რადიომაუწყებელ კომპანიებს 1,5 მლნ ლარის დავალიანება ჩამოეწერათ

© Sputnik / Alexander Imedashviliტელეანძა
ტელეანძა - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
გამოწერა
თურნავას განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით მთავრობამ ხელი შეუწყო კომპანიების შეუფერხებელ საქმიანობასა და თავისუფალ რადიომაუწყებლობას.

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა რადიომაუწყებლობის კომპანიებს 1,5 მილიონი ლარის დავალიანებას ჩამოაწერს, ხოლო წლის ბოლომდე მომსახურების საფასურს არ მოითხოვს.

თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
როგორ ეხმარება საქართველოს მთავრობა სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარებას

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საუბარია 24 რადიომაუწყებელი კომპანიის ვალებზე.

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებობს კომპანია შპს „საქართველოს ტელე-რადიოცენტრი", რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ფლობს ანძებს. ამ ანძების მეშვეობით ვაწვდით სიხშირეებს სხვადასხვა რადიომაუწყებელს. ბოლო პერიოდში ჩვენ და მარეგულირებელ კომისიას 24-მა კომპანიამ მიმართა. მათ მოითხოვეს "ტელე-რადიოცენტრის" მიმართ დაგროვილი დავალიანების ჩამოწერა, რაც ახსნილი იყო კორონავირუსის პანდემიის პერიოდით", – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ასეთი კომპანიების შემოსავლის ძირითადი წყარო რეკლამაა. იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წელს ეკონომიკური საქმიანობა პრაქტიკულად შეჩერებული იყო, მათი შემოსავლები არსებითად შემცირდა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობამ გაიზიარა აღნიშნული კომპანიების მოთხოვნა დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით.

ყველა ახალი ამბავი
0