საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აღდგენა სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს

© Sputnik / Alexander Imedashviliთვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
გამოწერა
საქართველოს ბაზარზე მას შემდეგ, რაც ქვეყანამ თავისი ცა გახსნა, უკვე 38 ავიაკომპანია ოპერირებს. ისინი რეისებს 27 ქვეყანაში 72 მიმართულებით ასრულებენ.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის დინამიკა სწრაფი ტემპებით უბრუნდება 2019 წლის ნიშნულს, იუწყება სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე უკვე ოპერირებს 38 ავიაკომპანია – 27 ქვეყნის 72 მიმართულებით.
ავიაკომპანია Gulf Air-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
ბაჰრეინის ავიაკომომპანია Gulf Air ქართულ ავიაბაზარზე დაბრუნდა
2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღდგენილია ავიარეისების 74% (375-395 სიხშირე კვირაში), ხოლო საჰაერო მიმართულებების 72%.
განსაკუთრებით მზარდი მაჩვენებლებით გამოირჩევა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც უკვე 21%-ით მეტ რეისს ემსახურება (110-115 სიხშირე კვირაში), ვიდრე 2019 წლის ივლისში.
რეგულარული ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო იყო შეჩერებული 2020 წლის მარტიდან, საქართველომ 1 თებერვლიდან აღადგინა, ქვეყანაში შემოსასვლელად კი გარკვეული წესები დაადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0