მსოფლიოს ულამაზესი ოპერის თეატრები

გამოწერა

ასწლეულების წინ და ჩვენ დროში აგებული საოპერო თეატრები თანამედროვე არქიტექტურითა და შიდა გაფორმებით საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ყველა ოპერის თეატრს ერთი რამ აერთიანებს – ხელოვნების სიყვარული. Sputnik-საქართველო წარმოგიდგენთ მსოფლიოს ულამაზეს 10 საოპერო თეატრს.

CC BY 2.0 / Flickr/ Jeremy Thompson / Harbinამ კულტურული ცენტრის მშენებლობა არქიტექტურული ბიუროს MAD Architects პროექტით 2010-2015 წლებში მიმდინარეობდა
საოპერო თეატრი ჰარბინში, ჩინეთი - Sputnik საქართველო
1/21
ამ კულტურული ცენტრის მშენებლობა არქიტექტურული ბიუროს MAD Architects პროექტით 2010-2015 წლებში მიმდინარეობდა
© FB/ Harbin Grand Theatreჰარბინის ოპერის ტერიტორიაზე და შენობაში მოხვედრა ყველა მსურველისთვის თავისუფალია
საოპერო თეატრი ჰარბინში, ჩინეთი - Sputnik საქართველო
2/21
ჰარბინის ოპერის ტერიტორიაზე და შენობაში მოხვედრა ყველა მსურველისთვის თავისუფალია
CC BY 2.0 / Flickr/ Guilhem Vellut / Garnier Opera1858 წელს ოპერის თეატრის ძველ შენობაში ნაპოლეონ III-ზე თავდასხმის შემდეგ იმპერატორმა ამ თეატრში შესვლაზე უარი განაცხადა და ახალი შენობის აგება მოითხოვა
პარიზის გარნიეს ოპერა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
3/21
1858 წელს ოპერის თეატრის ძველ შენობაში ნაპოლეონ III-ზე თავდასხმის შემდეგ იმპერატორმა ამ თეატრში შესვლაზე უარი განაცხადა და ახალი შენობის აგება მოითხოვა
CC BY-SA 2.0 / Flickr / Véronique Mergaux / Opéra Garnierახალი საოპერო შენობის არქიტექტორი შარლ გარნიე გახდა. მშენებლობა, 1870 წლის ომის გამო, ხანგრძლივი შესვენებებით, 15 წელს გაგრძელდა — 1860-1875
გარნიეს ოპერა პარიზში - Sputnik საქართველო
4/21
ახალი საოპერო შენობის არქიტექტორი შარლ გარნიე გახდა. მშენებლობა, 1870 წლის ომის გამო, ხანგრძლივი შესვენებებით, 15 წელს გაგრძელდა — 1860-1875
CC BY-SA 2.0 / Flickr / Véronique Mergaux / Opéra Garnierპარიზის გარნიეს ოპერის სცენა
პარიზის გარნიეს ოპერა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
5/21
პარიზის გარნიეს ოპერის სცენა
CC BY-SA 2.0 / Flickr / macchi / St. Petersburg/Mariinsky theaterსაიმპერატორო ოპერისა და ბალეტის თეატრი 1783 წელს დაარსდა. დროთა განმავლობაში საოპერო დასის სპექტაკლები თეატრ-ცირკის სცენაზე გადაიტანეს, რომელიც 1859 წელს დაიწვა. მის ადგილზე არქიტექტორმა ალბერტო კავოსმა ახალი თეატრი ააშენა, რომელსაც მარიას თეატრი ეწოდა. პირველი თეატრალური სეზონი თეატრში 1860 წელს გაიხსნა
სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრი - Sputnik საქართველო
6/21
საიმპერატორო ოპერისა და ბალეტის თეატრი 1783 წელს დაარსდა. დროთა განმავლობაში საოპერო დასის სპექტაკლები თეატრ-ცირკის სცენაზე გადაიტანეს, რომელიც 1859 წელს დაიწვა. მის ადგილზე არქიტექტორმა ალბერტო კავოსმა ახალი თეატრი ააშენა, რომელსაც მარიას თეატრი ეწოდა. პირველი თეატრალური სეზონი თეატრში 1860 წელს გაიხსნა
CC BY 2.0 / Flickr / sergejf / Swan Lake at the Mariinsky Theatreგედების ტბა სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრში
გედების ტბა სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრში - Sputnik საქართველო
7/21
გედების ტბა სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრში
CC BY-SA 2.0 / Flickr / budget travel accommodation / Sydney Opera Houseდანიელი არქიტექტორის იორნ უტზონის პროექტით აგებული თეატრი 1973 წელს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ II-მ გახსნა. ვარაუდობდნენ, რომ თეატრის მშენებლობას ოთხი წელი დასჭირდებოდა და 7 მილიონი ავსტრალიური დოლარი დაჯდებოდა, თუმცა ოპერის შენობის მშენებლობა 14 წელს გაგრძელდა და 102 მილიონი დოლარი დაჯდა
სიდნეის საოპერო დარბაზი, ავსტრალია - Sputnik საქართველო
8/21
დანიელი არქიტექტორის იორნ უტზონის პროექტით აგებული თეატრი 1973 წელს დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ II-მ გახსნა. ვარაუდობდნენ, რომ თეატრის მშენებლობას ოთხი წელი დასჭირდებოდა და 7 მილიონი ავსტრალიური დოლარი დაჯდებოდა, თუმცა ოპერის შენობის მშენებლობა 14 წელს გაგრძელდა და 102 მილიონი დოლარი დაჯდა
CC BY 2.0 / Flickr / Guillaume Capron / Opéra de Sydneyსიდნეის საოპერო დარბაზი შიგნიდან
სიდნეის საოპერო დარბაზი, ავსტრალია - Sputnik საქართველო
9/21
სიდნეის საოპერო დარბაზი შიგნიდან
CC BY-SA 2.0 / Flickr / maggiejp / Estates Theaterთეატრის შენობა 1783 წელს გრაფ ფრანც ანტონ ნოსტიც-რინეკის შეკვეთით აიგო. აქ გაიმართა მოცარტის ოპერების „დონ ჟუანისა“ და „ტიტას გულმოწყალების“ პრემიერები. ამ სპექტაკლებს თავად კომპოზიტორი დირიჟორობდა
პრაღის საოპერო თეატრი, ჩეხეთი - Sputnik საქართველო
10/21
თეატრის შენობა 1783 წელს გრაფ ფრანც ანტონ ნოსტიც-რინეკის შეკვეთით აიგო. აქ გაიმართა მოცარტის ოპერების „დონ ჟუანისა“ და „ტიტას გულმოწყალების“ პრემიერები. ამ სპექტაკლებს თავად კომპოზიტორი დირიჟორობდა
CC BY-SA 2.0 / Flickr / Joe Ross / Estates Theatre in Pragueამჟამად პრაღის ოპერა ერთადერთი თეატრია იმ თეატრებს შორის, სადაც გენიალური კომპოზიტორი გამოსულა და რომელსაც პირვანდელი სახე აქვს შენარჩუნებული
პრაღის საოპერო თეატრი, ჩეხეთი - Sputnik საქართველო
11/21
ამჟამად პრაღის ოპერა ერთადერთი თეატრია იმ თეატრებს შორის, სადაც გენიალური კომპოზიტორი გამოსულა და რომელსაც პირვანდელი სახე აქვს შენარჩუნებული
CC BY 2.0 / Flickr / Channy Yun / Palau de la Musica Catalanaსაკონცერტო დარბაზი 1908 წელს არქიტექტორმა ლუის მონემეკ-ი-მონტანერმა ააგო. მშენებლობა, ძირითადად, შემოწირულობების ხარჯზე მიმდინარეობდა. პირველი ქვა საძირკველში 1905 წელს ჩაიდო. კატალონიური მუსიკის სასახლე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შედის
კატალონიური მუსიკის სასახლე ბარსელონაში, ესპანეთი - Sputnik საქართველო
12/21
საკონცერტო დარბაზი 1908 წელს არქიტექტორმა ლუის მონემეკ-ი-მონტანერმა ააგო. მშენებლობა, ძირითადად, შემოწირულობების ხარჯზე მიმდინარეობდა. პირველი ქვა საძირკველში 1905 წელს ჩაიდო. კატალონიური მუსიკის სასახლე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შედის
CC BY-SA 2.0 / Flickr / Jiuguang Wang / Palau de la Música Catalanaასე გამოიყურება შიგნიდან კატალონიური მუსიკის სასახლე
კატალონიური მუსიკის სასახლე ბარსელონაში, ესპანეთი - Sputnik საქართველო
13/21
ასე გამოიყურება შიგნიდან კატალონიური მუსიკის სასახლე
CC BY 2.0 / Flickr / HarshLight / La Feniceმანამდე ვენეციაში წამყვან თეატრად სან-ბენედეტოს თეატრი მიიჩნეოდა, თუმცა გამანადგურებელი ხანძრის შემდეგ მისი ადგილი დაიკავა თეატრმა დასახელებით La Fenice
საოპერო თეატრი ლა ფენიჩე ვენეციაში, იტალია - Sputnik საქართველო
14/21
მანამდე ვენეციაში წამყვან თეატრად სან-ბენედეტოს თეატრი მიიჩნეოდა, თუმცა გამანადგურებელი ხანძრის შემდეგ მისი ადგილი დაიკავა თეატრმა დასახელებით La Fenice
CC BY 2.0 / Flickr / Miguel Mendez / Teatro La FeniceLa Fenice 1792 წელს გაიხსნა. ხანძარი ამ თეატრშიც მოხდა — 1837 წელს, ხოლო 1996 წელს ხანძარმა თეატრი სრულებით გაანადგურა. ახლად აშენებული თეატრი უკვე 2003 წელს გაიხსნა
საოპერო თეატრი ლა ფენიჩე ვენეციაში, იტალია - Sputnik საქართველო
15/21
La Fenice 1792 წელს გაიხსნა. ხანძარი ამ თეატრშიც მოხდა — 1837 წელს, ხოლო 1996 წელს ხანძარმა თეატრი სრულებით გაანადგურა. ახლად აშენებული თეატრი უკვე 2003 წელს გაიხსნა
CC BY-SA 2.0 / Flickr / Ole.Pophal / Osloოპერის თეატრის მშენებლობა 2003-2007 წლებში არქიტექტურულმა ბიურო Snøhetta-მ განახორციელა. ოსლოს საოპერო თეატრის შენობა მსოფლიოში ტექნიკურად ერთ-ერთი ყველაზე აღჭურვილი შენობაა
ოსლოს ოპერის თეატრი, ნორვეგია - Sputnik საქართველო
16/21
ოპერის თეატრის მშენებლობა 2003-2007 წლებში არქიტექტურულმა ბიურო Snøhetta-მ განახორციელა. ოსლოს საოპერო თეატრის შენობა მსოფლიოში ტექნიკურად ერთ-ერთი ყველაზე აღჭურვილი შენობაა
CC BY 2.0 / Flickr / Jean-Pierre Dalbéra / La grande salle de l'Opéra d'Osloოსლოს ოპერის თეატრი შედგება 16 დამოუკიდებელი მონაკვეთისგან, რომელთაგან თითოეულს შეუძლია ამაღლება, დახრა და ტრიალიც კი
ოსლოს ოპერის თეატრი, ნორვეგია - Sputnik საქართველო
17/21
ოსლოს ოპერის თეატრი შედგება 16 დამოუკიდებელი მონაკვეთისგან, რომელთაგან თითოეულს შეუძლია ამაღლება, დახრა და ტრიალიც კი
CC BY-SA 2.0 / Flickr / Kristina D.C. Hoeppner / Metropolitan Opera Houseაშშ-ის წამყვანი ოპერის თეატრი 1883 წელს აშენდა. 1910-იან წლებში მეტროპოლიტენ-ოპერამ საბოლოოდ დაიმკვიდრა სახელი, როგორც თეატრმა, რომელიც ოპერებს ორიგინალურ ენაზე დგამს
მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი ნიუ იორკში, აშშ - Sputnik საქართველო
18/21
აშშ-ის წამყვანი ოპერის თეატრი 1883 წელს აშენდა. 1910-იან წლებში მეტროპოლიტენ-ოპერამ საბოლოოდ დაიმკვიდრა სახელი, როგორც თეატრმა, რომელიც ოპერებს ორიგინალურ ენაზე დგამს
© FB / The Metropolitan Operaამჟამად მეტროპოლიტენის ოპერის თეატრში თარგმნის უნიკალური სისტემა მოქმედებს — ოპერის ტექსტი ასახულია ყოველი რიგის სკამის საზურგეზე ჩამონტაჟებულ ეკრანზე
მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი ნიუ იორკში, აშშ - Sputnik საქართველო
19/21
ამჟამად მეტროპოლიტენის ოპერის თეატრში თარგმნის უნიკალური სისტემა მოქმედებს — ოპერის ტექსტი ასახულია ყოველი რიგის სკამის საზურგეზე ჩამონტაჟებულ ეკრანზე
© FB / Margravial Opera Houseთეატრის შენობა 1744-1748 წლებში არქიტექტორ ჟოზეფ სენ-პიერის პროექტით აშენდა. ეს ევროპის ყველაზე ლამაზი ბაროკოს ტიპის დარბაზია, რომელიც დღემდე შენარჩუნდა
მარკგრაფის საოპერო თეატრი ბაიროითში, გერმანია - Sputnik საქართველო
20/21
თეატრის შენობა 1744-1748 წლებში არქიტექტორ ჟოზეფ სენ-პიერის პროექტით აშენდა. ეს ევროპის ყველაზე ლამაზი ბაროკოს ტიპის დარბაზია, რომელიც დღემდე შენარჩუნდა
© FB / Margravial Opera Houseმარკგრაფის საოპერო თეატრის ინტერიერი შექმნა ჯუზეპე გალი და ბიბენმა ვაჟ კარლოსთან ერთად. თეატრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული
მარკგრაფის საოპერო თეატრი ბაიროითში, გერმანია - Sputnik საქართველო
21/21
მარკგრაფის საოპერო თეატრის ინტერიერი შექმნა ჯუზეპე გალი და ბიბენმა ვაჟ კარლოსთან ერთად. თეატრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული
ყველა ახალი ამბავი
0