საქართველოში აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო გზის კიდევ ერთი მონაკვეთი გარემონტდა

© photo: press-service of the Roads Department of Georgia / FBსამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზა
სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზა - Sputnik საქართველო, 1920, 25.06.2021
გამოწერა
პროექტის ფარგლებში მთლიანად გარემონტდა 6.5 კილომეტრი სიგრძის გზა და დაიგო ასფალტ–ბეტონის ორფენიანი საფარი

თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 21-27–ე კმ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მთლიანად გარემონტდა 6.5 კმ სიგრძის გზა, დაგებულია ასფალტ–ბეტონის ორფენიანი საფარი.

გარდა ამისა, რეაბილიტირებულია ხელოვნური ნაგებობები, მოეწყო წყალგამტარი მილები, სანიაღვრე არხები, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები, მიერთებები, ეზოში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნები, ავტოპავილიონები, საგზაო ნიშნები, ჰორიზონტალური მონიშვნები და გზის შემოფარგვლის სამუშაოები.

პროექტი დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მისი ღირებულებაა 5.9 მლნ ლარი. სამუშაოები კომპანია NEW ROAD–მა ჩაატარა.

სამტრედია–გრიგოლეთის 51.1 კილომეტრიანი გზის მშენებლობა აღმოსავლეთ–დასავლეთის სტრანზიტო ჩქაროსნული მაგისტრალის მოდერნიზაციის ფარგლებში მიმდინარეობს. ახალ გზა აღნიშნულ მონაკვეთზე გზის სიგრძეს 45%–ით შეამცირებს.

აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0