საქართველო ინდოელ ინვესტორებს განსაკუთრებულ პირობებს შესთავაზებს

© Sputnik / Alexander Imedashviliინდური რესტორანი თბილისში
ინდური რესტორანი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 11.07.2021
გამოწერა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს ინდოეთიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა შეადგენდა 1,8 მლნ დოლარს, ხოლო კორონავირუსის პანდემიამდე 2019 წელს - 5,9 მლნ დოლარს.
თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. საქართველო განსაკუთრებულ პირობებს შესთავაზებს ინდოელ ბიზნესმენებს, რომლებსაც სურთ დააბანდონ საკუთარი სახსრები ქართულ საწარმოებში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების გამოცემის საზეიმო ცერემონია - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2021
ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს
საქართველოში ვიზიტით მყოფმა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრაჰმანიან ჯაიშანკარმა განაცხადა, რომ ინდოელი ბიზნესმენები დაინტერესებული არიან ინვესტირებით საქართველოში, განსაკუთრებით ჰიდროენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობაში და მადნის მოპოვებაში.
„დავსახეთ ახალი გეგმები, მიზნები, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ საქართველოს მდებარეობა კიდევ უფრო მეტად გონივრულად და როგორ შევთავაზოთ საინტერესო წინადადებები ინდოელ ინვესტორებს. მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანაში უკვე არიან სერიოზული ინვესტორები ინდოეთიდან, რომლებმაც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს საქართველოში. რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით მათ ჩამობრძანებას ჩვენს ქვეყანაში და კიდევ უფრო მეტ საინტერესო პირობებს შევთავაზებთ მათ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს ინდოეთიდან განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა შეადგენდა 1,8 მლნ დოლარს, ხოლო კორონავირუსის პანდემიამდე 2019 წელს - 5,9 მლნ დოლარს.
ყველა ახალი ამბავი
0