თოვლის ბაბუა - ახალი წლის მთავარი ზღაპრული პერსონაჟი. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ გამოიყურებიან ახალი წლის მთავარი გმირები სხვადასხვა ქვეყნებში
საქართველოში ახალი წლის ყველაზე სანატრელი სტუმარი თოვლის ბაბუაა, რუსეთში დედ მოროზი, აშშ-ში სანტა კლაუსი. წლის ყველაზე ზღაპრული დღესასწაული მათ გარეშე წარმოუდგენელია.
თოვლის ბაბუის პერსონაჟი ნელ-ნელა ჩამოყალიბდა, ლიტერატურასა და სხვადასხვა ლეგენდებზე დაყრდნობით. თანამედროვე თოვლის ბაბუა, რომელსაც ყოველ წელს ხურჯინით სათამაშოები მოაქვს ბავშვებისთვის, - საკმაოდ ახალგაზრდა პერსონაჟია, ის დაახლოებით 100 წელს ითვლის
თბილისელები სამახსოვრო სურათს იღებენ თოვლის ბაბუასთან ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის წინ
თოვლის ბაბუა ანუ ფინურად იოულუპუკი - ფინური ზამთრის დღესასწაულების მთავარი გმირი. ალბათ ყველამ იცის, რომ ის ცხოვრობს ჩრდილოეთ ფინეთში და შობის დღესასწაულზე მთელ მსოფლიოს ახარებს
რუსი დედ მოროზი დღესასწაულზე
დედ მოროზი სხვადასხვა ფერის სამოსშია გამოწყობილი - ცისფერ, ლურჯ, წითელ ან თეთრ მოსასხამში, დიდი თეთრი წვერით და კვერთხით
70-იან წლებში ტეხასელი მექსიკელების უფლებებისათვის ბრძოლის ფარგლებში შეიქმნა მათი საკუთარი საშობაო გმირი - პანჩო კლაუსი. ის, სანტა-კლაუსივით, საჩუქრებს ურიგებს ბავშვებს
თათარი თოვლის ბაბუა კიშ ბაბაი და მისი ქალიშვილი კარ კიზი
იამალ ირი - იამალური თოვლის ბაბუა. ის იამალის ტუნდრასთან და პოლარულ ურალთან ერთად დაიბადა, დაჯილდოებულია ჯადოსნური ძალით ჩრდილოეთის კეთილი სულების მიერ
ნიდელრანდებსა და ბელგიას შობას სინტერკლაასი ევლინება. ბავშვები და უფროსები მის მოსვლას 5 ან 6 დეკემბერს აღნიშნავენ
ესპანეთში შობას ოლენტცეროს მოაქვს საჩუქრები. ის ეროვნულ სამოსშია გამოწყობილი და თან დააქვს ესპანური ღვინო
ყმაწვილი ყინვა პაკაინე კარელიაში თოვლის პაპის დაბადების დღესასწაულზე
წმინდა ნიკოლასი - პორტუგალიელი თოვლის ბაბუა
ინგლისური თოვლის ბაბუა (Father Christmas)
ოჯახისა და დღეგრძელობის მცველი - სააგან უბუგუნი ბურიატეთიდან
ესტონელი თოვლის ბაბუა იულუვანა სადღესასწაულო შეხვედრაზე ვიბორგში
სანტა-კლაუსი - დასავლური და ჩრდილოამერიკული ზღაპრული (ფოლკლორული) პერსონაჟი, რომელიც ბავშვების შობის დღესასწაულზე საჩუქრებს ჩუქნის
აშშ-ში კინოსამყაროს პრესტიჟული ჯილდოს - „ოქროს გლობუსის“ 78-ე ცერემონია გაიმართა. ნომინანტები 2021 წლის სამ თებერვალს დასახელდნენ. ცერემონიის წამყვანები იყვნენ ტინა ფეი და ემი პოლერი.
კორონავირუსის პანდემიის გამო ცერემონიამ განსხვავებულად ჩაიარა. ღონისძიება ბევერლი ჰილზზე The Beverly Hilton Hotel-ის გარდა, რამდენიმე სხვა ქალაქშიც მიმდინარეობდა, რადგან სტუმრების ნაწილმა სახლში დარჩენა ამჯობინა. თუმცა მსოფლიოს ვარსკვლავებს ლამაზად ჩაცმაზე უარი მაინც არ უთქვამთ.
ჯილდო „ოქროს გლობუსი“ ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის მიერ 1944 წლიდან ენიჭებათ სხვადასხვა კინოფილმებისათვის. გამარჯვებულებს ჰოლივუდში მცხოვრები 90 საერთაშორისო ჟურნალისტი არჩევს.
წელს ნომინაციაში „საუკეთესი დრამატული ფილმი“ გაიმარჯვა კატრინა ქლოი ჩჟაოს „მომთაბარეთა მიწამ“ გაიმარჯვა. ფოტოზე: კეტრინ ზეტა-ჯონსი და მაიკლ დუგლასი
მას კონკურენციას უწევდნენ დევიდ ფინჩერის „მანკი“, ფლორიან ზელერის „მამა“, აარონ სრკინის „ჩიკაგოელი შვიდეულის გასამართლება“ და ემირალდ ფენელის „საიმედო გოგონა“. ფოტოზე ბენ სტილერი
ნომინაციაში „ქალის საუკეთესო როლი დრამაშ“ ჯილდოები მიიღო ანდრა დეიმ ფილმისთვის „შეერთებული შტატები ბილი ჰოლიდეის წინააღდეგ“. ფოტოზე: ანჯელა ბასეტი
საუკეთესო დრამატულ მსახიობად სამუდამოდ აღარეს ჩედვიკ ბოუზმანი „მა რეინი: ბლუზის დედა-ში“ შესრულებული როლისათვის. ფოტოზე: აკვაფინა
ნომინაციაში „საუკეთესო კომედია“ ჯილდოები მიიღო ჯეისონ უოლინერის ფილმმა „ბორატი 2“. ფოტოზე: ჯილიან ანდერსონი
მას კონკურენციას უწევდა ტომას კაილის მიუზიკლი „ჰამილტონი“, მაქს ბარბაკოვის „გასეირნება პალმ-სპრინგსში“, რაიან მერფის „გამოსაშვები საღამო“ და მომღერალი სიას „მუსიკა“. ფოტოზე: სოფია კარსონი
საუკეთესო მინი-სერიალად დასახელდა „დედოფლის სვლა“, საუკეტესო დრამატულ სერიალად - „კორონა“, საუკეთესო კომედიურ სერიალად - „შიტს კრიკი“
მეორეხარისხოვანი როლისათვის ჯილდოები მიიღეს დენიელ კალუიამ და ჯოდი ფოსტერმა. ფოტოზე: სინტია ერივო
კატეგორიაში „საუკეტესო უცხოენოვანი ფილმი“ გაიმარჯვა კორეული წარმოშობის ამერიკელი რეჟისორ ლი აიზეკ ჩუნას „მინარიმ“. ფოტოზე: ქეით ჰადსონი
საუკეთესო ანიმაციურ ფილმად დასახდელდა „სული“. ფოტოზე: სელმა ჰაიეკი
„ოქროს გლობუსით“ დაჯილდოების ცერემონია 1944 წლიდან ყოველწლიურად იმართება 20-ზე მეტ კატეგორიაში. ფოტოზე: მარგო რობი
ეს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა კინოს სამყაროში. ფოტოზე კრისტოფერ მელონი ქალიშვილთან ერთად
ეს ადამიანები ვაქცინაციის დროს არ პოზირებდნენ. უბრალოდ რეპორტიორებმა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან შეძლეს ფოტოებზე აღებეჭდათ ადამიანების ემოციები, რომლებიც კორონავირუსზე იცრებიან.
ვიღაც პირველად იკეთებს აცრას, ვიღაც – განმეორებით, მათი რეაქციები კი ერთმანეთისგან განსხვავებულია.
Serum Institute of India-ს თანამშრომელი კორონავირუსზე აცრის დროს
ბრაზილიელი ჟიუსტინა ბატისტა, რომელიც 90 წლისაა, ჩინური Sinovac-ით აიცრა
მედმუშაკი პემ პიტერი აცრისათვის ემზადება
ციმბირის ფედერალური უნივერსიტეტის თანამშრომელი COVID-19-ზე აცრისას
ლონდონის მოხუცებულთა სახლის ასი წლის ბინადარი ვაქცინაციის დროს
მედდა კორონავირუსზე ვაქცინაციის სწავლებაზე
ასაკოვანი მამაკაცი აცრისას
მამაკაცი აცრას იკეთებს კოვიდ-ინფექციის წინააღდეგ
ზოგიერთ პაციენტს ნემსის ჩხვლეტის ეშინია
მოხუცებულთა თავშესაფრის ბინადარი ჩილედან
ინდონეზიელი მამაკაცი ვაქცინაციის დროს
საავადმყოფოს თანამშრომელი აცრის დროს ქაბულში
სენეგალის ჯანდაცვის მინისტრი აბდულაი დიუფი COVID-19-ისგან დასაცავი პრეპარატის მიღებისას
არიან ისეთებიც, ვისაც ნემსის არ ეშინია, მაგალითად ინგლისელ 98 წლის ჰენრი ვოუქსს
კორონავირუსზე ვაქცინაცია კარაკასის ერთ-ერთ საავადმყოფოში
თბილისი, 4 მარტი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter–ის მეშვეობით საბერძნეთს მხარდაჭერა გამოუცხადა ძლიერი მიწისძვრის გამო.
🇬🇪 stands in full solidarity with 🇬🇷 during these difficult times!
— MFA of Georgia (@MFAgovge) March 4, 2021
Our thoughts are with all the people of 🇬🇷 affected by the heavy earthquake. Wishing the Greek people courage and strength in this ordeal! @GreeceMFA
საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში ოთხშაბათს 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრის თავდაპირველი მაჩვენებელი 5,9 მაგნიტუდა იყო, რომელიც მოგვიანებით შეიცვალა უფრო მაღალი მაჩვენებლით.
ადგილობრივი მასმედია იუწყებოდა, რომ ეპიცენტრთან ახლოს მდებარე სოფლები დაინგრა – მიწისძვრამ დაანგრია სახლები, ეკლესიები, ასევე გამოიწვია ღვარცოფები.
„საქართველო სრულ სოლიდარობას უცხადებს საბერძნეთს ამ მძიმე დღეებში. ჩვენი ფიქრები იმ ადამიანებთან არის, რომლებიც მძიმე მიწისძვრის გამო დაზარალდნენ. ბერძენ ხალხს სიმამაცესა და გამძლეობას ვუსურვებთ ამ მძიმე გამოცდის პერიოდში“, – ნათქვამია განცხადებაში.
მიწისძვრის ეპიცენტრი თესალიაში იყო. მიწისძვრა იგრძნობოდა ალბანეთში, კოსოვოში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და მონტენეგროში.