ალილო ლამაზი და სანახაობრივი საშობაო მსვლელობა

79
(განახლებულია 15:44 09.01.2017)
  • მსვლელობის მთავარი მონაწილეები - თეთრ სამოსში ჩაცმული ბავშვები წითელი ჯვრებით
  • ალილოს მსვლელობა
  • ალილოს მრავალ მონაწილეს ქართული ეროვნული სამოსი აცვია
  • ალილოს მსვლელობა
  • მსვლელობის მთავარი მონაწილეები - თეთრ სამოსში ჩაცმული ბავშვები წითელი ჯვრებით
  • თბილისის მაცხოვრებლები ალილოს მსვლელობისას რუსთაველის გამზირზე სეირნობენ - საავტომობილო მსვლელობა პოლიციამ გადაკეტა
  • ალილოს მონაწილეეები გამვლელებს შობას ულოცავენ
  • თბილისის მაცხოვრებლები ალილოს მსვლელობას უყურებენ
  • ხარები ბავშვებითა და საჩუქრებით სავსე უღელს წევენ
  • თბილისის მაცხოვრებლები ალილოს მსვლელობის ფონზე სელფის იღებენ
  • მსვლელობის მონაწილეები ქრისტეს შობის ხატს მიასვენებენ
  • ბავშვები ანგელოზის ფორმაში - ალილოს მთავარი მონაწილეები
  • ალილოს მსვლელობა
  • სასულიერო პირები ალილოს მსვლელობისას
  • ალილოს მსვლელობა
  • ალილოს მსვლელობისას სამების ტაძარში ახალდაქორწინებულებიც გამოჩნდნენ
  • ხალხი ქრისტეს შობის ხატთან

"ალილო" – ეს საშობაო სიმღერაა, რომელიც შობის ღამეს სრულდება. ეს დასახელება საფუძვლად დაედო საქართველოში მრავალი საუკუნის წინ ჩამოყალიბებულ ტრადიციას. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ ჩაიარა ტრადიციულმა საშობაო საქველმოქმედო მსვლელობამ.

"ალილოს" ჩატარების ტრადიციას ყოველთვის ჰქონდა საქველმოქმედო ხასიათი. შობას საქართველოში ხალხი შემოწირულობას აგროვებდა და უპოვრებს გადასცემდა. მრავალი საუკუნის განმავლობაში "ალილოს" ჩატარების ტრადიცია დაცული იყო. თუმცა საბჭოთა კავშირის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ საქველმოქმედო საშობაო მსვლელობები აიკრძალა და მათი აღდგენა მხოლოდ 90-იან წლებში მოხერხდა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის ინიციატივით.

ტრადიციისამებრ, თბილისში "ალილოს" მონაწილეები ვარდების მოედანზე იკრიბებიან და ქალაქის ცენტრს გადიან — რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან, თავისუფლების მოედანზე, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩებზე. შემდეგ ისინი მიემართებიან პრეზიდენტის სასახლესთან, ბოლოს კი წმინდა სამების საკათედრო ტაძართან, სადაც მსვლელობა სრულდება.

დღეს მსვლელობას თეატრალიზებული ხასიათი აქვს და სანახაობრივია. მსვლელობის მომსწრენი იყვნენ ტურისტები და დედაქალაქის სხვა სტუმრები, ასევე ქალაქის მცხოვრებლები.

მრავალათასიანი მსვლელობის მთავარი გმირები "შობის მახარობლები" არიან — უმეტესად ისინი თეთრებში ჩაცმული ბავშვები არიან. ისინი ქრისტეს შობას სიმღერით აღნიშნავენ. გარდა ამისა, "ალილოს" მონაწილეები ბიბლიური პერსონაჟების ფორმაში ჩაცმულებიც არიან — ანგელოზები და მწყემსები. მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ სასულიერო პირებიც. ისინი აღავლენენ ლოცვას, მიაქვთ დროშა და ქრისტეს შობის ხატს მიაბრძანებენ.

თბილისის მცხოვრებლები მსვლელობის მონაწილეებს საჩუქრებსა და შემოწირულობას გადასცემენ, რაც შემდეგ ობოლ ბავშვებს, უპოვრებსა და მოხუცთა თავშესაფრის ბინადრებს უნაწილდებათ.

79
  • მსვლელობის მთავარი მონაწილეები - თეთრ სამოსში ჩაცმული ბავშვები წითელი ჯვრებით
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    თეთრ სამოსში ჩაცმული ბავშვები "ალილოს" მთავარი მონაწილეები არიან - მათ "მახარობლებს" უწოდებენ, ვინაიდან პირველ რიგებში მიმავლები ქრისტეს შობის შესახებ მღერიან.

  • ალილოს მსვლელობა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ლამაზი და სანახაობრივი მსვლელობა "ალილო"

  • ალილოს მრავალ მონაწილეს ქართული ეროვნული სამოსი აცვია
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ალილოს მრავალ მონაწილეს ქართული ეროვნული სამოსი აცვია.

  • ალილოს მსვლელობა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ალილოს საკმაოდ მნიშვნელოვანი მონაწილეები არიან მწყემსებისა და ანგელოზების ფორმაში ჩაცმული ადამიანები.

  • მსვლელობის მთავარი მონაწილეები - თეთრ სამოსში ჩაცმული ბავშვები წითელი ჯვრებით
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    "მახარობლები" - ბავშვები, რომლებიც მსვლელობას მიუძღვიან.

  • თბილისის მაცხოვრებლები ალილოს მსვლელობისას რუსთაველის გამზირზე სეირნობენ - საავტომობილო მსვლელობა პოლიციამ გადაკეტა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    თბილისის მაცხოვრებლები "ალილოს" მსვლელობისას რუსთაველის გამზირზე თავისუფლად სეირნობენ - საავტომობილო მსვლელობა პოლიციამ რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტა.

  • ალილოს მონაწილეეები გამვლელებს შობას ულოცავენ
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    "ალილოს" მონაწილეეები ყველა გამვლელს შობას ულოცავენ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის სახელით მისალოც ბარათებს ჩუქნიან.

  • თბილისის მაცხოვრებლები ალილოს მსვლელობას უყურებენ
    © Sputnik / Anna Yarovikova

    თუ "ალილო" ტურისტებისათვის და ქალაქის სტუმრებისათვის საინტერესო და სანახაობრივი მოვლენაა, თბილისის მაცხოვრებლებისთვის ეს დიდი დღესასწაული და ქველმოქმედებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობაა.

  • ხარები ბავშვებითა და საჩუქრებით სავსე უღელს წევენ
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ხარები ბავშვებითა და საჩუქრებით სავსე უღელს წევენ. ასეთი უღელი მსვლლობაში სულ რამდენიმეა, რადგან დღეისათვის ეს უბრალოდ ტრადიციაა, საჩუქრებისა და ნივთების ძირითადი მაწილი ავტომანქანებში გადანაწილდა.

  • თბილისის მაცხოვრებლები ალილოს მსვლელობის ფონზე სელფის იღებენ
    © Sputnik / Anna Yarovikova

    "ალილოს" მონაწილეთა შორის დღეისათვის მოდური გასართობის - სელფის არაერთი მოყვარული იყო.

  • მსვლელობის მონაწილეები ქრისტეს შობის ხატს მიასვენებენ
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    "ალილოს" მონაწილე სასულიერო პირები ქრისტეს შობის ხატს მიასვენებენ მთელი პროცესიის განმავლობაში, თბილისის ცენტრიდან წმინდა სამების ტაძრამდე.

  • ბავშვები ანგელოზის ფორმაში - ალილოს მთავარი მონაწილეები
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    "ალილოს" ყველაზე უმცროსი მონაწილეები. ბავშვები წმინდა სამების საკათედრო ტაძარს უყურებენ, რომელსაც ბარათაშვილის ქუჩაზე მისული მსვლელობის მონაწილეები ხედავენ.

  • ალილოს მსვლელობა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    მსვლელობის მონაწილეები წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე შედიან.

  • სასულიერო პირები ალილოს მსვლელობისას
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    "ალილო" საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში 7 იანვარს დღის 2 საათზე იწყება. თბილისში მსვლელობა დაახლოებით ორი საათის განმავლობაში გრძელდება - რუსთაველის გამზირიდან წმინდა სამების საკათედრო ტაძრამდე პროცესიის მარშრუტით სწორედ ეს დროა საჭირო.

  • ალილოს მსვლელობა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    "ალილოში" მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

  • ალილოს მსვლელობისას სამების ტაძარში ახალდაქორწინებულებიც გამოჩნდნენ
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    "ალილოს" მსვლელობის დასრულებისთანავე წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე ნიშნობის ცერემონიაზე ახალდაქორწინებულები მივიდნენ. მიუხედავად ტაძრისკენ მიმავალი პროცესიისა, ახალდაქორწინებულებს გზა დაუთმეს.

  • ხალხი ქრისტეს შობის ხატთან
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ხალხი ქრისტეს შობის ხატთან "ალილოს" მსვლელობის დასრულების შემდეგ.

თემაზე
საახალწლო კონცერტი თბილისში
ხელნაკეთი საახალწლო სათამაშოები
ახალი წელი საქართველოში: ქართული ოჯახი დღესასწაულისთვის ემზადება
Ту-154-ის კატასტროფა: სამგლოვიარო აქცია თბილისში