ხანძარი გემ-მოჩვენებაზე: ვლადივოსტოკში ხომალდი Yeruslan იწვის

გამოწერა

მიტოვებული სატვირთო ხომალდი Yeruslan იწვის ვლადივოსტოკთან, ამურის ყურეში ყინულებში. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალა შემთხვევის ადგილიდან.

ვლადივოსტოკში, ამურის ყურეში უკვე ორი წელია დგას მიტოვებული სატვირთო გემი Yeruslan. ხომალდის მფლობელს ეკიპაჟის წევრების დაახლოებით 200 ათასი დოლარი მართებს 2014 წლიდან, მაგრამ მის პოვნას სამძებრო სამსახურები ვერ ახერხებენ. თბომავალი დაყადაღებულია, მაგრამ ვალების დასაფარად მისი აუქციონზე გაყიდვა არ შეიძლება — ოფიციალურად Yeruslan კამბოჯის პორტს ეკუთვნის, იუწყება პორტალი "ნოვოსტი — ვლადივოსტოკი" (VL.RU).

თბომავალი Yeruslan უკვე მეორე წელია გაჩერებულია. ეკიპაჟი თავდაპირველად ხომალდზე ცხოვრობდა, ხუთმა მეზღვაურმა პირველი ზამთარი იქ გაატარა, შემდეგ კი ნაპირზე გადავიდნენ. დიდ ხნის განმავლობაში — 2016 წლის შემოდგომამდე თბომავალზე დარჩა ერთადერთი მცველი დმიტრი ევტეევი ასტრახანიდან. ის იცავდა წესრიგს, საღამოობით რთავდა განათებას და წერილებს უგზავნიდა სხვადასხვა ინსტანციებს. მას წასვლა არ შეეძლო — ბილეთის შეძენის საშუალება არ ჰქონდა. საკვებით მას ახლოს მცურავი კატარღებისა და „როსმორპორტის“ კომისიის ეკიპაჟები ამარაგებდნენ. შემდეგ გათავდა საწვავი, მაგრამ ხომალდის ბედი კვლავ ვერ გადაწყდა. 2016 წლის შემოდგომიდან თბომავალს რეგულარულად ძარცვავდნენ მაროდიორები.

© photo: Sputnik / Семен Апасов / გადასვლა მედიაბანკშიერთ-ერთი ვერსიით, ღამით უცნობები მიტოვებულ სატვირთო ხომალდთან კვადროციკლის საშუალებით მივიდნენ და შესადუღებელი აპარატის საშუალებით მეტალი გაჭრეს, რის გამოც მოხდა აალება.
ხომალდი Yeruslan იწვის ვლადივოსტოკში ამურის ყურის აკვატორიაში - Sputnik საქართველო
1/15
ერთ-ერთი ვერსიით, ღამით უცნობები მიტოვებულ სატვირთო ხომალდთან კვადროციკლის საშუალებით მივიდნენ და შესადუღებელი აპარატის საშუალებით მეტალი გაჭრეს, რის გამოც მოხდა აალება.
© photo: Sputnik / Semyon Apasov / გადასვლა მედიაბანკშიდაახლოებით 7:00 საათზე გაჩენილი ხანძრის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურს შეატყობინეს, მაგრამ ზომების მიღებაზე უწყებაში უარი თქვეს, ვინაიდან ყინულზე სახანძრო მანქანები არ დაიშვება, სხვა შესაბამისი ტექნიკა კი არ გააჩნდათ.
მიტოვებული ხომალდი Yeruslan, რომლსაც ყადაღა დაედო ეკიპაჟის წევრებისათვის გასამრჯელოს გადაუხდელობისათვის, ვლადივოსტოკში ამურის ყურის აკვატორიაში იწვის - Sputnik საქართველო
2/15
დაახლოებით 7:00 საათზე გაჩენილი ხანძრის შესახებ საგანგებო სიტუაციების სამსახურს შეატყობინეს, მაგრამ ზომების მიღებაზე უწყებაში უარი თქვეს, ვინაიდან ყინულზე სახანძრო მანქანები არ დაიშვება, სხვა შესაბამისი ტექნიკა კი არ გააჩნდათ.
© photo: Sputnik / Семен Апасов / გადასვლა მედიაბანკშითვითმხილველთა ინფორმაციით, მოგვიანებით უცნობები ორი ავტომობილით მივიდნენ თბომავალთან და საბარგულში მეტალი, დაფები, ბადეები და ხომალდის სხვა ნაწილები ჩაალაგეს.
მიტოვებული ხომალდი Yeruslan, რომლსაც ყადაღა დაედო ეკიპაჟის წევრებისათვის გასამრჯელოს გადაუხდელობისათვის, ვლადივოსტოკში ამურის ყურის აკვატორიაში იწვის - Sputnik საქართველო
3/15
თვითმხილველთა ინფორმაციით, მოგვიანებით უცნობები ორი ავტომობილით მივიდნენ თბომავალთან და საბარგულში მეტალი, დაფები, ბადეები და ხომალდის სხვა ნაწილები ჩაალაგეს.
© photo: Sputnik / Семен Апасов / გადასვლა მედიაბანკშიმოგვიანებით "საინტერესო აღმოჩენების" საძიებლად ხომალდთან ვლადივოსტოკის სხვა მაცხოვრებლებიც მივიდნენ. ხანძარი მათ ხელს არ უშლიდა. ხალხი აალებული ხომალდის ფონზე იღებდა სელფებს და ვიდეოებს.
ხომალდი Yeruslan იწვის ვლადივოსტოკში ამურის ყურის აკვატორიაში - Sputnik საქართველო
4/15
მოგვიანებით "საინტერესო აღმოჩენების" საძიებლად ხომალდთან ვლადივოსტოკის სხვა მაცხოვრებლებიც მივიდნენ. ხანძარი მათ ხელს არ უშლიდა. ხალხი აალებული ხომალდის ფონზე იღებდა სელფებს და ვიდეოებს.
© photo: Sputnik / Семен Апасов / გადასვლა მედიაბანკშიხომალდთან ახლოს უცნობებმა დააყენეს სკამი, რომელიც რამდენიმე საბურავისგან და ხომალდიდან გადმოტანილი დაფისგან გააკეთეს. აალებული ხომალდის ფონზე ჩაის მიირთმევდნენ და კამერებით ვიდეოებს იღებდნენ.
ხომალდი Yeruslan იწვის ვლადივოსტოკში ამურის ყურის აკვატორიაში - Sputnik საქართველო
5/15
ხომალდთან ახლოს უცნობებმა დააყენეს სკამი, რომელიც რამდენიმე საბურავისგან და ხომალდიდან გადმოტანილი დაფისგან გააკეთეს. აალებული ხომალდის ფონზე ჩაის მიირთმევდნენ და კამერებით ვიდეოებს იღებდნენ.
© photo: Sputnik / Семен Апасов / გადასვლა მედიაბანკშივანდალებმა და მარადიორებმა ხომალდის ძარცვა რამდენიმე თვის წინ დაიწყეს - მას შემდეგ, რაც თბომავალი ბოლო მეზღვაურმა დატოვა, რომელმაც მაინც ვერ მიიღო ხომალდის მფლობელისგან გასამრჯელო.
მიტოვებული ხომალდი Yeruslan, რომლსაც ყადაღა დაედო ეკიპაჟის წევრებისათვის გასამრჯელოს გადაუხდელობისათვის, ვლადივოსტოკში ამურის ყურის აკვატორიაში იწვის - Sputnik საქართველო
6/15
ვანდალებმა და მარადიორებმა ხომალდის ძარცვა რამდენიმე თვის წინ დაიწყეს - მას შემდეგ, რაც თბომავალი ბოლო მეზღვაურმა დატოვა, რომელმაც მაინც ვერ მიიღო ხომალდის მფლობელისგან გასამრჯელო.
© photo: Sputnik / Семен Апасов / გადასვლა მედიაბანკშიხომალდზე გაჩენილი ალი დღის განმავლობაში ვლადივოსტოკის ნებისმიერი წერტილიდან კარგად ჩანდა.
მიტოვებული ხომალდი Yeruslan, რომლსაც ყადაღა დაედო ეკიპაჟის წევრებისათვის გასამრჯელოს გადაუხდელობისათვის, ვლადივოსტოკში ამურის ყურის აკვატორიაში იწვის - Sputnik საქართველო
7/15
ხომალდზე გაჩენილი ალი დღის განმავლობაში ვლადივოსტოკის ნებისმიერი წერტილიდან კარგად ჩანდა.
© photo: Sputnik / Семен Апасов / გადასვლა მედიაბანკშიYeruslan გვაგონებს გემ-მოჩვენებას. მითუმეტეს სამგზავრო განათებების გარეშე ის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ზღვაში, თუმცა ნავიგაცია ახლა დახურულია.
მიტოვებული ხომალდი Yeruslan, რომლსაც ყადაღა დაედო ეკიპაჟის წევრებისათვის გასამრჯელოს გადაუხდელობისათვის, ვლადივოსტოკში ამურის ყურის აკვატორიაში იწვის - Sputnik საქართველო
8/15
Yeruslan გვაგონებს გემ-მოჩვენებას. მითუმეტეს სამგზავრო განათებების გარეშე ის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ზღვაში, თუმცა ნავიგაცია ახლა დახურულია.
© photo: Sputnik / Семен Апасов / გადასვლა მედიაბანკშიYeruslan-ის ბორტზე ნახევრად დაშლილი Nissan Terrano დგას - ეკიპაჟის თქმით, ის რუსეთში ნორმაზე ექვსჯერ უფრო მაღალი რადიაციული ფონის გამო არ შეუშვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ხომალდი სწორედ რადიაციის გამოა გაჩერებული ყურეში და არა სანაპიროსთან. თუმცა ვანდალებს მის გაძარცვაში ხელი არ შეშლიათ.
მიტოვებული ხომალდი Yeruslan, რომლსაც ყადაღა დაედო ეკიპაჟის წევრებისათვის გასამრჯელოს გადაუხდელობისათვის, ვლადივოსტოკში ამურის ყურის აკვატორიაში იწვის - Sputnik საქართველო
9/15
Yeruslan-ის ბორტზე ნახევრად დაშლილი Nissan Terrano დგას - ეკიპაჟის თქმით, ის რუსეთში ნორმაზე ექვსჯერ უფრო მაღალი რადიაციული ფონის გამო არ შეუშვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ხომალდი სწორედ რადიაციის გამოა გაჩერებული ყურეში და არა სანაპიროსთან. თუმცა ვანდალებს მის გაძარცვაში ხელი არ შეშლიათ.
© photo: Sputnik / Семен Апасов / გადასვლა მედიაბანკშიYeruslan 1967 წელს უნგრეთში აიგო და სსრკ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მიერ მშრალი ტვირთის მზიდად გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირის დაშლამდე. ცვლილებების შემდეგ მისთვისაც გამოინახა დანიშნულება - Yeruslan დიდი ხნის განმავლობაში დაცურავდა იაპონიაში "საავტომობილო რეისებში". თბომავალს ასობით მანქანა გადაუზიდია.
მიტოვებული ხომალდი Yeruslan, რომლსაც ყადაღა დაედო ეკიპაჟის წევრებისათვის გასამრჯელოს გადაუხდელობისათვის, ვლადივოსტოკში ამურის ყურის აკვატორიაში იწვის - Sputnik საქართველო
10/15
Yeruslan 1967 წელს უნგრეთში აიგო და სსრკ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მიერ მშრალი ტვირთის მზიდად გამოიყენებოდა საბჭოთა კავშირის დაშლამდე. ცვლილებების შემდეგ მისთვისაც გამოინახა დანიშნულება - Yeruslan დიდი ხნის განმავლობაში დაცურავდა იაპონიაში "საავტომობილო რეისებში". თბომავალს ასობით მანქანა გადაუზიდია.
© photo: Sputnik / Семен Апасов / გადასვლა მედიაბანკში2015 წელს Yeruslan იაპონიის მიმართულებით ბოლო რეისში გაემართა. ნიიგატის პრეფექტურასთან მეზღვაურები გაიფიცნენ - ხომალდის მფლობელი კონტრაქტით გათვალისწინებულ საკუთარ მოვალეობებს არ ასრულებდა და 2014 წლიდან ეკიპაჟის წევრებს გასამრჯელოს არ უხდიდა. იაპონიის ხელისუფლებამ ხომალდი დააყადაღა.
ხომალდი Yeruslan იწვის ვლადივოსტოკში ამურის ყურის აკვატორიაში - Sputnik საქართველო
11/15
2015 წელს Yeruslan იაპონიის მიმართულებით ბოლო რეისში გაემართა. ნიიგატის პრეფექტურასთან მეზღვაურები გაიფიცნენ - ხომალდის მფლობელი კონტრაქტით გათვალისწინებულ საკუთარ მოვალეობებს არ ასრულებდა და 2014 წლიდან ეკიპაჟის წევრებს გასამრჯელოს არ უხდიდა. იაპონიის ხელისუფლებამ ხომალდი დააყადაღა.
© photo: Sputnik / Семен Апасов / გადასვლა მედიაბანკშიმიტოვებული ხომალდი "Yeruslan", რომლსაც ყადაღა დაედო ეკიპაჟის წევრებისათვის გასამრჯელოს გადაუხდელობისათვის, ვლადივოსტოკში ამურის ყურის აკვატორიაში იწვის
მიტოვებული ხომალდი Yeruslan, რომლსაც ყადაღა დაედო ეკიპაჟის წევრებისათვის გასამრჯელოს გადაუხდელობისათვის, ვლადივოსტოკში ამურის ყურის აკვატორიაში იწვის - Sputnik საქართველო
12/15
მიტოვებული ხომალდი "Yeruslan", რომლსაც ყადაღა დაედო ეკიპაჟის წევრებისათვის გასამრჯელოს გადაუხდელობისათვის, ვლადივოსტოკში ამურის ყურის აკვატორიაში იწვის
© photo: Sputnik / Семен Апасов / გადასვლა მედიაბანკშიშემდეგ ბორტზე გამოცხადდა ის, ვისაც ეკიპაჟი ხომალდის მფლობელად მოიხსენიებდა - ვლადისლავ მიაგჩილო. კომპანიის Claner Shipping Ltd. ხელძღვანელი, ვის ანგარიშზეც ირიცხებოდა ხომალდი, ეკიპაჟს გადასცა წერილი გარანტიით, რომელშიც რუსეთში დაბრუნების თანავე ვალების გასტუმრების პირობას დებდა.
მიტოვებული ხომალდი Yeruslan, რომლსაც ყადაღა დაედო ეკიპაჟის წევრებისათვის გასამრჯელოს გადაუხდელობისათვის, ვლადივოსტოკში ამურის ყურის აკვატორიაში იწვის - Sputnik საქართველო
13/15
შემდეგ ბორტზე გამოცხადდა ის, ვისაც ეკიპაჟი ხომალდის მფლობელად მოიხსენიებდა - ვლადისლავ მიაგჩილო. კომპანიის Claner Shipping Ltd. ხელძღვანელი, ვის ანგარიშზეც ირიცხებოდა ხომალდი, ეკიპაჟს გადასცა წერილი გარანტიით, რომელშიც რუსეთში დაბრუნების თანავე ვალების გასტუმრების პირობას დებდა.
© photo: Sputnik / Семен Апасов / გადასვლა მედიაბანკშიპრიმორიეში, სადაც Yeruslan 2015 წლის ზაფხულში ჩავიდა, სიტუაცია გამეორდა - მეზღვაურებს თანხა კვლავ არ გადასცეს და ისინი გაიფიცნენ. მათ დახმარებისათვის პრიმორიეს სატრანსპორტო პროკურატურას მიმართეს, რომელმაც დაადგინა, რომ ბოლო წლის განმავლობაში ხომალდის მეპატრონეს საკუთარ თანამშრომლებთან ვალი 4 მილიონი რუბლის ოდენობით დაუგროვდა. სექტემბერში ხომალდი დააყადაღეს და "გარემოებების გარკვევამდე" გააჩერეს.
მიტოვებული ხომალდი Yeruslan, რომლსაც ყადაღა დაედო ეკიპაჟის წევრებისათვის გასამრჯელოს გადაუხდელობისათვის, ვლადივოსტოკში ამურის ყურის აკვატორიაში იწვის - Sputnik საქართველო
14/15
პრიმორიეში, სადაც Yeruslan 2015 წლის ზაფხულში ჩავიდა, სიტუაცია გამეორდა - მეზღვაურებს თანხა კვლავ არ გადასცეს და ისინი გაიფიცნენ. მათ დახმარებისათვის პრიმორიეს სატრანსპორტო პროკურატურას მიმართეს, რომელმაც დაადგინა, რომ ბოლო წლის განმავლობაში ხომალდის მეპატრონეს საკუთარ თანამშრომლებთან ვალი 4 მილიონი რუბლის ოდენობით დაუგროვდა. სექტემბერში ხომალდი დააყადაღეს და "გარემოებების გარკვევამდე" გააჩერეს.
© photo: Sputnik / Семен Апасов / გადასვლა მედიაბანკშიპრიმორიეს სატრანსპორტო პროკურატურის მონაცემებით ხომალდის მეპატრონეს საკუთარ ეკიპაჟის ვალი $274 290 ოდენობით დაუგროვდა. ვალების გადახდა ხომალდისა და მასზე არსებული ქონების აუქციონზე გაყიდვის შემდეგ იგეგმებოდა, თუმცა ახლა თბომავალი გაძარცვული და დამწვარია.
ხომალდი Yeruslan იწვის ვლადივოსტოკში ამურის ყურის აკვატორიაში - Sputnik საქართველო
15/15
პრიმორიეს სატრანსპორტო პროკურატურის მონაცემებით ხომალდის მეპატრონეს საკუთარ ეკიპაჟის ვალი $274 290 ოდენობით დაუგროვდა. ვალების გადახდა ხომალდისა და მასზე არსებული ქონების აუქციონზე გაყიდვის შემდეგ იგეგმებოდა, თუმცა ახლა თბომავალი გაძარცვული და დამწვარია.
ყველა ახალი ამბავი
0