ხანძარი სამების საკათედრო ტაძარში

182
(განახლებულია 19:39 20.03.2016)
  • ხანძარი სამების ტაძარში
  • ხანძარი სამების ტაძარში
  • ხანძარი სამების ტაძარში
  • ხანძარი სამების ტაძარში
  • ხანძარი სამების ტაძარში
  • ხანძარი სამების ტაძარში
  • ხანძარი სამების ტაძარში
  • ხანძარი სამების ტაძარში
  • ხანძარი სამების ტაძარში
  • ხანძარი სამების ტაძარში
  • ხანძარი სამების ტაძარში
  • ხანძარი სამების ტაძარში

საქართველოს უდიდეს ტაძარში, წმიდა სამების სახლობის ტაძარში ხანძარი გაჩნდა. იხილეთ Sputnik-ის ფოტოლენტა, თუროგორ მუშაობდნენ მეხანძრეები ადგილზე.

აალება ახალგაზრდულ–საგანმანათლებლო ცენტრის სათავსოში მოხდა, სადაც საქველმოქმედო დანიშნულების წიგნები, საკანცელარიო საქონელი, ტანსაცმელი და სხვა ნივთები ინახებოდა.

აალების მომენტში ტაძარში ბევრი ხალხი იყო — ერთი საათით ადრე იქ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ წირვა ჩაატარა.

ცნობილია, რომ უმნიშვნელოდ დაშავდა რამდენიმე სტიქაროსანი. ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.

182
  • ხანძარი სამების ტაძარში
    © Sputnik/ Levan Avlabreli

    ხანძრის შედეგად სამების ტაძარი სქელ კვამლში გაეხვა

  • ხანძარი სამების ტაძარში
    © Sputnik/ Denis Aslanov

    შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახური მუშაობს.

  • ხანძარი სამების ტაძარში
    © Sputnik/ Denis Aslanov

    სახანძრო ტექნიკა სამების ტაძართან.

  • ხანძარი სამების ტაძარში
    © Sputnik/ Denis Aslanov

    შესასვლელი ახალგაზრდულ-საგანმანათლებლო ცენტრში, რომელიც ტაძრის პირველ სართულზეა განლაგებული და საიდანაც დაიწო ხანძარი.

  • ხანძარი სამების ტაძარში
    © Sputnik/ Denis Aslanov

    მრევლი და მღვდელმსახურები ხანძრის დაწყებისთანავე გაიყვანეს ადგილიდან.

  • ხანძარი სამების ტაძარში
    © Sputnik/ Denis Aslanov

    ხანძრის მიზეზი შესაძლოა გაუმართავი ელექტროგაყვანილობა ყოფილიყო.

  • ხანძარი სამების ტაძარში
    © Sputnik/ Denis Aslanov

    სახანძრო მანქანა ტაძრის მთავარ შესასვლელთან.

  • ხანძარი სამების ტაძარში
    © Sputnik/ Levan Avlabreli

    მეხანძრეები ახალგაზრდულ-საგანმანათლებლო ცენტრში ცეცხლი ჩაქრობაზე მუშაობენ

  • ხანძარი სამების ტაძარში
    © Sputnik/ Levan Avlabreli

    მიყენებული ზარალის თაობაზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. საპატრიარქოს ოფიციალური პირები ჯერჯერობით თავს იკავებენ კომენტარებისგან.

  • ხანძარი სამების ტაძარში
    © Sputnik/ Levan Avlabreli

    მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია, მისი ჩაქრობა ვერ ხერხდება, ვინაიდან ცეცხლის კერა რთულად მისადგომ ადგილზეა.

  • ხანძარი სამების ტაძარში
    © Sputnik/ Denis Aslanov

    სამების ტაძარში ხანძარმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. ადგილზე მივიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები და ქალაქის მერი დავით ნარმანია.

  • ხანძარი სამების ტაძარში
    © Sputnik/ Denis Aslanov

    გაუმართავი ელექტროგაყვანილობის გამო აალების ვერსია მას შემდეგ წამოიჭრა, რაც ცნობილი გახდა, რომ ხანძრის წინ ტაძარში შუქი ჩაქრა.