დაიწყო მოდის კვირეული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში ღონისძიების გახსნის დღის სურათები.
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ხუთშაბათს, 2 მაისს გაიხსნა. ღონისძიება ცნობილი ქართველი დიზაინერისა და ფოტოგრაფის ირმა შარიქაძის პერფორმანსით დაიწყო.
დიზაინერმა საღამოს კაბების ახალი კოლექცია მწერალთა სახლში წარმოადგინა. შენობა გასული საუკუნის დასაწყისში აშენდა დავით სარაჯიშვილისთვის, რომელიც გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, მეწარმე და მეცენატი იყო.
კვირეულის ჩვენებები დაგეგმილია სახვითი ხელოვნების მუზეუმში, სასტუმროში Stamba, სტადიონ „დინამო-არენაზე“, Cafe Gallery-ში, სასტუმროში Moxy Tbilisi, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრსა და სხვა ტერიტორიებზე.
Mercedes-Benz Fashion Week — ეს არის საერთაშორისო მოდის კვირეული, რომელსაც აწყობს კომპანია Mercedes-Benz. ღონისძიება ყოველ წელს იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.