მარილის გამოქვაბული „მალჰამი“ – მსოფლიოში უდიდესი მიწისქვეშა სამეფოს შთამბეჭდავი ფოტოები

გამოწერა
ისრაელის გამოქვაბულების შემსწავლელი ცენტრის მეცნიერებმა ზეზუსტი გამოთვლები ჩაატარეს, რის მიხედვითაც, „მალჰამი“ მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოქვაბულია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში უჩვეულო "მიწისქვეშა სასახლის" სურათები

ისრაელის გამოქვაბულების შემსწავლელი ცენტრის მეცნიერებმა ზეზუსტი გამოთვლები ჩაატარეს, რის მიხედვითაც, „მალჰამი“ მსოფლიოს ყველაზე დიდი გამოქვაბულია. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში უჩვეულო "მიწისქვეშა სასახლის" სურათები.

მეცნიერებმა მსოფლიოს ყველაზე გრძელი მარილის გამოქვაბული აღმოაჩინეს სოდომის მთიან მასივში, მკვდარი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე. აღმოჩენა გააკეთეს საერთაშორისო ექსპედიციის მონაწილეებმა. კვლევაში ჩართული იყო 80 სპეციალისტი ცხრა ქვეყნიდან. სპელეოლოგები დღე-ღამეში 10 საათის განმავლობაში მიწის ქვეშ მარილის ლოლუებთან იმყოფებოდნენ, რათა აუცილებელი გამოთვლები ჩაეტარებინათ.

ბიბლიური ლეგენდის თანახმად, სოდომის მთა იმავე ადგილზეა, სადაც ლოტის ცოლი მარილის სვეტად იქცა, როდესაც მის მიერ დატოვებულ ქალაქ სოდომს გახედა. მთა ისრაელის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. ის თითქმის მთლიანად მარილისგან შედგება, მის ქვეშ კი „მალჰამის“ გამოქვაბული მდებარეობს. მეცნიერთა აზრით, გამოქვაბული წყლის ნაკადების მიერ მარილიანი ქანების გამორეცხვის შედეგად წარმოიქმნა. ძლიერი წვიმების დროს ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

 

© REUTERS / Nir Eliasმსოფლიოს ყველაზე გრძელი მარილის გამოქვაბულის სიგრძე, რომელიც მკვდარი ზღვის მახლობლად სოდომის მთაზე მდებარეობს, 10 კილომეტრს აჭარბებს
მსოფლიოს ყველაზე გრძელი მარილის გამოქვაბულის სიგრძე, რომელიც მკვდარი ზღვის მახლობლად სოდომის მთაზე მდებარეობს, 10 კილომეტრს აჭარბებს - Sputnik საქართველო
1/8
მსოფლიოს ყველაზე გრძელი მარილის გამოქვაბულის სიგრძე, რომელიც მკვდარი ზღვის მახლობლად სოდომის მთაზე მდებარეობს, 10 კილომეტრს აჭარბებს
© REUTERS / Nir Eliasსოდომის მთა - ეს კლდოვანი მასივია, რომელიც ისრაელში მკვდარი ზღვის სანაპიროს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს მიუყვება. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობაა - მარილის გამოქვაბულები
სოდომის მთა - ეს კლდოვანი მასივია, რომელიც ისრაელში მკვდარი ზღვის სანაპიროს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს მიუყვება. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობაა - მარილის გამოქვაბულები - Sputnik საქართველო
2/8
სოდომის მთა - ეს კლდოვანი მასივია, რომელიც ისრაელში მკვდარი ზღვის სანაპიროს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს მიუყვება. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობაა - მარილის გამოქვაბულები
© REUTERS / Nir Eliasუახლესი ტექნოლოგიები მეცნიერებს საშუალებას აძლევს გაარკვიონ მიწისქვეშა დერეფნის ზუსტი სიგრძე, რომელშიც გაერთიანებულია 100-ზე მეტი მარილის გამოქვაბული
უახლესი ტექნოლოგიები მეცნიერებს საშუალებას აძლევს გაარკვიონ მიწისქვეშა დერეფნის ზუსტი სიგრძე, რომელშიც გაერთიანებულია 100-ზე მეტი მარილის გამოქვაბული - Sputnik საქართველო
3/8
უახლესი ტექნოლოგიები მეცნიერებს საშუალებას აძლევს გაარკვიონ მიწისქვეშა დერეფნის ზუსტი სიგრძე, რომელშიც გაერთიანებულია 100-ზე მეტი მარილის გამოქვაბული
© REUTERS / Nir Eliasასევე მოხერხდა გამოქვაბულის ასაკის დადგენა, ის დაახლოებით 7 ათასი წლისაა
ასევე მოხერხდა გამოქვაბულის ასაკის დადგენა, ის დაახლოებით 7 ათასი წლისაა - Sputnik საქართველო
4/8
ასევე მოხერხდა გამოქვაბულის ასაკის დადგენა, ის დაახლოებით 7 ათასი წლისაა
© REUTERS / Nir Eliasამ დროისათვის მკვლევართა ჯგუფი მალჰამის ელექტრონული რუკის შესაქმნელად მიღებულ მონაცემებს ამუშავებს
ამ დროისათვის მკვლევართა ჯგუფი მალჰამის ელექტრონული რუკის შესაქმნელად მიღებულ მონაცემებს ამუშავებს - Sputnik საქართველო
5/8
ამ დროისათვის მკვლევართა ჯგუფი მალჰამის ელექტრონული რუკის შესაქმნელად მიღებულ მონაცემებს ამუშავებს
© REUTERS / Nir Eliasელექტრონული რუკის შექმნა საკმაოდ შრომატევადი პროცედურაა
ელექტრონული რუკის შექმნა საკმაოდ შრომატევადი პროცედურაა - Sputnik საქართველო
6/8
ელექტრონული რუკის შექმნა საკმაოდ შრომატევადი პროცედურაა
© REUTERS / Nir Eliasმარილის გამოქვაბულები - უჩვეულო და იშვიათი გეოლოგიური ობიექტებია. ვინაიდან მარილი კარგად იხსნება წყალში, მარილის დიდი ნატეხები დიდხანს არ ნარჩუნდება
მარილის გამოქვაბულები - უჩვეულო და იშვიათი გეოლოგიური ობიექტებია. ვინაიდან მარილი კარგად იხსნება წყალში, მარილის დიდი ნატეხები დიდხანს არ ნარჩუნდება - Sputnik საქართველო
7/8
მარილის გამოქვაბულები - უჩვეულო და იშვიათი გეოლოგიური ობიექტებია. ვინაიდან მარილი კარგად იხსნება წყალში, მარილის დიდი ნატეხები დიდხანს არ ნარჩუნდება
© REUTERS / Nir Eliasროგორც წესი, მარილის გამოქვაბულები იშვიათად არის ერთ კილომეტრზე მეტი სიგრძის. ისინი მხოლოდ ძალიან მშრალ რეგიონებში არსებობენ - მაგალითად, მკვდარი ზღვის მახლობლად
როგორც წესი, მარილის გამოქვაბულები იშვიათად არის ერთ კილომეტრზე მეტი სიგრძის. ისინი მხოლოდ ძალიან მშრალ რეგიონებში არსებობენ - მაგალითად, მკვდარი ზღვის მახლობლად - Sputnik საქართველო
8/8
როგორც წესი, მარილის გამოქვაბულები იშვიათად არის ერთ კილომეტრზე მეტი სიგრძის. ისინი მხოლოდ ძალიან მშრალ რეგიონებში არსებობენ - მაგალითად, მკვდარი ზღვის მახლობლად
ყველა ახალი ამბავი
0