ანანურის ციხე-სიმაგრე. საქართველოს ღირშესანიშნაობები

147
(განახლებულია 13:38 20.02.2017)
  • ხედი ანანურის ციხე-სიმაგრეზე საქართველოს სამხედრო გზიდან
  • ხედი ანანურის ციხე-სიმაგრეზე საქართველოს სამხედრო გზიდან
  • ანანურის ციხე-სიმაგრის ერთ-ერთ კოშკში - შუა კოშკ შეუპოვარში
  • ხედი ანანურის ციხე-სიმაგრის ერთ-ერთი კოშკიდან ისტორიულ ძეგლსა და ჟინვალის წყალსაცავზე
  • ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ანანურის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე
  • ჯვრის, ანგელოზების, ვაზის და ცხოველების გამოსახულება ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კედელზე
  • ღვთაების ეკლესიის (მარჯვნივ) და ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გუმბათები
  • ეკლესია ღვთაება ანანურის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე
  • ხევსურული კოშკი ანანურის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე
  • ეკლესია მკურნალი ანანურის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე
  • ტურისტები ანანურის ციხე-სიმაგრეში
  • ეკლესიის ნანგრევები ანანურის ციხე-სიმაგრესთან
  • ფაფახები და ნაბადები სუვენირების ბაზარზე ანანურში
  • ანანურის ციხე-სიმაგრის ერთ-ერთი კოშკი

თბილისიდან 70 კილომეტრის დაშორებით, საქართველოს სამხედრო გზაზე, სადაც არაგვი მდინარე ვეძათხევში ჩაედინება, აგებულია ანანურის ციხე-სიმაგრე. იხილეთ Sputnik საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ გამოიყურება ოთხას წელზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ციხე-სიმაგრე.

ანანურის ციხე-სიმაგრე ოდითგანვე მთავარი საყრდენი იყო არაგვის ერისთავებისათვის. დღეს ეს ციტადელი ერთ-ერთი უიშვიათესი ისტორიული ძეგლია საქართველოს ტერიტორიაზე, რომელმაც ჩვენამდე კარგ მდგომარეობაში მოაღწია. თუმცა ადრე ციხე-სიმაგრის ტერიტორია გაცილებით მეტს მოიცავდა — მისი ქვედა ნაწილისგან ძველი ეკლესიის ნანგრევების გარდა არაფერი დარჩა.

ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე ქვიანი კედლის მიღმა განლაგებულია სამოქალაქო, სამხედრო და საკულტო შენობები: დიდი და პატარა ტაძრები, საცხოვრებელი, სამთო კოშკი, პატარა სამრეკლო, წყალსაცავი, აბანო.

ვინ და როდის ააშენა ანანურის ციხე-სიმაგრე, ისტორიაში არავითარი ინფორმაცია არ მოიპოვება. ისტორიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ერთ-ერთი კოშკი XIII საუკუნეში აიგო. "ღვთაების" ეკლესიაში, ციტადელში საფლავის ქვა არის, რომელზეც წერია, რომ ანა-ხანუმ აბაშიძემ 1674 წელს გასცა ძეგლის აგების განკარგულება და რომ ამ საფლავში განისვენებენ მისი ქმარი ედიშერი, ოთარ ერისთავი და შვილი გიორგი ერისთავი. ხოლო შესასვლელში ტაბლოზე წერია, რომ "ღვთაების" ეკლესია XVI საუკუნის დასასრულსა და XVII საუკუნის დასაწყისში აიგო.

საქართველოს სამხედრო გზაზე მგზავრობისას ანანურის ციხე-სიმაგრის გამოტოვება შეუძლებელია — გზას პირდაპირ ციტადელის მისადგომებთან მივყავართ აქვე განლაგებულია უამრავი დახლი, სადაც სხვადასხვა ქართული სუვენირები და ქართულ სტილში დამზადებული საჩუქრები იყიდება.

147
  • ხედი ანანურის ციხე-სიმაგრეზე საქართველოს სამხედრო გზიდან
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ასე გამოიყურება ანანურის ციხე-სიმაგრე საქართველოს სამხედრო გზიდან. ჩვენს დრომდე კარგ მდგომარეობაში მხოლოდ მთავარმა ციტადელმა და მის ტერიტორიაზე აგებულმა შენობებმა მოაღწია. ციხე-სიმაგრის ქვედა ნაწილი - კედლები და შენობები დღეისათვის დანგრეულია.

  • ხედი ანანურის ციხე-სიმაგრეზე საქართველოს სამხედრო გზიდან
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    მიუხედავად იმისა, რომ შიგნიდან ციტადელის ყველა კოშკი კარგ მდგომარეობაშია, მხოლოდ ერთ მათგანს აქვს გალავანი და კიბეები და მხოლოდ მასზეა შესაძლებელი ასვლა. ეს შუა კოშკია, სახელწოდებით "შეუპოვარი"

  • ანანურის ციხე-სიმაგრის ერთ-ერთ კოშკში - შუა კოშკ შეუპოვარში

    ციცაბო კიბეებზე შეუპოვრის სახურავზე ასვლაა შესაძლებელი. მას ტრაგიკული ისტორია აქვს. ქსნისა და არაგვის თავადების წინააღმდეგობისას აქ ცოცხლად დაწვეს არაგვის საერისთავოს მმართველის ვაჟი. ამის შემდეგ, ციხე-სიმაგრის რესტავრაციამდე, რომელიც 1939 წელს ჩატარდა, კოშკი 200 წლის განმავლობაში ჩახერგილი იყო.

  • ხედი ანანურის ციხე-სიმაგრის ერთ-ერთი კოშკიდან ისტორიულ ძეგლსა და ჟინვალის წყალსაცავზე
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    "შეუპოვარიდან" ულამაზესი ხედი იშლება ანანურის ციხე-სიმაგრის ნაგებობებზე და მის გარშემო ადგილზე. თუმცა ციცაბო კიბეებზე და ხის ზღუდეებზე ფრთხილი ასვლაა აუცილებელი, მათი ნაწილი ჩამონგრეულია.

  • ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ანანურის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ანანურის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე. ეკლესიის კედელზე წარწერის მიხედვით, ის 1689 წელს მდივანბეგ ბარძიმმა ააგო.

  • ჯვრის, ანგელოზების, ვაზის და ცხოველების გამოსახულება ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კედელზე
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ჯვრის, ანგელოზების, ვაზის და ცხოველების გამოსახულება ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კედელზე. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეკლესიის ფასადის გაფორმებაში რამდენიმე ოსტატი მონაწილეობდა, თუ რელიეფისა და ორნამენტების კვეთის მანერით ვიმსჯელებთ.

  • ღვთაების ეკლესიის (მარჯვნივ) და ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გუმბათები
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ხედი "შეუპოვარის" ამბრაზურიდან "ღვთაების" ეკლესიის (მარჯვნივ) და ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის გუმბათებზე.

  • ეკლესია ღვთაება ანანურის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ეკლესია "ღვთაება" "ღვთისმშობლის მიძინების" ტაძარზე ადრე აიგო. ის XVI საუკუნის ბოლოს და XVII საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება. ამის შესახებ შესასვლელთან არსებული ტაბლო გამცნობს. ამ ეკლესიის ერთ-ერთ ნაგებობაში, რომელშიც ახლა შესვლა შეუძლებელია, არის საფლავის ქვა, სადაც წერია, რომ ანა-ხანუმ აბაშიძემ 1674 წელს გასცა ძეგლის აგების განკარგულება და რომ ამ საფლავში განისვენებენ მისი ქმარი ედიშერი, ოთარ ერისთავი და შვილი გიორგი ერისთავი.

  • ხევსურული კოშკი ანანურის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ხევსურული კოშკი ანანურის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე. როგორც ჩანს, ის "ღვთისმშობლის მიძინების" ტაძრის შემდეგ აიგო, ვინაიდან ის ეკლესიის კედელზე ამოტვიფრულ ორნამენტს ფარავს.

  • ეკლესია მკურნალი ანანურის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ეკლესია "მკურნალი" ანანურის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე. ახლა მასთან მისასვლელი გზა დაკეტილია - ეკლესიას გარს არტყავს ღობე, ხოლო რკინის ჭიშკარი დაკეტილია.

  • ტურისტები ანანურის ციხე-სიმაგრეში
    © Sputnik / Anna Yarovikova

    ტურისტებს ძალიან უყვართ ანანურის ციხე-სიმაგრის დათვალიერება - აქ ხომ თავისუფლად შეიძლება ციხე-სიმაგრის კედლების გაყოლებით არსებულ გადასასვლელებზე გადაადგილება და ციტადელის კოშკში შესასვლელთან კიბეების საშუალებით ასვლა.

  • ეკლესიის ნანგრევები ანანურის ციხე-სიმაგრესთან
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ანანურის ციხე-სიმაგრის ქვედა ნაწილმა ჩვენამდე კარგ მდგომარეობაში ვერ მოაღწია. არაგვის ნაპირთან მხოლოდ ციხე-სიმაგრის კედლების ნაშალი და ეკლესიის ნანგრევები არის.

  • ფაფახები და ნაბადები სუვენირების ბაზარზე ანანურში
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ანანურის ციხე-სიმაგრესთან ბევრი დახლია, სადაც სხვადასხვა სუვენირები და საჩუქრები იყიდება. ეს ადგილი ტურისტებისათვის და საქართველოს მაცსხოვრებლებისთვის საყვარელი ადგილია მოსასვენებლად, როდესაც ისინი საქართველოს სამხედრო გზაზე მგზავრობენ.

  • ანანურის ციხე-სიმაგრის ერთ-ერთი კოშკი
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ანანურის ციხე-სიმაგრე დღეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრება.

თემაზე
ალილო – ლამაზი და სანახაობრივი საშობაო მსვლელობა
საახალწლო კონცერტი თბილისში
ხელნაკეთი საახალწლო სათამაშოები
ახალი წელი საქართველოში: ქართული ოჯახი დღესასწაულისთვის ემზადება