მსოფლიოს რელიგიური ობიექტები, რომლებიც ხანძარმა დააზიანა

304
  • პირველი ინფორმაცია პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის გაჩენის შესახებ 15 აპრილს, დაახლოებით საღამოს შვიდ საათზე გავრცელდა. ცეცხლი პირველად მოედო სახურავს და ხარაჩოებს, რომლებითაც გარშემორტყმული იყო შენობა, და მომენტალურად გავრცელდა მთელ პერიმეტრზე. ერთი საათის შემდეგ დაიწვა და ჩამოინგრა ტაძრის სამრეკლო

ისტორიაში არაერთხელ დაფიქსირებულა შემთხვევა, როდესაც რელიგიურ ობიექტს ხანძარი გასჩენია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრებში მსოფლიო არქიტექტურის ნამდვილი მარგალიტების ყველაზე დიდი კატასტროფები.

პარიზის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას – ნოტრ-დამის ტაძარს 15 აპრილს ხანძარი გაუჩნდა. ცხრაასწლიანი ისტორიის განმავლობაში პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ხანძარი პირველად გაუჩნდა. თუმცა მსგავსი შემთხვევები სხვადასხვა ტაძრებში არაერთხელ მომხდარა. მათგან შეიძლება გამოვყოთ ყველაზე დიდი კატასტროფები, რომლებიც მსოფლიო არქიტექტურის ყველაზე ცნობილ ნაგებობებში მოხდა.

 

304
  • პირველი ინფორმაცია პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის გაჩენის შესახებ 15 აპრილს, დაახლოებით საღამოს შვიდ საათზე გავრცელდა. ცეცხლი პირველად მოედო სახურავს და ხარაჩოებს, რომლებითაც გარშემორტყმული იყო შენობა, და მომენტალურად გავრცელდა მთელ პერიმეტრზე. ერთი საათის შემდეგ დაიწვა და ჩამოინგრა ტაძრის სამრეკლო
    © AP Photo / Thierry Mallet

    პირველი ინფორმაცია პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის გაჩენის შესახებ 15 აპრილს, დაახლოებით საღამოს შვიდ საათზე გავრცელდა. ცეცხლი პირველად მოედო სახურავს და ხარაჩოებს, რომლებითაც გარშემორტყმული იყო შენობა, და მომენტალურად გავრცელდა მთელ პერიმეტრზე. ერთი საათის შემდეგ დაიწვა და ჩამოინგრა ტაძრის სამრეკლო

  • © AP Photo / Kathy Willens

    მანჰეტენზე, წმინდა სავას ტაძარში 2016 წლის 2 მაისის გამთენიისას ხანძარი გაჩნდა. ტაძარი 1850-იანების დასაწყისში აიგო და 1978 წელს ნიუ-იორკის ღირსშესანიშნაობათა სიაში შევიდა

  • © photo: Sputnik / Ilya Timin

    ქალაქ კონდოპოგაში 2018 წლის 10 აგვისტოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი დაიწვა. ეკლესია 1774 წელს აშენდა, სამჯერ ჩაუტარდა რესტავრაცია. ხანძარი ტაძარში გაჩნდა, ცეცხლმა სწრაფად მოიცვა მთლიანი შენობა. მისი ჩაქრობა მხოლო სამი საათის შემდეგ მოხერხდა, თუმცა შენობისგან აღარაფერი დარჩა

  • © AFP / Michelle Ghee / Longford Leader

    1840 წელს ირლანდიის ქალაქ ლონგფორდში აიგო წმინდა მელის საკათედრო ტაძარი. 2009 წლის შობას ეკლესიაში გაჩნდა ხანძარი. დაიწვა უამრავი რელიქვია, მათ შორის წმინდა მელის საეპისკოპო კვერთხიც

  • © photo: Sputnik / Alexey Danichev

    ძლიერმა ხანძარმა, რომელიც 2006 წლის 25 აგვისტოს წმინდა სამების ტაძარს გაუჩნდა სანკტ-პეტერბურგში, სრულად გაანადგურა მსოფლიოს უდიდესი გუმბათი, რომელსაც ხის ჩონჩხი ქონდა

  • © AP Photo / Kathy Willens

    ამერიკაში ყველაზე დიდი - გოთიკური სტილის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში ცეცხლი 2001 წლის 18 დეკემბერს გაჩნდა. ხანძარი სუვენირების მაღაზიაში გაჩნდა და რამდენიმე წუთში ტაძრის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. ხანძარს სირთულის ბოლო (მეხუთე) კატეგორია მიენიჭა

  • რეიმსის საკათედრო ტაძარი, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწვა

  • © AP Photo / Charles Rex Arbogast

    1871 წელს ჩიკაგოში დიდი ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც განადგურდა წმინდა მარიას და წმინდა იმენის ტაძრები. ხანძრის შემდეგ გადაწყდა აგებულიყო წმინდა იმენის ტაძარი, რომელიც ხანძრით განადგურებულ ეკლესიებს ჩანაცვლებდა. ტაძრის მშენებლობა 1875 წლის 21 ნოემბერს დასრულდა

  • © photo: Sputnik / Vladimir Astapkovich

    ნოვოდევიჩის მონასტრის სამრეკლოში ხანძარი 2015 წლის 15 მარტს, გვიან ღამით გაჩნდა. ხანძარმა 300 კვადრატული მეტრის ფართი მოიცვა. ცეცხლი მოეკიდა ხარაჩოების რამდენიმე დონესაც. შიგნიდან სამრეკლო არ დაზიანებულა, მხოლოდ რამდენიმე ადგილზე გახდა მოპირკეთება საჭირო