ცისფერი ტყე: ველური მაჩიტას ყვავილობის დაუჯერებლად ლამაზი ფოტოები

242

ბელგიის ჰალერბოსის ტყე ყოველწლიურად ათასობით მოგზაურსა და ფოტოგრაფს იზიდავს ველური მაჩიტების უზარმაზარი ხალიჩის წყალობით. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში „ცისფერი ტყის“ საოცარი სურათები.

ჰალერბოსის ტყე ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელიდან 16 კილომეტრში მდებარეობს და ადგილობრივებსა და ტურისტებში ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამ ტყეში აპრილში ყვავილობას იწყებენ ველური მაჩიტები. მათი ლამაზი შეფერილობის წყალობით კი ტყე ზღაპრულად გამოიყურება.

ამ მცენარეების ყვავილობის სეზონმა, რომელიც დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში გრძელდება, შესაძლოა დროში ცოტათი გადაინაცვლოს – აპრილის დასაწყისიდან თვის ბოლოსკენ, ან, პირიქით, ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული. ტყის ხშირი სტუმრები ყველას ჰალერბოსში გასასეირნებლად დილას ან საღამოს, მზის ჩასვლის პერიოდს ურჩევენ. დროის ზუსტად ამ მონაკვეთში შესაძლებელია საუკეთესო პეიზაჟების გადაღება და ყვავილების არომატით ტკბობა.

 

242
  • © photo : Emmanuel Dunand

    ჰალერბოსი - 552 ჰექტარზე გადაჭიმული ტყე, რომელიც განთავსებულია ბელგიის მუნიციპალიტეტ ჰალში, საფრანგეთისა და ვალონიის საზღვარზე, ბრიუსელის სამხრეთით 30 წუთის სავალზე

  • © AP Photo / Geert Vanden Wijngaert

    ტყე ცნობილია უჩვეულო სილამაზით, რაც განსაკუთრებულად გაზაფხულზე იგრძნობა

  • © AP Photo / Virginia Mayo

    ყოველ წელს აპრილში და მაისის დასაწყისში ტყის მასივის რამდენიმე ჰექტარი დაფარულია მილიონობით ველური მაჩიტისგან შემდგარი ულამაზესი ხალიჩით

  • © AP Photo / Geert Vanden Wijngaert

    ულამაზესი მაჩიტებით გარშემორტყმულია ხეები, ხეობები და მდინარეების ნაპირები

  • © REUTERS / Yves Herman

    ეს უჩვეულო ადგილი სარგებლობს დიდი პოპულარობით როგორც ბელგიელებში, ისე ტურისტებში

  • © AFP / Emmanuel Dunand

    გაზაფხულობით, როდესაც ყვავილობა იწყება, ჰალერბოსი განსაკუთრებით მშვენიერი და მისტიური ხდება

  • © REUTERS / Yves Herman

    პირველი ათი დღის განმავლობაში წიფლის ფოთლები ღია მწვანე შეფერილობისაა და აყვავებული მაჩიტების ფონს კიდევ უფრო ალამაზებს

  • © AP Photo / Virginia Mayo

    საღამოობით, მზის ჩასვლის დროს, სხივები თავისუფლად ხვდება ყვავილებს და ნათელ ფონს ქმნის

  • © AFP / Nicolas Maeterlinck/Belga

    განსაკუთრებით მომხიბვლელი ტყე გამთენიისას არის. რიჟრაჟზე ტყეში ნისლი დგება, რაც იდუმალ გარემოს უფრო კარგად აღსაქმელს ხდის

  • © AP Photo / Geert Vanden Wijngaert

    ტყის სტუმრებისთვის არსებობს ქცევის წესები, რომლების დაცვაც აუცილებელია. მაგალითად, კატეგორიულად არ შეიძლება ტყეში ყვავილების მოწყვეტა, ფოტოებისა და ვიდეოების გადასაღებად კი გამოყოფილია სპეციალური ადგილები, სადაც შესაბამისი მანიშნებლებიც დგას. ველოსიპედებით ან ცხენებით გადაადგილება კი მხოლოდ გარკვეულ ბილიკებზეა დაშვებული