ქართული ბრენდი Situationist, რომელიც შექმნეს დიზაინრებმა ირაკლი რუსაძემ და დავით გიორგაძემ, ცნობილია სამოსზე ქართული სოიმბოლიკის გამოყენებით. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ფოტოლენტა, თუ როგორ გამოიყურება თამამი და სექსუალური სამოსი ბრენდის ახალი კოლექციიდან.
ქართული დროშისა და ქართლის დედის სურათების გამოყენება ბრენდს Situationist სხვებისგან გამოარჩევს. ამასთან ერთად დიზაინრების ახალი კოლექციები უჩვენებს სითამამესა და სექსუალურობას. Situationist სიახლეები მსოფლიო მოდის ტენდენციების განვითარებას შეესაბამება, რის დამსახურებითაც ეს ბრენდი საქართველოსგან მოშრებითაც იციან.
ბრენდი Situationist შექმნა დიზაინრებმა ირაკლი რუსაძემ და დავით გიორგაძემ 2015 წელს. მათი შემოქმედება უკვე შეაფასა ამერიკელმა მოდელმა ბელა ჰადიდმა, რომელსაც არაერთხელ წარმოუდგენია Situationist-ის სამოსი. მაშინ ჟურნალმა Vogue მოაწყო ქართული ბრენდის განხილვა, სადაც Situationist დემნა გვასალიას Vetements ესთეტიკას შეადარა. ამ დროისათვის ბრენდის Situationist ახალი მოდელების შექმნაზე მუშაობას მხოლოდ ირაკლი რუსაძე განაგრძობს.
ბრენდი Situationist მოდის პუბლიკას სთავაზობს ძლიერ და სექსუალურ სილუეტებსა და თამამ და მოულოდნელ ფორმებს.