თბილისის სტოუნჰეჯი: "საქართველოს ისტორიის" გიგანტური კომპლექსი

გამოწერა

საოცარი გიგანტური ზომების არქიტექტურულ-სკულპტურული კოპლექსი "საქართველოს ისტორია" ქალაქის გარეუბანში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მდებარეობს. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ფოტოლენტა უნიკალური ნაგებობის შესახებ.

1985 წელს დაწყებული "საქართველოს ისტორიის" კომპლექსის ავტორი ცნობილი სკულპტორი და ხელოვანი ზურაბ წერეთელია. ძეგლი, რომელიც მაღალ ბორცვზეა განთავსებული, კარგად ჩანს თბილისის სხვადასხვა წერტილებიდან. მემორიალთან მისასვლელად, უნდა გაიაროთ თბილისის ზღვის გზა, რომლის საშუალებითაც პირდაპირ დაცვის ჯიხურთან და კომპლექსის კიბეებთან მიხვალთ.

© Sputnik / Alexander Imedashviliროგორც ამბობენ, "საქართველოს ისტორიის" კომპლექსის ადგილზე ადრე იოსებ სტალინის 100 მეტრიანი ძეგლის დადგმას აპირებდნენ. თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა, აქ საქართველოს ისტორიისადმე მიძღვნილი უზარმაზარი კომპლექსი აღიმართა
საქართველოს ისტორიის მემორიალი - Sputnik საქართველო
1/15
როგორც ამბობენ, "საქართველოს ისტორიის" კომპლექსის ადგილზე ადრე იოსებ სტალინის 100 მეტრიანი ძეგლის დადგმას აპირებდნენ. თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა, აქ საქართველოს ისტორიისადმე მიძღვნილი უზარმაზარი კომპლექსი აღიმართა
© Sputnik / Alexander Imedashviliზურაბ წერეთლის მიერ შექმნილი კომპლექსი გასაოცრად დიდია. ამჩნევთ ფოტოზე ადამიანებს ძეგლის ძირში? თუმცა, ვინაიდან გარშემო საკმაოდ დიდი სივრცეა, კომპლექსი საკმაოდ ჰარმონიულად გამოიყურება მისი გარემოს ფონზე
საქართველოს ისტორიის მემორიალი - Sputnik საქართველო
2/15
ზურაბ წერეთლის მიერ შექმნილი კომპლექსი გასაოცრად დიდია. ამჩნევთ ფოტოზე ადამიანებს ძეგლის ძირში? თუმცა, ვინაიდან გარშემო საკმაოდ დიდი სივრცეა, კომპლექსი საკმაოდ ჰარმონიულად გამოიყურება მისი გარემოს ფონზე
© Sputnik / Alexander Imedashviliკოლონებზე ზურაბ წერეთელმა გამოსახა საქართველოს ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები, ბიბლიური სიუჟეტები, ქართველი მეფეების, მხედარმთავრებისა და მნიშნელოვანი ისტორიული პერსონაჟების ფიგურები
საქართველოს ისტორიის მემორიალი - Sputnik საქართველო
3/15
კოლონებზე ზურაბ წერეთელმა გამოსახა საქართველოს ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები, ბიბლიური სიუჟეტები, ქართველი მეფეების, მხედარმთავრებისა და მნიშნელოვანი ისტორიული პერსონაჟების ფიგურები
© Sputnik / Alexander Imedashviliძეგლიდან მარჯვნივ წმინდა ნინოს ჯვრის სკულპტურა დგას
საქართველოს ისტორიის მემორიალი - Sputnik საქართველო
4/15
ძეგლიდან მარჯვნივ წმინდა ნინოს ჯვრის სკულპტურა დგას
© Sputnik / Alexander Imedashvili"საქართველოს ისტორიისკენ" მიმავალ აღმართზე ზურაბ წერეთელმა ანტიკური სიმბოლიკის კოლონები დადგა. ისინი საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის და ისტორიულ სამყაროში მისი აქტიური მონაწილეობის სიმბოლოები არიან
საქართველოს ისტორიის მემორიალი - Sputnik საქართველო
5/15
"საქართველოს ისტორიისკენ" მიმავალ აღმართზე ზურაბ წერეთელმა ანტიკური სიმბოლიკის კოლონები დადგა. ისინი საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის და ისტორიულ სამყაროში მისი აქტიური მონაწილეობის სიმბოლოები არიან
© Sputnik / Alexander Imedashviliკომპლექსი აქტიურად შენდებოდა 20 წლის განმავლობაში, 1985-2003 წლებში, თუმცა ჯერ კიდევ არ დასრულებულა
საქართველოს ისტორიის მემორიალი - Sputnik საქართველო
6/15
კომპლექსი აქტიურად შენდებოდა 20 წლის განმავლობაში, 1985-2003 წლებში, თუმცა ჯერ კიდევ არ დასრულებულა
© Sputnik / Alexander Imedashviliარქიტექტურულ-სკულპტურული ანსამბლი "საქართველოს ისტორია 16 კოლონისგან შედგება, თითოეულის სიმაღლე 35 მეტრია
საქართველოს ისტორიის მემორიალი - Sputnik საქართველო
7/15
არქიტექტურულ-სკულპტურული ანსამბლი "საქართველოს ისტორია 16 კოლონისგან შედგება, თითოეულის სიმაღლე 35 მეტრია
© Sputnik / Alexander Imedashviliთითოეული კოლონა სამი მნიშვნელოვანი ნაწილისგან შედგება - ქვემოთ (საფუძვლად) ბიბლიური სიუჟეტი. შუაში გამოსახულები არიან საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები: განმანათლებლები, ლეგენდარული მეფეები და დედოფლები, წმინდანები, პოეტები, დიპლომატები, ლიტერატორები, მხედარმთავრები. კოლონის ზედა ნაწილში ასახულია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების სიუჟეტები: რთველი, სახალხო დღესასწაულები, ტრადიციები, მოსავლის აღება
საქართველოს ისტორიის მემორიალი - Sputnik საქართველო
8/15
თითოეული კოლონა სამი მნიშვნელოვანი ნაწილისგან შედგება - ქვემოთ (საფუძვლად) ბიბლიური სიუჟეტი. შუაში გამოსახულები არიან საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები: განმანათლებლები, ლეგენდარული მეფეები და დედოფლები, წმინდანები, პოეტები, დიპლომატები, ლიტერატორები, მხედარმთავრები. კოლონის ზედა ნაწილში ასახულია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების სიუჟეტები: რთველი, სახალხო დღესასწაულები, ტრადიციები, მოსავლის აღება
© Sputnik / Alexander Imedashvili"საქართველოს ისტორიის" მემორიალის ტერიტორიაზე აგებულია ეკლესია. ამბობენ, რომ შიგნით ყველაფერი მორთული არის ემალით, კერამიკითა და ლამაზი ფერწერით
ეკლესია საქართველოს ისტორიის მემორიალის ტერიტორიაზე - Sputnik საქართველო
9/15
"საქართველოს ისტორიის" მემორიალის ტერიტორიაზე აგებულია ეკლესია. ამბობენ, რომ შიგნით ყველაფერი მორთული არის ემალით, კერამიკითა და ლამაზი ფერწერით
© Sputnik / Alexander Imedashviliკომპლექსის ცენტრში დგას კოლონები, რომლებზეც ფიგურების სიმაღლე 30 მეტრს აჭარბებს
საქართველოს ისტორიის მემორიალი - Sputnik საქართველო
10/15
კომპლექსის ცენტრში დგას კოლონები, რომლებზეც ფიგურების სიმაღლე 30 მეტრს აჭარბებს
© Sputnik / Alexander Imedashvili"საქართველოს ისტორიის" ძეგლის დასამზადებლად გამოიყენებოდა ბრინჯაო და სპილენძი
საქართველოს ისტორიის მემორიალი - Sputnik საქართველო
11/15
"საქართველოს ისტორიის" ძეგლის დასამზადებლად გამოიყენებოდა ბრინჯაო და სპილენძი
© Sputnik / Alexander Imedashviliკომპლექსის შესასვლელში განთავსებულია გრაგნილები, სადაც საქართველოს ისტორიის მნიშვნელობანი მოვლენებია ჩამოთვლილი
საქართველოს ისტორიის მემორიალი - Sputnik საქართველო
12/15
კომპლექსის შესასვლელში განთავსებულია გრაგნილები, სადაც საქართველოს ისტორიის მნიშვნელობანი მოვლენებია ჩამოთვლილი
© Sputnik / Alexander Imedashviliთუ "საქართველოს ისტორიის" კომპლექსს ზემოდან დახედავთ, აღმოაჩენთ, რომ კოლონები განლაგებულია ჯვრის ფორმაზე
საქართველოს ისტორიის მემორიალი - Sputnik საქართველო
13/15
თუ "საქართველოს ისტორიის" კომპლექსს ზემოდან დახედავთ, აღმოაჩენთ, რომ კოლონები განლაგებულია ჯვრის ფორმაზე
© Sputnik / Alexander Imedashviliასეთი ხედი იშლება თბილისზე "საქართველოს ისტორიის" კომპლექსიდან
საქართველოს ისტორიის მემორიალი - Sputnik საქართველო
14/15
ასეთი ხედი იშლება თბილისზე "საქართველოს ისტორიის" კომპლექსიდან
© Sputnik / Alexander Imedashviliკომპლექსის შესასვლელისა და მთავარი კიბის საპირისპირო მხარეს არის კიდევ ერთი მოედანი, საიდანაც ასეთი ხედი იშლება თბილისის ზღვაზე
ხედი თბილისის ზღვაზე საქართველოს ისტორიის მემორიალის მოედნიდან - Sputnik საქართველო
15/15
კომპლექსის შესასვლელისა და მთავარი კიბის საპირისპირო მხარეს არის კიდევ ერთი მოედანი, საიდანაც ასეთი ხედი იშლება თბილისის ზღვაზე
ყველა ახალი ამბავი
0