ფოტოებით მოთხრობილი მსოფლიოს ყველაზე ლამაზი გაზაფხულის ბაღი

გამოწერა
კეუკენჰოფი – ეს გახლავთ ადგილი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახო, და ალბათ თუ სადმე შექმნილა ადამიანის ხელით სამოთხე დედამიწაზე, აქ პირველობას ეს ბაღი არავის დაუთმობს

კეუკენჰოფი – ეს გახლავთ ადგილი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახო, და ალბათ თუ სადმე შექმნილა ადამიანის ხელით სამოთხე დედამიწაზე, აქ პირველობას ეს ბაღი არავის დაუთმობს.

წარმოიდგინეთ 32 ჰექტარზე გაშენებული 7 მილიონი ტიტა, ნარგიზი, სუმბული, ყაზახა... კეუკენჰოფი ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ ფერებისა და სურნელის ზეიმი. ამ უშველებელ ტერიტორიაზე ყოველ ახალ მოსახვევში ახალი ემოცია გხვდებათ, უშველებელი ხეების ქვეშ განსხვავებულ არშიებად დაფენილი ტიტებისა და სხვა ბოლქვოვანი ყვავილების სახით.

თავად სიტყვა კეუკენჰოფი სამზარეულო ბაღს ნიშნავს და მისი ისტორია მე-15 საუკუნიდან იწყება, როცა ამ ტერიტორიაზე ჰოლანდიის ერთ-ერთი დიდგვაროვნის სასახლე მდებარეობდა. ბაღის კონცეფცია მე-16 საუკუნის ბოტანიკოსის, ჰოლანდიაში ტიტების კულტივაციის ფუძემდებლის კაროლუს კლუციუსის სახელთან არის დაკავშირებული. ბაღში წარმოდგენილია სწორედ ამ ბოტანიკოსის მიერ 4 საუკუნის წინ შექმნილი ჯიშები და ყველა ის ახალი ჯიში, რომელიც ჰოლანდიაში ამ 400 წლის განმავლობაში იქმნებოდა. თავდაპირველად, 1857 წელს ამ ტერიტორიაზე კლასიკური ინგლისური ბაღი გაშენდა. 1949 წელს კი 20-მდე ტიტების მწარმოებელმა გადაწყვიტა ბაღის ტერიტორია გამოეყენებენა თავისი პროდუქციის წარმოსაჩენად. მას შემდეგ ბაღი 60 მილიონზე მეტმა სტუმარმა მოინახულა.

© Sputnik / Tamar Khonelidzeბაღი წლის განმავლობაში მხოლოდ 8 კვირით იხსნება ვიზიტორთათვის და ამ დროში მას ყოველწლიურად მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან
კეუკენჰოფის ბაღი - Sputnik საქართველო
1/20
ბაღი წლის განმავლობაში მხოლოდ 8 კვირით იხსნება ვიზიტორთათვის და ამ დროში მას ყოველწლიურად მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან
© Sputnik / Tamar Khonelidzeბაღში გაშენებული 7 მილიონი ტიტა, სუმბული, ყაზახა და ნარგიზი ჰოლანდიის 100-მდე ტიტების მწარმოებლის საჩუქარია ბაღისადმი
კეუკენჰოფის ბაღი - Sputnik საქართველო
2/20
ბაღში გაშენებული 7 მილიონი ტიტა, სუმბული, ყაზახა და ნარგიზი ჰოლანდიის 100-მდე ტიტების მწარმოებლის საჩუქარია ბაღისადმი
© Sputnik / Tamar Khonelidzeწელს ტიტების გამოფენა ბაღში 70-ედ ჩატარდა და მისი დევიზი იყო „ყვავილთა ძალაუფლება“
კეუკენჰოფის ბაღი - Sputnik საქართველო
3/20
წელს ტიტების გამოფენა ბაღში 70-ედ ჩატარდა და მისი დევიზი იყო „ყვავილთა ძალაუფლება“
© Sputnik / Tamar Khonelidzeყოველწლიურად ბაღში ყვავილთა ახალი თარგები და ახალი კომპოზიციები იქმნება, რომელზეც 40-მდე მებაღე მუშაობს.
კეუკენჰოფის ბაღი - Sputnik საქართველო
4/20
ყოველწლიურად ბაღში ყვავილთა ახალი თარგები და ახალი კომპოზიციები იქმნება, რომელზეც 40-მდე მებაღე მუშაობს.
© Sputnik / Tamar Khonelidzeისინი შემოდგომაზე იწყებენ ბოლქვოვანების დარგვას გაზაფხულის სეზონისათვის, სხვათა შორის ხელით ხდება ეს პროცესი და დაახლოებით სამი თვე მიმდინარეობს. ახალი თარგებისათვის ჯიშები წინა წლის გამოფენის ყვავილობიდან ირჩევა
კეუკენჰოფის ბაღი - Sputnik საქართველო
5/20
ისინი შემოდგომაზე იწყებენ ბოლქვოვანების დარგვას გაზაფხულის სეზონისათვის, სხვათა შორის ხელით ხდება ეს პროცესი და დაახლოებით სამი თვე მიმდინარეობს. ახალი თარგებისათვის ჯიშები წინა წლის გამოფენის ყვავილობიდან ირჩევა
© Sputnik / Tamar Khonelidzeსაოცრად მწვანე ბალახი, რომელიც კეუკენჰოფში ტიტების ირგვლივ ტერიტორიას ამშვენებს სპეციალურად ამ ბაღისათვის არის გამოყვანილი და ყოველწლიურად ხელახლა ითესება
კეუკენჰოფის ბაღი - Sputnik საქართველო
6/20
საოცრად მწვანე ბალახი, რომელიც კეუკენჰოფში ტიტების ირგვლივ ტერიტორიას ამშვენებს სპეციალურად ამ ბაღისათვის არის გამოყვანილი და ყოველწლიურად ხელახლა ითესება
© Sputnik / Vladimir Umikashviliგარდა ტიტებისა კეუკენჰოფის ბაღი მოიცავს იაპონურ ბაღს მთელი თავისი ატრიბუტიკით და რა თქმა უნდა ათეულობით მოყვავილე საკურას ხით.
კეუკენჰოფის ბაღი - Sputnik საქართველო
7/20
გარდა ტიტებისა კეუკენჰოფის ბაღი მოიცავს იაპონურ ბაღს მთელი თავისი ატრიბუტიკით და რა თქმა უნდა ათეულობით მოყვავილე საკურას ხით.
© Sputnik / Vladimir Umikashviliბაღში ასევე წარმოდგენილია კლასიკური ინგლისურ ლანდშაფტური ბაღის სტილი
კეუკენჰოფის ბაღი - Sputnik საქართველო
8/20
ბაღში ასევე წარმოდგენილია კლასიკური ინგლისურ ლანდშაფტური ბაღის სტილი
© Sputnik / Vladimir Umikashviliეს კი ფრანგული ბაღია თავისი მკაცრად მოხაზული კლუმბებითა სტატუეტებით
კეუკენჰოფის ბაღი - Sputnik საქართველო
9/20
ეს კი ფრანგული ბაღია თავისი მკაცრად მოხაზული კლუმბებითა სტატუეტებით
© Sputnik / Vladimir Umikashviliბაღში ასევე განთავსებულია პავილიონები, სადაც ყოველწლიურად 30-მდე ყვავილის ახალ ჯიშებს წარმოადგენენ სელექციონერები
კეუკენჰოფის ბაღი - Sputnik საქართველო
10/20
ბაღში ასევე განთავსებულია პავილიონები, სადაც ყოველწლიურად 30-მდე ყვავილის ახალ ჯიშებს წარმოადგენენ სელექციონერები
© Sputnik / Vladimir Umikashviliაქვეა ტურისტული ინფრასტრუქტურა და ტრადიციული ჰოლანდიური წისქვილი, რომლის ზედა მოაჯირიდანაც თვალწარმტაცი სანახაობა იშლება ბაღის მომიჯნავე მხარეს ტურისტებისათვის
კეუკენჰოფის ბაღი - Sputnik საქართველო
11/20
აქვეა ტურისტული ინფრასტრუქტურა და ტრადიციული ჰოლანდიური წისქვილი, რომლის ზედა მოაჯირიდანაც თვალწარმტაცი სანახაობა იშლება ბაღის მომიჯნავე მხარეს ტურისტებისათვის
© Sputnik / Tamar Khonelidzeეს გახლავთ ასეულობით აკრზე გადაჭიმული ბოლქვოვანი ყვავილებით ათასფერად დაზოლილი ველები. ბაღსა და ამ ველებს წყლის არხი ჰყოფს და ტურისტებს საშუალება აქვთ ასევე პატარა ნავებიდანაც დააკვირდნენ ამ საოცარ სანახაობას.
კეუკენჰოფის ბაღი - Sputnik საქართველო
12/20
ეს გახლავთ ასეულობით აკრზე გადაჭიმული ბოლქვოვანი ყვავილებით ათასფერად დაზოლილი ველები. ბაღსა და ამ ველებს წყლის არხი ჰყოფს და ტურისტებს საშუალება აქვთ ასევე პატარა ნავებიდანაც დააკვირდნენ ამ საოცარ სანახაობას.
© Sputnik / Tamar Khonelidzeპავილიონში ბეატრისი წელს ასეულობით ორქიდეა იყო წარმოდგენილი, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ პავილიონის ყველა წერტილიდან პეპლებად მოფრინავდნენ მრავალფერი და მრავალი ფორმის ორქიდეა
კეუკენჰოფის ბაღი - Sputnik საქართველო
13/20
პავილიონში ბეატრისი წელს ასეულობით ორქიდეა იყო წარმოდგენილი, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ პავილიონის ყველა წერტილიდან პეპლებად მოფრინავდნენ მრავალფერი და მრავალი ფორმის ორქიდეა
© Sputnik / Tamar Khonelidzeპავილიონი ვილიემ ალექსანდერი - ეს გახლავთ ცენტრალური პავილიონი და იქ ტიტების ახალი ჯიშებია წარმოდგენილი
კეუკენჰოფის ბაღი - Sputnik საქართველო
14/20
პავილიონი ვილიემ ალექსანდერი - ეს გახლავთ ცენტრალური პავილიონი და იქ ტიტების ახალი ჯიშებია წარმოდგენილი
© Sputnik / Tamar Khonelidzeისეთი ფერის და ფორმის ყვავილებია, რომ არ იცოდეთ რომ ტიტების პავილიონში ხართ, ვერც მიხვდებით რა ყვავილთან გაქვთ საქმე
კეუკენჰოფის ბაღი - Sputnik საქართველო
15/20
ისეთი ფერის და ფორმის ყვავილებია, რომ არ იცოდეთ რომ ტიტების პავილიონში ხართ, ვერც მიხვდებით რა ყვავილთან გაქვთ საქმე
© Sputnik / Tamar Khonelidzeაქვეა ჰორტენზიების, ბეგონიების, შროშანების, კალების ახალი ჯიშები და ეს მართლაც ძალიან თვალწარმტაცი სანახაობა.
კეუკენჰოფის ბაღი - Sputnik საქართველო
16/20
აქვეა ჰორტენზიების, ბეგონიების, შროშანების, კალების ახალი ჯიშები და ეს მართლაც ძალიან თვალწარმტაცი სანახაობა.
შემდეგი გახლდათ პავილიონი ორეინჯ ნასაუ, სადაც ძირითად თემა ასაჭრელი ვარდების ახალი ჯიშები იყო
კეუკენჰოფის ბაღი - Sputnik საქართველო
17/20
შემდეგი გახლდათ პავილიონი ორეინჯ ნასაუ, სადაც ძირითად თემა ასაჭრელი ვარდების ახალი ჯიშები იყო
© Sputnik / Tamar Khonelidzeამ პავილიონში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დიზაინერის მიერ 70-იანი წლების ჰიპური მოძრაობის თემაზე შექმნილი სხვადასხვა ფერის ვარდების კუთხეები
კეუკენჰოფის ბაღი - Sputnik საქართველო
18/20
ამ პავილიონში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დიზაინერის მიერ 70-იანი წლების ჰიპური მოძრაობის თემაზე შექმნილი სხვადასხვა ფერის ვარდების კუთხეები
© Sputnik / Tamar Khonelidzeაქვე ვნახე ცისარტყელას ფერებით დაფერილი ვარდები და თავდაპირველად მოულოდნელობის რეაქცია მქონდა... მერე ფოთლებზე დავაკვირდი და მივხვდი რომ მხატვრის ნამუშევარი იყო.
კეუკენჰოფის ბაღი - Sputnik საქართველო
19/20
აქვე ვნახე ცისარტყელას ფერებით დაფერილი ვარდები და თავდაპირველად მოულოდნელობის რეაქცია მქონდა... მერე ფოთლებზე დავაკვირდი და მივხვდი რომ მხატვრის ნამუშევარი იყო.
© Sputnik / Tamar Khonelidzeბოლო კი გახლდათ პავილიონი ჯულიანა ტულიპომანია - სწორედ ამ პავილიონში გახლავთ მოთხრობილი ჰოლანდიის ტიტების ქვეყნად ქცევის ისტორია
კეუკენჰოფის ბაღი - Sputnik საქართველო
20/20
ბოლო კი გახლდათ პავილიონი ჯულიანა ტულიპომანია - სწორედ ამ პავილიონში გახლავთ მოთხრობილი ჰოლანდიის ტიტების ქვეყნად ქცევის ისტორია
ყველა ახალი ამბავი
0