მსოფლიოს საუკეთესო ღირსშესანიშნაობები Stasher-ის ვერსიით

135

Stasher-მა მსოფლიოს საუკეთესო ღირსშესანიშნაობების რეიტინგი გამოაქვეყნა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში დედამიწის ყველაზე საინტერესო ადგილები.

რეიტინგის შედგენისას ანალიტიკოსებმა პირველ რიგში გაითვალისწინეს ტურისტების შეფასებები დაჯავშნისა და სატრანსპორტო ვებ-გვერდებზე.

ასევე ყურადღება ექცეოდა უსაფრთხოების დონესა და სოციალურ ქსელებში მათი ხსენების სიხშირეს.

 

135
  • © photo : Pixabay

    ესპანეთის მოედანი - ქალაქის ანსამბლი ნეომავრიტანულ სტილში, რომელიც სევილიის სამხრეთში 1929 წელს იბერო-ამერიკული გამოფენის წინა დღეს გაიხსნა. ეს ერთ-ერთი ადგილია, სადაც "ვარსკვლავური ომების" და "დიქტატორის" გადაღებები მიმდინარეობდა.

  • CC0 / Pixabay

    მატერგორნის მთა პენინის ალპებში. მისი მწვერვალი 4478 მეტრის სიმაღლეზეა. მატერჰორნი, რთული ტრასების ქონის გამო, ალპების ერთ-ერთი ბოლო მწვერვალია, რომელიც მთამსვლელებმა დაიპყრეს

  • © AFP / Sebastein Salom Gomis

    პიუი-დიუ-ფუ - ისტორიული თემატური პარკია. მას ყოველწლიურად 2 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს, ამიტომ პარკი, დისნეილენდის შემდეგ, ყველაზე პოპულარულია საფრანგეთში. პიუი-დიუ-ფუ დაყოფილია 26 ძირითად შოუდ, რომელთაგან თითო დაახლოებით 30-40 წუთი გრძელდება

  • CC0 / Pixabay

    კორდობას კათოლიკური საკათედრო ტაძარი III საუკუნეში აიგო და ის იუნესკოს მსოფლიოს მემკვიდრეობის ობიექტია

  • CC0 / Pixabay

    ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეჩეთი მსოფლიოში - შეოხო ზაიდის მეჩეთია. ის აბუ-დაბიში მდებარეობს და სახელწოდება შეიხი ზაიდ იბნ სულთან ან-ნახაიანის საპატივცემულოდ ქვია. სწორად მან დააარსა არაბთა გაერთიანებული საამიროები და პირველი პრეზიდენტიც თავად გახდა

  • ვან-გოგის მუზეუმი ამსტერდამში, სადაც ვინსენტ ვან გოგის ნახატების უდიდესი კოლექციაა. მუზეუმი 1973 წლის 2 ივნისს გაიხსნა

  • ცისფერი ლაგუნა - სამყაროს 25-დან ერთ-ერთი საოცრება. ეს პოპულარული გეოთერმული კურორტი ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე. გეოთერმული კომპლექსი შედგება რამდენიმე აუზისგან

  • ათენის აკროპოლისი - 156 მეტრის სიმაღლის ბორცვი, მასზე ტაძრების კომპლექსია განთავსებული, რომლებიც ქალაქის მოსახლეობას მტრის შემოსევისგან იცავდა. ქალაქი მრავალი საუკუნის განმავლობაში შენდებოდა

  • უნგრეთის პარლამენტის შენობა ბუდაპეშტში დუნაის ნაპირზე მდებარეობს. მის არქიტექტურაში შერწყმულია ნეოგოთიკური ელემენტები ვესტმინსტერის სასახლის სტილში და პარიზული ბოზ-არას ზეგავლენა

  • გრეით-სმოუქი-მაუნთინსი - ეროვნული პარკი და დიდი სამთო მასივი აპალაჩების სამხრეთ ნაწილში, რომელიც ტენესისა და ჩრდილოეთ კაროლინას შტატების საზღვარზე მდებარეობს