ქართველი გულშემატკივრებისთვის გასული შაბათ-კვირა დატვირთული აღმოჩნდა — თბილისში საქართველოსა და ირლანდიის საფეხბურთო ნაკრებებს შორის შეხვედრა გაიმართა, ისრაელში კი — საქართველოს და უკრაინის საკალათბურთო ნაკრებების მატჩი. იხილეთ ორივე მატჩის საუკეთესო სურათები Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ირლანდიის წინააღმდეგ ფრედ 1:1 დაასრულა. საქართველოს ნაკრებისათვის ეს ფრე რიგით მეოთხეა მიმდინარე შესარჩევ ციკლში. "D" ჯგუფში შვიდი ტურის შემდეგ ქართული გუნდის აქტივში ოთხი ქულა ჩაიწერა, რომლითაც ის მეხუთე ადგილს იკავებს.
საქართელოს საკალათბურთო ნაკრები უკრაინის გუნდთან ევროპის ჩემპიონატის "D" ჯგუფის მატჩში ისრაელში 81:88 ანგარიშით დამარცხდა. ამ დროისათვის ქართულ გუნდს ორი წაგება და ერთი მოგება აქვს, ის ჯგუფში მესამე ადგილზეა. შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად საქართველოს ნაკრებმა უნდა დაამარცხოს ისრაელისა და იტალიის ნაკრებები.