ზაზა ფაჩულია: როდესაც ლეგენდა მიდის

გამოწერა

ქართული კალათბურთის ლეგენდამ, 33 წლის ზაზა ფაჩულიამ გადაწყვიტა არა მხოლოდ კაპიტნის პოზიციის დატოვება, არამედ გუნდისაც. „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში იხილავთ ქვეყნის ნაკრების ბოლო მატჩის ფოტოებს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქართული კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო სპორტსმენმა.

გუნდის დატოვება ზაზა ფაჩულიამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში გასვლა ვერ მოახერხა და ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავა, რითიც ტურნირში მონაწილეობა დაასრულა. ბოლო მატჩში საქართველო იტალიასთან დამარცხდა ანგარიშით 69:71, რამაც ნაკრებს ტურნირში მონაწილეობის შესაძლებლობა დააკარგინა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ზაზა ფაჩულიამ მონაწილეობა მიიღო ევროპის ოთხ ჩემპიონატში — 2011, 2013, 2015 და 2017 წლებში. ქართული გუნდის ყველაზე დიდი მიღწევა 2015 წლის ტურნირში 1/8-ფინალში გასვლა იყო.

ნაკრების დატოვების შემდეგ ზაზა ფაჩულია განაგრძობს აშშ-ში NBA-ს კლუბ „გოლდენ სტეიტ უორიორზში“ თამაშს, რომლის შემადგენლობაშიც ქართველი სპორტსმენი წელს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი გახდა.

© photo: Sputnik / STRINGER"ძალიან რთულია დატოვო ის, რაც მრავალი წელი შენ ბიჭებთან ერთად მხრებით მოიტანე. B დივიზიონიდან ევროპამდე არ იყო მარტივი გზა, დამეთახმებით", - საკუთარ Facebook გვერდზე წერს ზაზა ფაჩულია
ზაზა ფაჩულია საქართველოს და იტალიას შორის გამართულ მატჩზე - Sputnik საქართველო
1/10
"ძალიან რთულია დატოვო ის, რაც მრავალი წელი შენ ბიჭებთან ერთად მხრებით მოიტანე. B დივიზიონიდან ევროპამდე არ იყო მარტივი გზა, დამეთახმებით", - საკუთარ Facebook გვერდზე წერს ზაზა ფაჩულია
© photo: Sputnik / STRINGER"17 წლის განმავლობაში იყო მრავალი წარმატება, წარუმატებლობაც, ყოველთვის უკეთესის მოლოდინი. მაგრამ ეს არის ის რაც ჩვენ გამოგვივიდა და დანარჩენს, დიდი იმედი მაქვს, მომავალი თაობები გააგრძელებენ", - აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ
ზაზა ფაჩულია საქართველოს და იტალიას შორის გამართულ მატჩზე - Sputnik საქართველო
2/10
"17 წლის განმავლობაში იყო მრავალი წარმატება, წარუმატებლობაც, ყოველთვის უკეთესის მოლოდინი. მაგრამ ეს არის ის რაც ჩვენ გამოგვივიდა და დანარჩენს, დიდი იმედი მაქვს, მომავალი თაობები გააგრძელებენ", - აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ
© photo: Sputnik / STRINGER"ძალიან მინდოდა სხვანაირი დასასრული, მაგრამ, სამწუხაროდ, ტრავმამ მეტის საშუალება არ მომცა, მაგრამ სურვილი და გამარჯვების ჟინი არასდროს დამიშურებია", - წერს ქართველი სპორტსმენი
ზაზა ფაჩულია საქართველოს და იტალიას შორის გამართულ მატჩზე - Sputnik საქართველო
3/10
"ძალიან მინდოდა სხვანაირი დასასრული, მაგრამ, სამწუხაროდ, ტრავმამ მეტის საშუალება არ მომცა, მაგრამ სურვილი და გამარჯვების ჟინი არასდროს დამიშურებია", - წერს ქართველი სპორტსმენი
© photo: Sputnik / STRINGER"ყველაზე ძალიან გული მწყდება გულშემატკივარზე, რომლის თანადგომას ეს ნაკრები ყოველთვის გრძნობდა და პირადად მე ჩემი კარიერის განმავლობაში. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს , თქვენ უფრო დიდ სიხარულს იმსახურებდით", - აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ
ზაზა ფაჩულია საქართველოს და იტალიას შორის გამართულ მატჩზე - Sputnik საქართველო
4/10
"ყველაზე ძალიან გული მწყდება გულშემატკივარზე, რომლის თანადგომას ეს ნაკრები ყოველთვის გრძნობდა და პირადად მე ჩემი კარიერის განმავლობაში. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს , თქვენ უფრო დიდ სიხარულს იმსახურებდით", - აღნიშნა ზაზა ფაჩულიამ
© AFP 2024 / JACK GUEZ"ახლა კი მშვიდობით ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო! კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! ეს ოქროს წლები არასდროს დამავიწყდება", — წერს ფაჩულია
ზაზა ფაჩულია საქართველოს და იტალიას შორის გამართულ მატჩზე - Sputnik საქართველო
5/10
"ახლა კი მშვიდობით ჩემო ნაკრებო და გულშემატკივარო! კაპიტნის წასვლის დროც მოვიდა! ეს ოქროს წლები არასდროს დამავიწყდება", — წერს ფაჩულია
© AFP 2024 / JACK GUEZერთ-ერთი ყველაზე დაძაბული მომენტი იტალიის ნაკრებთან შეხვედრისას. მატჩის დასასრულამდე პარკეტზე ნამდვილი ბრძოლა მიმდინარეობდა, იტალიელები შეტევას არ წყვეტდნენ, საბოლოოდ კი ანგარიში 69:71 დაფიქსირდა მათ სასარგებლოდ
ზაზა ფაჩულია საქართველოს და იტალიას შორის გამართულ მატჩზე - Sputnik საქართველო
6/10
ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული მომენტი იტალიის ნაკრებთან შეხვედრისას. მატჩის დასასრულამდე პარკეტზე ნამდვილი ბრძოლა მიმდინარეობდა, იტალიელები შეტევას არ წყვეტდნენ, საბოლოოდ კი ანგარიში 69:71 დაფიქსირდა მათ სასარგებლოდ
© AFP 2024 / JACK GUEZზაზა ფაჩულია მატჩის დროს იტალიელი მეტოქის, მარკო ბელინელის შეჩერებას ცდილობს
ზაზა ფაჩულია საქართველოს და იტალიას შორის გამართულ მატჩზე - Sputnik საქართველო
7/10
ზაზა ფაჩულია მატჩის დროს იტალიელი მეტოქის, მარკო ბელინელის შეჩერებას ცდილობს
© photo: Sputnik / STRINGERზაზა ფაჩულია ქართველ კალათბურთელებთან ერთად იტალიის ნაკრების წინააღმდეგ თამაშის შემდეგ
ზაზა ფაჩულია ნაკრებთან ერთად - Sputnik საქართველო
8/10
ზაზა ფაჩულია ქართველ კალათბურთელებთან ერთად იტალიის ნაკრების წინააღმდეგ თამაშის შემდეგ
© Georgian Basketball Federationასეთი რეაქცია ჰქონდათ ქართველ გულშემატკივრებსა და სპორტსმენებს იტალიასთან დამარცხებასა და ევროპის ჩემპიონატიდან გამოთიშვაზე
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების გულშემატკივრები - Sputnik საქართველო
9/10
ასეთი რეაქცია ჰქონდათ ქართველ გულშემატკივრებსა და სპორტსმენებს იტალიასთან დამარცხებასა და ევროპის ჩემპიონატიდან გამოთიშვაზე
© photo: Sputnik / STRINGERნაკრების დატოვების შემდეგ ზაზა ფაჩულია განაგრძობს აშშ-ში ენ ბი ეის გუნდში "Golden State Warriors" თამაშს, რომლის შემადგენლობაშიც ქართველი სპორტსმენი წელს ეროვნული კალათბურთის ასოციაციის ჩემპიონი გახდა
კალათბურთელი ზაზა ფაჩულია - Sputnik საქართველო
10/10
ნაკრების დატოვების შემდეგ ზაზა ფაჩულია განაგრძობს აშშ-ში ენ ბი ეის გუნდში "Golden State Warriors" თამაშს, რომლის შემადგენლობაშიც ქართველი სპორტსმენი წელს ეროვნული კალათბურთის ასოციაციის ჩემპიონი გახდა
ყველა ახალი ამბავი
0