ანდრეი სტენინის კონკურსის გამარჯვებულთა საუკეთესო ფოტოები

გამოწერა

ანდრეი სტენინის სახელობის 2017 წლის საერთაშორისო ფოტოჟურნალისტიკის კონკურსის გამარჯვებულები და დაჯილდოვებულები დაასახელა მედია-ჯგუფმა Россия Сегодня. ფოტომასალაში იხილავთ კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილ საუკეთესო ნამუშევრებს.

ნომინაციაში "მთავარი ახალი ამბები" პირველი ადგილების მფლობელი გახდნენ ფოტოჟურნალისტები ფანდულვაზ ჯაიკლო (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) რეპორტაჟული ფოტოგრაფიით "პროტესტები ქალაქ გრაბში" და ალეხანდრო მარტინეს ველესი (ესპანეთი) ფოტოსერიით "ლტოლვილები ბელგრადში".

ნომინაციაში "ჩემი პლანეტა" პირველი ადგილები ერგოთ სერბი ჟურნალისტის ელენა იანკოვიჩის ფოტოს "სელფის კულტურა" და რუსი ჟურნალისტის პაველ ვოლკოვის ფოტოების სერიას "სხვა რეალობა".

ნომინაციაში "სპორტი" გაიმარჯვეს რუსმა მონაწილეებმა — კონსტანტინ ჩალაბოვმა ფოტოგრაფიით "ელეგანტური გულშემატკივარი" და ალექსეი ფილიპოვმა ფოტოსერიით "თითის წვერებზე".

ნომინაციაში "პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი" პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ ფოტოჟურნალისტები რუსეთიდან და იტალიიდან — ვალენტინ ეგორშინის "სახე წარსულიდან" და დანილო გარსია დი მეოს "რა?". 

"კონკურსის გეოგრაფია ყოველწლიურად იზრდება — 2017 წელს მასში მონაწილეობდნენ ფოტოჟურნალისტები მსოფლიოს 76 ქვეყნიდან. კონკურსის ჯილდოებით აღნიშნული ამ წლის ნამუშევრები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ახალგაზრდა ფოტოჟურნალისტები ძალზე ზუსტად რეაგირებენ ყველაზე მთავარსა და მნიშვნელოვანზე, რაც ხდება ადამიანების, ქვეყნების, მსოფლიოს ცხოვრებაში, და ამისთვის ტევად და გამომსახველ ფოტოგრაფიულ სახეს პოულობენ", — აღნიშნა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს ფოტოინფორმაციის დირექტორმა ალექსანდრ შტოლმა.

2017 წლის კონკურსის ფარგლებში მონაწილეებისთვის დაწესდა სპეციალური პრიზები სამ ნომინაციაში — ოთხ კატეგორიაში: "მთავარი ახალი ამბები", "ჩემი პლანეტა" და "პორტრეტი. ჩვენი დროის გმირი". პარტნიორები სამ ნომინაციაში გახდნენ წამყვანი საერთაშორისო მედია, როგორიცაა შანხაის გაერთიანებული მედიაჯგუფი (ШОМГ) და ზოგადარაბული საინფორმაციო ჰოლდინგი „ალ-მაიადინ ტვ“, ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ჰუმანიტარული ორგანიზაცია — წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.

ნომინაციის პარტნიორების აზრით, საუკეთესონი არიან: ნომინაციაში "მთავარი ახალი ამბები" — ანა პანტელიას (საბერძნეთი) "ევროპული ოცნება" და ალეხანდრო მარტინეს ველესის (ესპანეთი) "ლტოლვილები ბელგრადში" — აღინიშნა წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოების სპეციალური პრიზით "ჰუმანიტარული ფოტოგრაფიისთვის"; ნომინაციაში "ჩემი პლანეტა" შანხაის გაერთიანებული მედიაჯგუფის მიერ აღინიშნა ანარ მოვსუმოვის (რუსეთი) "თეატრი საზღვრებს გარეშე" და „ალ-მაიადინ ტვ“-ს პრიზით შახნევაზ კხანის (ბანგლადეში) ფოტოსერია "უხმო ყვირილი".

კონკურსის გამარჯვებულებისა და პრიზიორების სრული სია გამოქვეყნდა ვებ-გვერდზე stenincontest.ru. გამარჯვებულების დაჯილდოება და გამოფენის გახსნა გაიმართება 2017 წლის 7 სექტემბერს ძმებ ლუმიერების სახელობის ფოტოგრაფიის ცენტრში, სადაც გრან-პრის მფლობელის ვინაობა გამოცხადდება. კონკურსის ორგანიზატორია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო "როსია სეგოდნია" იუნესკოს საკითხებში რუსეთის კომისიის ეგიდით.

© Phandulwazi Jikelo / Stenincontestსამხრეთ აფრიკელი ფოტოგრაფი ფანდულვაზი ჯაიკლოს ფოტო რეპორტაჟიდან "საპროტესტო აქციები ქალაქ გრაბუში"
სამხრეთ აფრიკელი ფოტოგრაფი ფანდულვაზი ჯაიკლოს ფოტო რეპორტაჟიდან საპროტესტო აქციები ქალაქ გრაბუში - Sputnik საქართველო
1/14
სამხრეთ აფრიკელი ფოტოგრაფი ფანდულვაზი ჯაიკლოს ფოტო რეპორტაჟიდან "საპროტესტო აქციები ქალაქ გრაბუში"
© Alejandro Martinez Velez / STENINCONTESTალეხანდრო მარტინეს ველესი, ესპანეთი. "დევნილები ბელგრადში"
ალეხანდრო მარტინეს ველესი, ესპანეთი. დევნილები ბელგრადში - Sputnik საქართველო
2/14
ალეხანდრო მარტინეს ველესი, ესპანეთი. "დევნილები ბელგრადში"
© Yury Smityuk / STENINCONTESTიური სმიტიუკი, რუსეთი. "ზამთრის სერფინგი წყნარ ოკეანეში რუსეთის სანაპიროზე". ფოტოსერია "სპორტი"
იური სმიტიუკი, რუსეთი. ზამთრის სერფინგი წყნარ ოკეანეში რუსეთის სანაპიროზე. ფოტოსერია სპორტი - Sputnik საქართველო
3/14
იური სმიტიუკი, რუსეთი. "ზამთრის სერფინგი წყნარ ოკეანეში რუსეთის სანაპიროზე". ფოტოსერია "სპორტი"
© Alexei Filippov / STENINCONTESTალექსეი ფილიპოვი, რუსეთი, "თითის წვერები". პირველი ადგილი ნომინაციაში "სპორტი"
ალექსეი ფილიპოვი, რუსეთი, თითის წვერები. პირველი ადგილი ნომინაციაში სპორტი - Sputnik საქართველო
4/14
ალექსეი ფილიპოვი, რუსეთი, "თითის წვერები". პირველი ადგილი ნომინაციაში "სპორტი"
© Victor Blanco / STENINCONTESTვიკტორ ბლანკო, ესპანეთი, "გამწმენდი კოცონი". მესამე ადგილი ნომინაციაში "ჩემი პლანეტა"
ვიკტორ ბლანკო, ესპანეთი, გამწმენდი კოცონი. მესამე ადგილი ნომინაციაში ჩემი პლანეტა - Sputnik საქართველო
5/14
ვიკტორ ბლანკო, ესპანეთი, "გამწმენდი კოცონი". მესამე ადგილი ნომინაციაში "ჩემი პლანეტა"
© Svetlana Tarasova / STENINCONTESTსვეტლანა ტარასოვა, რუსეთი. "ბაღი". მეორე ადგილი ნომინაციაში "ჩემი პლანეტა"
სვეტლანა ტარასოვა, რუსეთი. ბაღი. მეორე ადგილი ნომინაციაში ჩემი პლანეტა - Sputnik საქართველო
6/14
სვეტლანა ტარასოვა, რუსეთი. "ბაღი". მეორე ადგილი ნომინაციაში "ჩემი პლანეტა"
© Konstantin Chalabov / STENINCONTESTკონსტანტინ ჩალაბოვი, რუსეთი. "მოდუნების ფაზა". ჟიურის განსაკუთრებული შეფასება ნომინაციაში "სპორტი"
კონსტანტინ ჩალაბოვი, რუსეთი. მოდუნების ფაზა. ჟიურის განსაკუთრებული შეფასება ნომინაციაში სპორტი - Sputnik საქართველო
7/14
კონსტანტინ ჩალაბოვი, რუსეთი. "მოდუნების ფაზა". ჟიურის განსაკუთრებული შეფასება ნომინაციაში "სპორტი"
© Artur Lebedev / STENINCONTESTარტურ ლებედევი, რუსეთი, "სტარტის წინ". ჟიურის განსაკუთრებული შეფასება ნომინაციაში "სპორტი"
არტურ ლებედევი, რუსეთი, სტარტის წინ.  ჟიურის განსაკუთრებული შეფასება ნომინაციაში სპორტი - Sputnik საქართველო
8/14
არტურ ლებედევი, რუსეთი, "სტარტის წინ". ჟიურის განსაკუთრებული შეფასება ნომინაციაში "სპორტი"
© Svetlana Tarasova / STENINCONTESTსვეტლანა ტარასოვა, რუსეთი. "რწმენა. სიყვარული. ახალგაზრდობა". მესამე ადგილი ნომინაციაში ჩემი პლანეტა
სვეტლანა ტარასოვა, რუსეთი. რწმენა. სიყვარული. ახალგაზრდობა. მესამე ადგილი ნომინაციაში ჩემი პლანეტა - Sputnik საქართველო
9/14
სვეტლანა ტარასოვა, რუსეთი. "რწმენა. სიყვარული. ახალგაზრდობა". მესამე ადგილი ნომინაციაში ჩემი პლანეტა
© Kristina Kormilitsyna / STENINCONTESTკრისტინა კორმილიცინა, რუსეთი. "ფიდელის შავი კვადრატი". მესამე ადგილი ნომინაციაში "მთავარი სიახლეები"
კრისტინა კორმილიცინა, რუსეთი. ფიდელის შავი კვადრატი. მესამე ადგილი ნომინაციაში მთავარი სიახლეები - Sputnik საქართველო
10/14
კრისტინა კორმილიცინა, რუსეთი. "ფიდელის შავი კვადრატი". მესამე ადგილი ნომინაციაში "მთავარი სიახლეები"
© Anna Pantelia / Stenincontestპატარა დევნილის პორტრეტი. ფოტოგრაფი ანა პანტელიას ნამუშევარი (საბერძნეთი)
პატარა დევნილის პორტრეტი. ფოტოგრაფი ანა პანტელიას ნამუშევარი (საბერძნეთი) - Sputnik საქართველო
11/14
პატარა დევნილის პორტრეტი. ფოტოგრაფი ანა პანტელიას ნამუშევარი (საბერძნეთი)
© Md Shahnewaz Khan / STENINCONTESTშაჰნავაზ ჰანი, ბანგლადეში. "უხმო ყვირილი". მესამე ადგილი ნომინაციაში "ჩვენი დროის გმირი"
შაჰნავაზ ჰანი, ბანგლადეში. უხმო ყვირილი. მესამე ადგილი ნომინაციაში ჩვენი დროის გმირი - Sputnik საქართველო
12/14
შაჰნავაზ ჰანი, ბანგლადეში. "უხმო ყვირილი". მესამე ადგილი ნომინაციაში "ჩვენი დროის გმირი"
© Anar Movsumov / STENINCONTESTანარ მოვსუმოვი, რუსეთი. "თეატრი საზღვრების გარეშე"
ანარ მოვსუმოვი, რუსეთი. თეატრი საზღვრების გარეშე - Sputnik საქართველო
13/14
ანარ მოვსუმოვი, რუსეთი. "თეატრი საზღვრების გარეშე"
© Yury Smityuk / Stenincontestიური სმიტიუკი, რუსეთი. "ზამთრის სერფინგი წყნარ ოკეანეში რუსეთის სანაპიროზე". ფოტოსერია "სპორტი"
იური სმიტიუკი, რუსეთი. ზამთრის სერფინგი წყნარ ოკეანეში რუსეთის სანაპიროზე. ფოტოსერია სპორტი - Sputnik საქართველო
14/14
იური სმიტიუკი, რუსეთი. "ზამთრის სერფინგი წყნარ ოკეანეში რუსეთის სანაპიროზე". ფოტოსერია "სპორტი"
ყველა ახალი ამბავი
0