ირანში წმინდა თვე რამადანი დაიწყო

111

მუსლიმური ქვეყნების უმრავლესობაში რამადანი 6 მაისს დაიწყო. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში წმინდა თვის დაწყების სურათები ირანში.

კატარის ვაკუფებისა და ისლამურ საქმეთა სამინისტროს ნახევარმთვარეზე დაკვირვების კომიტეტმა შაბათს განაცხადა, რომ რამადანი კატარში 6 მაისს დაიწყება. კომიტეტმა ყველა მუსლიმს კეთილ საქმეთა კეთებისა და ამით წმინდა თვის სარგებლის შეგრძნებისკენ მოუწოდა.

ისლამური მთვარის კალენდარი 12 თვისგან შედგება, რომლებიც 29-30 დღე გრძელდება. მთვარის კალენდრის ერთ წელიწადში 354 ან 355 დღეა, ის მზის კალენდარზე მოკლეა. რამადანი შააბანის მომდევნო – წლის მეცხრე თვეა, რომელშიც, თუ ცაზე არ გამოჩნდა მთვარის რკალი – რამადანის დადგომის ნიშანი, იწყებენ 30 დღის ათვლას.

რამადანის პერიოდში ირანში სამუშაო დღე მცირდება, რადგან მარხვას დიდი გავლენა აქვს ადამიანის ორგანიზმზე – ეს ძალიან დიდი დატვირთვაა ემოციურადაც და ფიზიკურადაც.

111
  • © photo: Sputnik / Soheil Ghanbarzadeh

    ჰიჯრას მეცხრე თვეს მუსლიმები რამადანს ეძახეიან. წმინდა თვე სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა დროს იწყება, რაზეც მთვარის ფაზები და გეოგრაფიული მდებარეობა მოქმედებს

  • © photo: Sputnik / Soheil Ghanbarzadeh

    ზუსტად რამადანის დროს წარეგზავნათ მუსლიმებს ყურანი, მის დაწყებას კი ხმაურის საშუალებით იგებენ

  • © photo: Sputnik / Soheil Ghanbarzadeh

    მაგალითად, ირანის ქუჩებში იწყებენ იარაღიდან სროლას, ურტყამენ დოლს და დროშებს აღმართავენ მინარეთებზე

  • © photo: Sputnik / Soheil Ghanbarzadeh

    რამადანის დაწყებამდე იწყება დიდი მარხვა, რომელსაც მუსლიმები მთელი თვის განმავლობაში იცავენ

  • © photo: Sputnik / Soheil Ghanbarzadeh

    რამადანის დაცვა არ ევალებათ ორსულებს, მეძუძურ და ავადმყოფ დედებს, ბავშვებს, მოხუცებს, ფიზიკურად მშრომელებს და სამხედრო ქმედებებში მონაწილე ადამიანებს

  • © photo: Sputnik / Soheil Ghanbarzadeh

    მიიჩნევა, რომ რამადანის დროს მარხვის სწორად დაცვა ცოდვების გამოსყიდვის შანსია

  • © photo: Sputnik / Soheil Ghanbarzadeh

    პირველივე დღიდან ირანელები ყველა წესს გულდასმით იცავენ. დღის განმავლობაში იკრძალება ჭამა, დალევა, მოწევა, წამლის მიღება, ბილწსიტყვაობა, ტყუილი და კიდევ ბევრი რამ

  • © photo: Sputnik / Soheil Ghanbarzadeh

    რამადანის წესების დამრღვევებს განსაკუთრებით არ სჯიან. მარხვის დამრღვევებს „კაფარა“ ელით - ორმაგი მარხვა, რომელიც 60 დღის განმავლობაში გრძელდება