როგორ დაფინანსდება საინვესტიციო პროექტები საქართველოში

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 11.06.2021
გამოწერა
ქვეყანაში გრძელდება სახელმწიფო ინვესტიციების მართვის რეფორმა და შემუშავებულია ინვესტპროექტების მართვის მეთოდოლოგია

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. ფინანსთა სამინისტრო უახლოეს ოთხ წელიწადში 20 მლნ ლარზე მეტი ღირებულების საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას გეგმავს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
რა უნდა გაკეთდეს საქართველოში ინვესტორების მოსაზიდად: აშშ-ის ფედერალური მთავრობის რჩევები

მინისტრის განცხადებით, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის შედეგად საქართველოს საკმაოდ მაღალი შედეგები აქვს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში.

„პანდემიის გავლენით გაზრდილი მთავრობის ვალის პირობებში, მომდევნო წლებში საკრედიტო რესურსებით დაფინანსდება მხოლოდ მაღალი ეკონომიკური უკუგების მქონე პროექტები, ხოლო ის პროექტები, რომლებსაც ეკონომიკურზე მეტად სოციალური ეფექტები აქვს, დაფინანსდება საბიუჯეტო რესურსების ფარგლებში“, – განაცხადა ხუციშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში გრძელდება სახელმწიფო ინვესტიციების მართვის რეფორმა. ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით, შემუშავებულია საინვესტიციო პროექტების მართვის მეთოდოლოგია, რომელშიც ასახულია პროექტების შერჩევისა და შეფასების მსოფლიოში არსებული საუკეთესო გამოცდილება და პრაქტიკა.

მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2021
როგორ მოვიზიდოთ ინვესტიციები საქართველოში: პრემიერი ბიზნესმენებს შეხვდა

რეფორმის მთავარი მიზანია ბიუჯეტიდან დაფინანსდეს ყველაზე მაღალი ეკონომიკური და სოციალური ეფექტის მქონე პროექტები. 

კორონავირუსის პანდემიამ ადგილობრივ ბიზნესს უზარმაზარი ზარალი მიაყენა. საქართველოს ეკონომიკა COVID-19–ის მძიმე შედეგებს განიცდის, რომელიც აბსოლუტურად ყველა სფეროს შეეხო. ეკონომიკის ვარდნის ტემპები კორონავირუსის მეორე ტალღის დროს დაჩქარდა, რამაც 2020 წელს მშპ–ის 6.2%–ით შემცირება გამოიწვია.

ასევე გასულ წელს, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 31.3%–ით გაიზარდა საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალისა და სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების მოცულობა და 7.5 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0