანტი, რომლითაც პოლიციასა და სპეცრაზმს მოუწოდება, რომ არ ესროლათ მათთვის
აქციაზე შეკრებილები აპროტესტებდნენ რუსეთის პოლიტიკას და უნდობლობას უცხადებდნენ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას
აქციის ბევრი მონაწილე პირდაპირ ეთერში აშუქებდა მიმდინარე მოვლენებს
ზოგიერთი ლოზუნგი და ტრანსფარანტი მიტინგის მსვლელობის დროს იქმნებოდა
აქციაზე მისული ყველა ადამიანი თავისებურად გამოთქვამდა პროტესტს
პოლიცია და მეხანძრე-მაშველები სპეცტექნიკით ელოდებოდნენ მოვლენათა განვითარებას საქართველოს სამთავრობო ადმინისტრაციის შენობასთან
პოლიცია მორიგეობდა რუსთაველის გამზირზეც, თუმცა ადგილზე არ ყოფილა არავითარი სპეცრაზმი
აქციის მონაწილეთა შორის ძირითადად სტუდენტები და ახალგაზრდები იყვნენ
მიტინგი პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობდა - მის მონაწილეებს ათვისებული ქონდათ მთელი მიმდებარე ტერიტორია
ქუჩაზე პარლამენტის მხარეს ხალხის დიდი რაოდენობის გამო გავლა შეუძლებელი იყო
აქციაზე პლაკატების უმეტესობა მიმართული იყო რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ. ასევე ჩანდა საქართველოს მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ ლოზუნგები
მომიტინგეები ითხოვდნენ შს მინისტრისა და მთავრობის გადადგომას
მომიტინგეები აცხადებდნენ, რომ არ მიეკუთვნებოდნენ არცერთ პარტიას. პოლიტიკოსებს არ აძლევდნენ საშუალებას სიტყვით გამოსულიყვნენ
აქციის მსვლელობისას რუსთაველის გამზირზე მორიგეობდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები
ღამის სამი საათისთვის გამზირზე რამდენიმე ასეული ადამიანი დარჩა. გვიან ღამით აქციის მონაწილეები დაიშალნენ. ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია
საქართველო არ განეკუთვნება ცივი კლიმატის მქონე ქვეყნების კატეგორიას, თუმცა ზამთარი აქაც საკმაოდ ცივია, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში. ბოლო დღეების განმავლობაში მთელ ქვეყანაში აცივდა, დაიწყო ყინვები, მთებში მოთოვა კიდეც.
ბაკურიანში ნამდვილი ზამთარი დადგა. ახლა აქ დღისით -18 გრადუსი და თოვლია
გარეთ ყველაფერი გადათეთრებულია
ავტომობილები ასევე თოვლით დაიფარა
სხვენებზე კი უზარმაზარი ლოლოები კიდია
სახლიდან გასვლისას, ალბათ, ბევრი არჩევს დარჩენას და ცხელი ჩაის დალევას
საავტომობილო გზები დილიდან ცარიელია. მხოლოდ ძაღლებს არ ეშინიათ ყინვისა და უამინდობის
თუმცა გარეთ ყველაფერი ძალიან ლამაზია
თუმცა კომუნალური სამსახურების თანამშრომლებისთვის უამინდობა მორიგი გამოცდაა. ძლიერი თოვისას ავარიები საკმაოდ ხშირი მოვლენაა
ბუნება ზამთარში უჩვეულოდ გამოიყურება
ერთ ღამეში აქ საკმაოდ დიდი თოვლი მოვიდა
ხეები თოვლით შეიმოსა
გარშემო ყველაფერი ძალიან გალამაზდა
ეს ნამდვილი ზამთარია
დღისით გზებზე უკვე მანქანებიც გამოჩნდა. მძღოლები ავტომობილებს მთლიანად არ წმენდენ თოვლისგან - ალბათ საღამოს კვლავ თოვას ელოდებიან
საქართველოში თვლიდნენ და ახლაც მიაჩნიათ, რომ წყალკურთხევის დღეს თითოეულ მდინარეს, ხევსა თუ ნაკადულს ისეთივე მადლი ეძლევა, როგორც მდინარე იორდანეს მაცხოვრის ნათლისღებისას.
დღეს, 19 იანვარს ნათლისღება, ანუ წყალკურთხევაა — მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთ უმთავრეს ქრისტიანულ დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს მონათლა იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე.
წყლის კურთხევა წელიწადში ორჯერ ტარდება – ნათლისღების წინა დღესა და ნათლისღების დღეს – ლიტურგიის შემდეგ. ნაკურთხი წყალი მთელი წლის განმავლობაში ინახება.
ნათლისღების დღესასწაულზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თავისი ტრადიციები დამკვიდრდა, რომლებიც წყლის კურთხევის წეს-ჩვეულებებს უკავშირდება.
მალე მზე ამოვა და ავტომობილის სახურავზე მოდებულ ყინულს უკვალოდ გააქრობს
მყინვარე მზიან დღეს ფერთა გამას თვალი განსაკუთრებით კონტრასტულად აღიქვამს
დილის გასეირნება კი ყველას ენერგიით ავსებს
ზოგი კი დადებით ემოციებს თევზაობით ღებულობს
მიუხედავად იანვრისა, გარშემო სიმწვანეა, თუმცა, ჯერ-ჯერობით, თოვლიც არ გამდნარა, რაც პატარებს ძალიან ახარებთ
შადრევანში სასმელი წყალიც გაიყინა, თუმცა დღის მეორე ნახევარში გალღვება და წყურვილის მოკვლაც შესაძლებელი იქნება
ამასთან, ვისაც ძალიან ცივა, შეუძლია ნებისმიერი სხვა სასმელი მიირთვას
მითუმეტეს, რომ ცხელი არომატული ყავა მის მოყვარულებს განუმეორებელ შეგრძნებებს ჩუქნის
ნებისმიერი პატარასთვის კარგი გასართობია ბრტყელი ქვების წყალზე სროლა. ზაფხულობით ისინი არ იძირებიან, რადგან ყინულზე მიცურავენ
პენსიონრებს ასეთ ამინდში ჭადრაკის თამაში ხიბლავთ. მათ ყოველთვის ყავთ მეტოქეც და გულშემატკივრებიც
გაყინული ბალახი კი შეყვითლებული ფოთლებითაა მოფენილი, რაც კიდევ უფრო ახალისებს გარემოს
ასეთ სიცივეში ხის დიდი მორებიც იყინება
ყინვაში ადამიანსაც განსაკუთრებული აურა აქვს
მაგრამ სიცივე ზოგისთვის მეტისმეტად აუტანელია
ამიტომ ყინვაში ცარიელია ქალაქის პარკები და სკვერები, თუმცა მალე გაზაფხული მოვა და ყველაფერი კვლავ ხალისს დაიბრუნებს
თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში პარასკევს, 22 იანვარს მზიან და უნალექო ამინდს პროგნოზირებენ.
მზე 08:22 საათზე ამოვა და 18:03 საათზე ჩავა.
დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა პლუს 3 გრადუსი, ღამით კი მინუს 2 გრადუსი იქნება.
ქარი წამში 8–13 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.