ტოპ-10 ევროპული ქალაქი ტურიზმისათვის 2019 წელს

68
(განახლებულია 11:42 10.01.2019)

პროფესიონალმა მოგზაურებმა 2019 წელს სამოგზაუროდ "ტოპ ქალაქების" კატეგორიაში საუკეთესო ტურისტული მიმართულებები დაასახელეს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში ქალაქების სურათები, რომლების ნახვასაც რეკომენდაციას უწევენ

გამოცემამ The Independent შეადგინა ევროპული ქალაქების სია, რომლების სტუმრობასაც ურჩევს ტურისტებს 2019 წელს. პირველ ადგილზე ბელარუსის დედაქალაქი მინსკი გავიდა. ეს ქალაქი 21-დან 30 ივლისის ჩათვლით ევროპულ თამაშებს უმასპინძლებს. მეორე ადგილი ჰოლანდიის ქალაქ როტერდამს ერგო, მესამე კი - ესპანეთის სიტჟესს. პირველ ხუთეულში ასევე შევიდა საფრანგეთის ქალაქი არლი და ბოსნიის სარაევო. სიის მეორე ნაწილში მოხვდა რომი (იტალია), პარიზი - ფრანგული დისნეი ლენდის გამო, ბელგრადი (სერბეთი), ვენეცია (იტალია) და ბრისტოლი (დიდი ბრიტანეთი.

68
  • © AP Photo / Sergei Grits

    ასე გამოიყურება საახალწლო გაფორმება ბელარუსის დედაქალაქ მინსკში. ეს ქალაქი სიის პირველ ადგილზე მოხვდა. მისკი 21-დან 30 ივლისის ჩათვლით ევროპულ თამაშებს უმასპინძლებს

  • მეორე ადგილზე ჰოლანდიის ქალაქი როტერდამი გავიდა საკუთარი ილუმინაციებით და პიტა ბლომის "კუბური სახლებით" და სთრით-არტით. ფოტოზე - ერთ-ერთი კუბური სახლების კომპლექსი როტერდამში

  • © AP Photo / Manu Fernandez

    მესამე ადგილი ესპანეთის ქალაქ სიტჟესს ერგო, რომელიც ტურისტებით გადატვირთულ ბარსელონას ჩაანაცვლებს. ფოტოზე - ხალხი სიტჟესის სანაპიროზე

  • © Depositphotos / Wjarek

    მეოთხე ადგილზე საფრანგეთის ქალაქი არლი გავიდა, სადაც ვინსენტ ვან გოგმა 200-ზე მეტი ნახატი შეასრულა. ფოტოზე - კაფე Van Gogh არლში

  • © photo: AFP 2019 / Andrej Isakovic

    მეხუთე ადგილი ბოსნიის ქალაქმა სარაევომ დაიკავა, საკუთარი ტაძრებით, სინაგოგებით, მეჩეთებითა და სამზარეულოთი. ფოტოზე - ფუნიკულიორი სარაევოს თავზე

  • © photo: AFP 2019 / Andreas Solaro

    სიის მეექვსე ადგილი იტალიის დედაქალაქ რომს ერგო. ფოტოზე - ტურისტები რომში

  • © AP Photo / Francois Mori

    პარიზის დისნეილენდის დამსახურებით საფრანგეთის დედაქალაქი რეიტინგში მეშვიდე ადგილზე მოხვდა

  • © photo: Sputnik / Vladimir Pesnya

    სერბეთის დედაქალაქმა რეიტინგში მერვე ადგილი დაიკავა. ფოტოზე - ახალგაზრდები კალემეგდანის ციხე-სიმაგრეში

  • © photo: Sputnik / Mihail Mokrushin

    ექსპერტ-მოგზაურებს არ გამორჩენიათ ერთ-ერთი უცნობილესი იტალიური ქალაქი - ვენეცია. ფოტოზე - ვენეციის ერთ-ერთი არხი

  • © AP Photo / Ben Birchall/PA

    საპატიო მეათე ადგილის მფლობელი დიდი ბრიტანეთის ბრისტოლი გახდა. ფოტოზე - საჰაერო ბურთების საერთაშორისო ფესტივალი ბრისტოლში