ინფრასტრუქტურა და ახალი გზები კახეთში – მთავრობის გეგმები

© photo: courtesy of Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgiaგურჯაანის შემოვლითი გზის გახსნა
გურჯაანის შემოვლითი გზის გახსნა - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
გამოწერა
ბაკურციხე–თელავი–ახმეტის საავტომობილო გზის 15,5 კმ-იან მონაკვეთზე (გურჯაანის შემოვლითი გზა) სამშენებლო სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა დღეიდან გაიხსნა.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. კახეთში მთლიანად ინფრასტრუქტურასა და ახალი გზების მშენებლობაზე ორი მილიარდი ლარი დაიხარჯება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურციხე–თელავი–ახმეტის საავტომობილო გზის ახალი 15 კმ-იანი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაზე.
ღარიბაშვილის თქმით, ამას დაემატება შიდა გზების მოვლაც, რაც ამ ბიუჯეტში არ შედის.
„რეალურად, მთელი კახეთის ლანდშაფტი, გზების სურათი აბსოლუტურად შეიცვლება. კახეთი არის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მხარე. თუ ყოველი არა, ყოველი მეორე ტურისტი დადის კახეთში, ამიტომ ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.  
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ათწლიანი გეგმის ფარგლებში გაწერილი პროექტებით, ჯამში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხარჯება თითქმის 32 მილიარდი ლარი გზების ინფრასტრუქტურაში, ახალი ავტობანების მშენებლობაში, რაც მთლიანად შეცვლის ქვეყნის საერთო სურათს; როგორც მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის გამარტივდება გადაადგილება და ეს, ღარიბაშვილის თქმით, რეალურად სხვა ქვეყანა იქნება, ევროპული სტანდარტი შემოვა ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
კახეთში ახალი გზების მშენებლობასა და ინფრასტრუქტურაზე ორი მილიარდი ლარი დაიხარჯება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გზის ახალი მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, საქართველოში მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
გურჯაანის შემოვლითი გზა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბაკურციხე–თელავი–ახმეტის გზას აკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის გზასთან. ახალ გზაზე მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს გავლა ქალაქ გურჯაანში და გურჯაანის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში (ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი), აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.
ის სატრანსპორტო ნაკადი, რომელიც უშუალოდ გურჯაანის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, გადაინაცვლებს გურჯაანის შემოვლით გზაზე, რაც მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეკოლოგიური და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ახალი გზა ანახევრებს მგზავრობის დროსაც.
გურჯაანის შემოვლითი გზის პროექტი შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRP III) ფარგლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 38 მილიონი ლარი შეადგინა.
გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2021
თბილისსა და საგარეჯოს ახალი გზა დააკავშირებს
კახეთის რეგიონში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, უკვე გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი ბაკურციხე–წნორის შემოვლითი გზის მშენებლობაზეც. პროექტის მიხედვით, აშენდება 16,6 კმ ორზოლიანი ასფალტის საფარიანი გზა და 6 ხიდი. ეს მონაკვეთი კახეთის ერთ-ერთი ძირითადი გზის (თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის) ნაწილია, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა.
ახალი შემოვლითი გზა საერთაშორისო გზის თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხი–აზერბაიჯანის საზღვარი ნაწილი იქნება, ის ალაზნის ველის მხარეს აშენდება. ამ გზის საშუალებით ავტოტრანსპორტი გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ წნორსა და მიმდებარე 6 სოფელს (ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგას, ვაქირს, მაშნაარსა და საქობოს). ამ გზის მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან ორ წელიწადში დასრულდება.
კახეთის ახალი 85 კმ-იანი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის ფარგლებში ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ტენდერები უკვე გამოცხადებული აქვს თბილისი–საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობაზეც. ამ მონაკვეთზე, რომელიც მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა, ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის 35,2 კმ-იანი გზა აშენდება. მაგისტრალის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, გზის პროექტირების სამუშაოები კი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ავსტრალიურმა და ამერიკულმა მაღალკვალიფიციურმა კომპანიებმა შეასრულეს.
საქართველოში ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა დაიწყო>>
თბილისი–საგარეჯოს მონაკვეთის ტენდერი სამ ლოტად გამოცხადდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული საინჟინრო და ფინანსური ანალიზის საფუძველზე გზის მშენებლობა ლოტებად იმგვარად დაიყო, რომ მაღალი კონკურენციის უზრუნველყოფასთან ერთად ადგილობრივ კომპანიებსაც მისცემოდათ ტენდერში დამოუკიდებლად მონაწილეობის საშუალება.
სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზა - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
საქართველოში აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო გზის კიდევ ერთი მონაკვეთი გარემონტდა
საწყის ლოტზე (ვაზიანის შემოვლითი გზა) სამშენებლო სამუშაოების ტენდერი სახელმწიფო შესყიდვის პროცედურით წარიმართება და მასში მონაწილეობას ქართული კომპანიები დამოუკიდებლად შეძლებენ. მომდევნო ორი ლოტის (ვაზიანი–საგარეჯოს და საგარეჯოს შემოვლითი გზის) მასშტაბურობიდან გამომდინარე კი სამუშაოების შესყიდვისთვის გამოიყენება თავისუფალი საერთაშორისო შესყიდვის, კერძოდ, მსოფლიო ბანკის წესები და მაღალი კონკურენციის პირობებში შეირჩევა საუკეთესო კომპანია.
ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანიასთან გაფორმდება FIDIC-ს ტიპის სამშენებლო კონტრაქტი, თუმცა ქართულ კომპანიებს ამ ლოტებზეც ექნებათ მონაწილეობის საშუალება ერთობლივი კომპანიების სახით.
თბილისი–საგარეჯოს მონაკვეთზე მნიშვნელოვნად გაზრდილია სატრანსპორტო ნაკადების ინტენსივობა, არსებული გზა კი მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებზე (ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა, საგარეჯო) გადის. ახალი გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებას და შეამცირებს გადაადგილების დროს. ამასთან, პროექტი ხელს შეუწყობს კახეთის რეგიონში სოფლის მეურნეობის, ტურიზმის განვითარებას და გაზრდის საქართველოზე გამავალი სატრანზიტო დერეფნების კონკურენტუნარიანობას.
ყველა ახალი ამბავი
0