ხანდახან ყველას გვიჩნდება სურვილი ჩავიძიროთ ბნელი გოთიკის, ბაროკოს ან პათოსური რენესანსის გარემოში ძველი მსოფლიოს ყველაზე ლამაზი სასახლეები ვიხილოთ. Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში წარმოგიდგენთ ყველაზე შთამბეჭდავი სასახლეების სურათებს
რომანტიული და დახვეწილი, დიდებული და იდუმალი, მითებისა და ლეგენდების მატარებელი სასახლეები ევროპაში. ისინი სამეფო დრამებისა და ისტორიული მოვლენების უნებლიე მოწმეები არიან.
ნოიშვანშტაინის სასახლე - ბავარიელი მეფე ლუდვიგ II-ის სასახლა ქალაქ ფიუსენთან და ჰოენშვანგაუს სასახლესთან ახლოს, ავსტრიის სასახლიდან არც ისე შორს. დღეისათვის სასახლეს მუზეუმის ფუნქცია აქვს. სასახლის მოსანახულებლად აუცილებელია ბილეთის შეძენა, ხოლო სასახლესთან მისვლა შესაძლებელია ავტობუსით, კარეტით ან ფეხით
უინდზორის სასახლე - დიდი ბრიტანეთის პოპულარული ღირსშესანიშნაობა. სტუმრებს შეუძლიათ იხილონ ხელისუფალთა აპარტამენტები, წმინდა გიორგის სალოცავი, სასახლის ეზოები და მიდამოები. დღეისათვის უინდზორის სასახლეს ხშირად იყენებენ სახელმწიფო ღობისძიებების გასამართად. ეს დედოფალი ელიზაბეთ მეორის საყვარელი სახლია
ლიტვის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტურული სილამაზე ქვეყნის ძველ დედაქალაქ ტრაკაიში მდებარეობს, სადაც შუა საუკუნეებში ლიტვის მმართველთა რეზიდენცია იყო. სასახლე XIV საუკუნის დასაწყისში აიგო. ეს ულამაზესი ნაგებობა გამოირჩევა იმით, რომ ის გალვეს ტბაში მიწის პატარა ნაწილზე დგას
პენის სასახლე - პორტუგალიის ყველაზე ცნობილი სასახლე ფერადი კედლებით. სასახლე აგებულია რომანტიკულ სტილში და წარმოადგენს არქიტექტურული სტილების სიმრავლეს. აქ შეგიძლიათ იხილოთ ნეოგოთიკა, მანუელინო, ნეორენესანსი და ისლამური მოტივებიც კი
"სასახლე პლაჟზე" ქალაქ ლორეტ-დე-მარში, კოსტა-ბრავას სანაპიროზე კატალონიაში. მისი მშენებლობა გასული საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. დღეისათვის ეს ლამაზი შენობა ქალაქის სიმბოლოდაა ქცეული. მისი ნახვა მხოლოდ გარედან შეიძლება, რადგან სასახლე კერძო საკუთრებაა
ჰლუბოკას სასახლე XIII საუკუნის შუაში აიგო მდინარე ვლტავასთან. თავდაპირველად ის გოთიკურ სტილში შენდებოდა, მოგვიანებით კი რენესანსისა ეპოქის და ბაროკული სტილის ელემენტები შეიძინა. სასახლე შედგება 11 კოშკისგან, 140 ოთახისგან, აქვს ორი შიდა ეზო, ორანჟერეა და თავლები
ალუპკის სასახლე-მუზეუმი, ცნობილია როგორც ვორონცოვის სასახლე, 19-ე საუკუნის პირველ ნახევარში აიგო, აი-პერტის მთების ძირას. მისი პირველი მფლობელი იყო გრაფი მიხაილ ვორონცოვი. მისი შენება 1830 წელს დაიწყო და 18 წლის შემდეგ დასრულდა. სასახლე ნეოგოთიკურ სტილშია აგებული