საქართველოს ეროვნული ბანკი საკრედიტო რეესტრს ქმნის

© Sputnik / Alexander Imedashviliბანკის სალაროსთან
ბანკის სალაროსთან - Sputnik საქართველო, 1920, 08.07.2021
გამოწერა
საკრედიტო რეესტრის შექმნის მიზანი ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციების ეფექტური განხორციელების ხელშეწყობაა.
თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. კომერციული ბანკები და საკრედიტო ორგანიზაციები ვალდებული იქნებიან საქართველოს ეროვნულ ბანკს საკრედიტო რეესტრისთვის მონაცემები ყოველთვიურად გადასცენ, ნათქვამია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის ბრძანებაში.
საქართველოს მოსახლეობა კრედიტით ცხოვრების მიხედვით რეკორდებს ხსნის>>
საკრედიტო რეესტრის შექმნა მიზნად ისახავს ეროვნული ბანკის მხრიდან საზედამხედველო ფუნქციების ეფექტურად შესრულების ხელშეწყობას.
კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, რეესტრი საშუალებას იძლევა – შეფასდეს რისკები საკრედიტო ორგანიზაციებში ინდივიდუალურ და კონსოლიდირებულ დონეებზე.
კობა გვენეტაძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.02.2021
საქართველოში „უიმედო" სესხების მოცულობა იზრდება
გარდა ამისა, რეესტრის საშუალებით შესაძლებელი გახდება საკრედიტო პორტფელების დინამიკის მონიტორინგი, საკრედიტო ორგანიზაციების კონტროლი ნორმატიულ–სამართლებრივი ბაზის თვალსაზრისით, ამასთან ეს გააუმჯობესებს საკრედიტო ბაზრის რისკის ანალიზის პროცესს მონაცემებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხარჯზე.
როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, საკრედიტო რეესტრი საშუალებას იძლევა, წარუდგინონ პერიოდული სტატისტიკური ინფორმაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს.
საკრედიტო რეესტრის მიზანი ასევე არის საკრედიტო რეესტრში მონაწილე კომერციული ბანკებისა და სხვა საკრედიტო ორგანიზაციებისთვის ანგარიშვალდებულების ტვირთის შემსუბუქება სავალდებულო ანგარიშის ეფექტური და მარტივი საშუალებებით გაგზავნის უზრუნველყოფით.
ყველა ახალი ამბავი
0